შალვა პაპუაშვილი - დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში

დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს კონსტიტუციით ეს უფლება დაცულია, ხოლო ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელი.

"ვნახეთ, რომ აქციებმა, რომლებიც პარლამენტთან იმართებოდა, საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი პროტესტი, ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელია.

განსაკუთრებით მივმართავდი დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არიან ხოლმე თანაორგანიზატორი აქციების და, სამწუხაროდ, სწორედ მათი მოწოდებებით იქცევა ეს აქციები ძალადობრივად. ამიტომ, დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, რომ არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე