საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო/ოდირის დირექტორთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რუსული კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რუსული კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.

"პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, რათა ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

ეუთო/ოდირის დირექტორმა გამოთქვა აბსოლუტური მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა და მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, რაც ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი სტიმული და იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზას ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მათი მხარდაჭერით გადის.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში და ამ საკითხზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ეუთო/ოდირის დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს