რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მარიონეტულ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი

დღეს სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი "ქართული ოცნების" მარიონეტულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის განცხადების ყველა თეზისი სწორი იყო.

"პრეზიდენტის განცხადებას გაათმაგებული დატვირთვა აქვს. იგი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი ამ განცხადებას აკეთებდა ჩვენი ჯარის წინაშე, იმ ჯარის წინაშე, რომელმაც უნდა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. მისგან ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა უმძიმესი მოსასმენი იყო "ქართული ოცნებისთვის", რომელიც კიდევ ერთხელ ამხილა ქვეყნის ღალატში. იქ მდგომი ადამიანები ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ქვეყნის ინტერესების მოღალატედ. სალომე ზურაბიშვილის საგარეო აქტიურობა, ასევე, მისი სურვილი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის კონსოლიდაციაში მიიღოს მონაწილეობა, არის სწორი. ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესებში და შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ მის ამ განცხადებებს", - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია