ხატია დეკანოიძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ეს იყო სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა

[იურიდიულ საკითხთა კომიტეტის] სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, - ამის შესახებ „ვეროპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან პოლიციელებმა გარეთ შეგვაყოვნეს. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და რამდენიმე ადამიანი, ვითომ, ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმაციით, არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. გუშინ, ღამე, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შემიშვეს საქართველოს პარლამენტის წევრი, სამაგიეროდ, უშვებდნენ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს, ასეთი უკანონობა და არასამართლიანობა ხდება. მესმის, რომ წვიმაა, სიცივეა, მთელი ღამე გარეთ ვიდექით, იდგნენ ადამიანები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა არის ისტორიული დრო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ისტორიული დრო არის ყველას, ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა ჩვენი გამარჯვებით უნდა იყოს დასრულებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა