ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე - არასდროს დაგტოვებთ მარტო

არასდროს დაგტოვებთ მარტო, თუმცა ყველა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელზეც კანდიდატი ქვეყანა ოცნებობს , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტთან დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ, რა შედეგები ექნება ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება.

“მინდა, მკაფიოდ ველაპარაკო საქართველოს ხალხს, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას, მასწავლებლებს, ექიმებს, მცხობლებს, ხალხს ქუჩაში. ვლაპარაკობ, ვინაიდან, საქართველოს მხარეს ვარ - ევროპული საქართველოს მხარეს ვარ.

არც ისე დიდი ხნის წინ ყველა ჩვენგანი - ქართველები, ესტონელები, ლატვიელები, ლიეტუველები - რკინის ფარდიდან გამოვიდნენ და გაიაზრეს, რომ ევროკავშირისა და ნატოს კარები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს იყო. საბჭოეთის ნანგრევებიდან გამოვიტანეთ ჩვენი ისტორიები, ჩვენი კულტურები, ჩვენი ენები, გამოვიტანეთ ჩვენი რწმენა იმაში, რომ გვეყო ჩაგვრა, დეპორტაციები, წამება, დაკავებები. გამოვიტანეთ ჩვენი რწმენა, რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც ადამიანის უფლებებს აყენებს ცენტრში, არის ის ადგილი, სადაც გვინდა ყოფნა.

ყველა ჩვენგანს განსხვავებული გზა გვქონდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვეზიზღება ტერმინი “პოსტსაბჭოური”, ერთმანეთთან საერთო ისტორია და საერთო მისწრაფება გვაკავშირებს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს ბალტიის ქვეყნები თქვენს გვერდით იდგნენ. სულ რაღაც 5 თვის შემდეგ ჩვენ ნატოში შევედით და შემდეგ ევროკავშირში, ბევრს გვჯეროდა, რომ საქართველოს, ასევე, შეუძლია ამ გზის სწრაფად გავლა. ამის შემდეგ უკრაინელები წამოდგნენ "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს, "ისე იგრძნობოდა, თითქოს მომენტი დადგა ჩვენთვის, ყოფილი დატყვევებული ერებისთვის, რომ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ თავს - გვაქვს თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ.

რა თქმა უნდა, ისტორია ამაზე არ მთავრდება. მოსკოვს ამ ისტორიის კარგ დასასრულში ნაკლები ინტერესი აქვს, მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს გასაყოფად, რომ საკუთარ თავებში არ ვიყოთ დარწმუნებულები. ერთად ვდგავართ, ვინაიდან, საერთო მიმართულება და მიზანი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხს, ისევე როგორც ლიეტუვის ხალხს, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის სჯერა.

უკრაინელები ყოველ დღე კვდებიან თავისუფალ ევროპელებად ყოფნის უფლებისთვის. ბელარუსებს, რომლებიც ბედავენ და ლაპარაკობენ თავისუფლების შესახებ, აჩუმებენ პოლიციისა და “კა-გე-ბე”-ს ტერორით. არ მინდა ეს იყოს საქართველოს მომავალი. არ მინდა ფუნდამენტური გახლეჩა იყოს ხალხის სურვილს შორის იყოს უსაფრთხოება და გარანტირებული ევროპული მომავალი და მთავრობის პოლიტიკას შორის, გაანადგურონ ეს ქვეყანა.

ეს გზა ერთად დავიწყეთ და ვრჩებით წინა ხაზის ქვეყნებად, რომლებიც იციან თუ რა არის იყო მოსკოვის ექსპანსიური ბრაზისა და სასოწარკვეთის გრავიტაციის წინაშე. არასდროს დაგტოვებთ მარტო, თუმცა ყველა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელზეც კანდიდატი ქვეყანა ოცნებობს. ამის სწორად გაკეთების შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყოველი მცდელობა დიდ ფასად ჯდება. ყველამ ღიად უნდა ვილაპარაკოთ რა შედეგები ექნება ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. ამიტომ გეკითხებით: “სად მივდივართ?”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ