"ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ევროპის მოედნისკენ "მშობლების მარში" მოეწყობა, დედები იკრიბებიან

წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორიაზე "მშობლების აქციის" მონაწილე დედები იკრიბებიან. ისინი პარლამენტში დაინიცირებულ და 2 მოსმენით მიღებულ "უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილე დედებს შეურთდნენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც.

როგორც ისინი აცხადებენ, მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს და შვილებთან ერთად იდგნენ ქვეყნისა ინტერესების დასაცავად.

"ჩვენი შვილები დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკურ არჩევანს აპროტესტებენ. რაც უნდათ ჩვენს შვილებს, იმას გავაკეთებთ ჩვენც. ამ ქვეყნის ახალგაზრდები რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოს მოქალაქეები არ იქნებიან. ისინი იცხოვრებენ საქართველოში, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, შვილები იმისთვის არ გაუჩენიათ, რომ რუსეთში იცხოვრონ.

"ჩვენ შვილები იმისთვის არ გაგვიჩენია, რომ რუსეთში იცხოვრონ. დავიძრებით წერეთლიდან და შევუერთდებით აქციის დანარჩენ მონაწილეებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა