ავთანდილ წულაძე - სამხრეთ კავკასიაში ვითარება ცვალებადია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილურია იმის გამო, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება, მაგრამ ამავე დროს დასავლეთის პოზიციების გაძლიერების ნიშნები ჯერ არ ჩანს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებზე, ასევე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრაპმი დამნაშავედ ცნეს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34-ვე ბრალდებით. მართალია გადაწყვეტილება 11 ივლისს გამოცხადდება, მაგრამ, უკვე ვიცით, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სისხლის სამართლის დამრღვევი პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს.

სასამართლო გარჩევების მიუხედავად, ტრამპის მხარდამჭერებმა მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის სწორედ ამ დღეებში 53 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხეს. ტრამპი ინარჩუნებს რეიტინგს და როგორც ჩანს, სერიოზულ სპარინგ-პარტნიორობას გაუწევს ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში...

- იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლომ ტრამპის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, ამერიკის კონსტიტუციით მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რესპუბლიკელების“ პრობლემა ისაა, რომ მათ ტრამპის გარდა, ახლა არ ჰყავთ სხვა საზოგადოებაში პოპულარული ფიგურა. ზაფხულში ჩატარდება „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობა, რომელზეც ტრამპი ოფიციალურად დასახელდება ამ პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად. მათ სხვა ვარიანტები არ აქვთ დარჩენილი, ამიტომ იძულებული იქნებიან დაასახელონ რესპუბლიკელების ოფიციალურ კანდიდატად.

აშშ-ს ისტორიაში ტრამპი იქნება პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ იქნება აღიარებული

მაგრამ, უკვე ფაქტია, რომ ტრამპს სისხლის სამართლის სტატიით ედება ბრალი და დამნაშავედაა აღიარებული. მნიშვნელობა არ აქვს მას ას მიუსჯიან. არაა გამორიცხული, მას პირობითი სასჯელიც კი მიუსაჯონ. აშშ-ს ისტორიაში ტრამპი იქნება პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ იქნება აღიარებული.

- ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი დამნაშავედაა აღიარებული სასამართლოს მიერ, ეს როგორ იმოქმედებს საარჩევნო კამპანიაზე და მის შედეგებზე?

- ამომრჩევლების იმ ჯგუფზე, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ტრამპს, ეს გარემოება არ იმოქმედებს. უფრო პირიქით, რადგან თავად ტრამპი და მისი მხარდაჭერები თვლიან, რომ ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება ტრამპის პოლიტიკური დევნის ნაწილია, ტრამპი არის ამ დევნის მსხვერპლი. ამაზე იქნება აგებული მისი წინასაარჩევნო კომპანია.

მაგრამ, აშშ-ს საარჩევნო კომპანიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება აშშ-ს 6 შტატს, რომელიც Swing states-ად, ანუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების შტატებად ითვლება. ამ შტატების ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნების ბოლო დღეებში მიიღებს. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

აშშ-ს საარჩევნო კომპანიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება აშშ-ს 6 შტატს, რომელიც Swing states-ად, ანუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების შტატებად ითვლებ

- გვახსოვს, რომ მანამდე ამბობდნენ - გამორიცხულია საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი დამარცხდესო.

შეიძლება ითქვას, რომ ტრამპზე სამართლებრივმა დევნამ გაამართლა? ძნელი დასაჯერებელია რომ აშშ-ს ამომრჩევლების უმეტესობას პრეზიდენტად სისხლის სამართლის დამნაშავის არჩევა უნდოდეს?

- მხარდაჭერისა და რეიტინგის თვალსაზრისით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ახლა დიდი სხვაობა არ არის. რამდენადაც მახსოვს მათ შორის სხვაობა ახლა 3%-ია, მაგრამ არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ში რეალურად არ არის პირდაპირი არჩევნები. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამომრჩევლების ხმათა რაოდენობით, ერთი კანდიდატი იგებს, მაგრამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შტატების მიხედვით ამომრჩეველთა კოლეგიებში როგორი ვითარება აქვს არჩევნებში მონაწილე პარტიებს.

ტრამპმა არჩევნები კლინტონთან არჩევნები წააგო ამომრჩევლების რაოდენობით, მაგრამ შტატების ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა რაოდენობით კლინტონმა არჩევნები წააგო.

როგორც ვთქვი, ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, არჩევნების დღეს რა გადაწყვეტილებით მივა საარჩევნო უბნებში აშშ-ს 6 შტატს Swing states -ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.

- მას შემდეგ, რაც „ქართულ;ი ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები მოხდა.

კანონის მიღებამდე ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა არა ერთხელ მოგვივიდეს არ მიგვეღო ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო კანონი. ამას წინ უძღოდა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით ჩვენი ხელისუფლების რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკა.

ყველაფერი ეს დასრულდა იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა - „ვიწყებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“.

ამასთან ერთად ითქვა, რომ სავიზო მიმოსვლაზე შეზღუდვა, „შეეხებათ იმათ, ვინც საქართველოში ძირს უთხრის დემოკრატიას“.

როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ფაქტია, რომ ამ კანონის მიღებით მნიშვნელოვნად დაზიანდა ამერიკულ - ქართული და ევროპულ - ქართული ურთიერთობები.

ამ კანონის მიღების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით რა სურათი გვაქვს მიღებული?

- ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს. თქვენთან საუბარში მაქვს ნათქვამი - „ორ სკამზე ჯდომის დრო გადის“. ეს იმით დადასტურდა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებულია „ცივი ომი“. ამ ომში რუსეთი ალიანსშია ჩინეთთან. ამ ომმა უკვე ღია სახე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის კამათი გავლენის სფეროებზე მიდის.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, არჩევნების დღეს რა გადაწყვეტილებით მივა საარჩევნო უბნებში აშშ-ს 6 შტატს Swing states -ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი

სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც სატრანზიტო ჰაბი და ბუნებრივია, რომ ამ ორ დიდ ძალებს შორის სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლა გამწვავებულია.

უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ უკრაინა-რუსეთის, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკაში ცვლილებებია მომხდარი.

მანამდე დასავლეთის სტრატეგია ასეთი იყო - არც რუსეთმა არ უნდა მოიგოს და არც უკრაინამ არ უნდა გაიმარჯვოს რუსეთ-უკრაინის ომში. ამგვარი მიდგომას საფუძველი იყო ის, რომ დასავლეთს არ უნდოდა ბალანსის დარღვევა, რაც ცუდად აისახებოდა საერთაშორისო ეკონომიკაზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე.

ორი სამი თვეა ამერიკელმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს სტატიების სერია, რომლის აზრი ასეთია - დღევანდელ ვითარებაში დასავლეთისთვის უფრო სახიფათოა პასიურობა, ვიდრე უკრაინის დახმარება, რომ კიევმა ომი მოიგოს. მათი აზრით, რუსეთი და ჩინეთი ვითარების ესკალაციაზე მიდიან, არღვევენ აქამდე არსებულ ძალთა ბალანსს. ანუ, შეიქმნა ვითარება, როცა დასავლეთმა უნდა აიღოს ინიციატივა და თუ იგი ასე არ მოიქცა, დასავლეთი უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა.

„ორ სკამზე ჯდომის დრო გადის“. ეს იმით დადასტურდა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებულია „ცივი ომი“. ამ ომში რუსეთი ალიანსშია ჩინეთთან. ამ ომმა უკვე ღია სახე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის კამათი გავლენის სფეროებზე მიდის

ეს აზრი გაახმოვანა ემანუელ მაკრონმა. იგი იყო სახელმწიფოს პირველი მეთაური, ამის შესახებ განცხადება გააკეთა. ერთია, როდესაც ამაზე ანალიტიკოსები წერენ, ხოლო მეორეა, როცა ამაზე სახელმწიფოს მეთაური აკეთებს განცხადებას. ამ პოლიტიკურ ხაზს მიჰყვებიან ახლა ევროპის სხვა ლიდერებიც.

რამდენიმე დღის წინ აშშ -მ და ევროპამ უკრაინას დართეს უფლება რაკეტები დაარტყას რუსეთს მისსავე ტერიტორიაზე. სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის ამგვარ ქმედებას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება. მანამდე ასეთი უფლება უკრაინას არ ჰქონდა.

საფრანგეთმა უკვე განაცხადა რომ უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გააგზავნის. ზაფხულში უკრაინას უკვე ეყოლება F -16-ები, ასე რომ დასავლეთი შეტევაზე გადადის და ბუნებრივია, როცა ესკალაცია მიდის, მეორე ბანაკიც ცდილობს თავისი პოზიციების გამაგრებას. არა მარტო სამხედრო, არამედ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

დღევანდელ ვითარებაში დასავლეთისთვის უფრო სახიფათოა პასიურობა, ვიდრე უკრაინის დახმარება, რომ კიევმა ომი მოიგოს. მათი აზრით, რუსეთი და ჩინეთი ვითარების ესკალაციაზე მიდიან, არღვევენ აქამდე არსებულ ძალთა ბალანსს. ანუ, შეიქმნა ვითარება, როცა დასავლეთმა უნდა აიღოს ინიციატივა და თუ იგი ასე არ მოიქცა, დასავლეთი უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა

- ანუ, დასავლეთმა გამოიტანა დასკვნა, - თუ უკრაინა დამარცხდა, იგი მეტი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგან მისი პოზიციების რეგიონში შესუსტდება და ახლა მიღებული აქვს გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაეხმაროს რუსეთს, რომ ომი რუსეთმა არ მოიგოს? სწორად გავიგე?

- დიახ. უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით დასავლეთმა სტრატეგია შეცვალა. უარი თქვა ძალებს შორის ძალათა ბალანსის შენარჩუნებაზე და უკრაინა-რუსეთის ომში თავის თავზე აიღო ინიციატივა.

ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ თუ დასავლეთი არაფერს არ გააკეთებდა, მეტ რისკებს მიიღებდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ყველა მიმართულებით გართულდება ვითარება. გარდა ამისა, რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროს, ეს ასევე შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს და ასე შემდეგ.

დასავლეთი შეტევაზე გადადის და ბუნებრივია, როცა ესკალაცია მიდის, მეორე ბანაკიც ცდილობს თავისი პოზიციების გამაგრებას. არა მარტო სამხედრო, არამედ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით

ჯორჯ ქლუნის ფონდი გამოვიდა ინიციატივით ევროპის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ევროპაში მოგზაურის სტატუსით მყოფი ის რუსი პროპაგანდისტები დააკავოს, ვინც ხელი შეუწყო უკრაინაში ომის გაჩაღებას. რადგან დასავლეთმა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დაიწყება მისი სისტემურად განხორციელება.

- გასაგებია, რომ სერიოზული ცვლილებები ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში.

ის სურათი, რაც აღწერეთ, მხედველობაში მაქვს უკრაინა-რუსეთის ომთან დასავლეთის სტრატეგიის ცვლილება, ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და ანაკლიის პორტის ასაშენებლად შემოჰყავს ჩინეთი.

ეს იმაზე მიუთითებს რომ ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკაში ასევეა მომხდარი ცვლილებები. ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის ცვლილებას არ აღიარებს, აგრძელებს მტკიცებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს.

ამ მოვლენების ფონზე რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამერიკა -საქართველოს, ევროპა-საქართველოს ურთიერთობებში?

- უკრაინის გამო საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარი ცვლილებების ფონზე საქართველომ დიდხანს შეძლო „ორ სკამზე ჯდომა“. მაგრამ, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დამოკიდებულია დიდი ქვეყნების პოლიტიკაზე. რადგანაც, მათ შორის ბალანსი დარღვეულია და დაწყებულია გეოპოლიტიკური ესკალაცია. ბუნებრივია, ის ბალანსი, რომელიც მანამდე იყო, დარღვეულია.

უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით დასავლეთმა სტრატეგია შეცვალა. უარი თქვა ძალებს შორის ძალათა ბალანსის შენარჩუნებაზე და უკრაინა-რუსეთის ომში თავის თავზე აიღო ინიციატივა

ევროპასა და მსოფლიოში ვითარების შეცვლამდე „ქართული ოცნება“ ცენტრისტული პარტია იყო. ჩვენი ხელისუფლება რუსეთთანაც თანამშრომლობდა და დასავლეთთანაც. პროდასავლურ ოპოზიციას არ ჰქონდა შანსები, რადგან ხელისუფლების ცენტრისტული პოლიტიკა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნებისმიერ ქვეყანაში მისაღები და მომგებიანია.

მაგრამ, ახლა „ქართულ ოცნებას“ „პოლიტიკური ცენტრიზმი“ დაკარგული აქვს. ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, ქართულ პოლიტიკაში „პოლიტიკური ცენტრიზმის“ ნიშა თავისუფალია. არის ორი რადიკალური ფრთა, ერთი უფრო რუსეთისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ, მეორე უფრო დასავლეთისკენაა, ვიდრე რუსეთისკენ.

ახლა „ქართულ ოცნებას“ „პოლიტიკური ცენტრიზმი“ დაკარგული აქვს. ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, ქართულ პოლიტიკაში „პოლიტიკური ცენტრიზმის“ ნიშა თავისუფალია. არის ორი რადიკალური ფრა, ერთი უფრო რუსეთისკენაა, ვიდრედასავლეთისკენ, მეორე უფრო დასავლეთისკენაა, ვიდრე რუსეთისკენ

ცენტრში არავინ არაა. ერთადერთი, ვინც „პოლიტიკური ცენტრიზმის“ პოლიტიკური ხაზის გატარებას ცდილობს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ამ ნიშის დაკავებით იგი ცდილობს დააბალანსოს ეს ორი რადიკალური მიმართულება.

- ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილს ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურ განწყობებში სდებს ბრალს. ხელისუფლება ამბობს, რომ ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში საკუთარ პერსპექტივის ძიებაშია და ასე შემდეგ...

- ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, პროდასავლური პოლიტიკური ფიგურაა. ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების მოწინააღმდეგეა.

მისი ინიციატივა „ქართული ქარტიის“ ინიციატივა, სხვა არაფერია, თუ არა შექმნილ სიტუაციაში, ვითარების დაბალანსების მცდელობა და არ დაუშვას ორ დაპირისპირებულ ძალებს შორის დაპირისპირება და ესკალაცია. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკურ ცენტრთან ყველაზე ახლოს ახლა სწორედ ზურაბიშვილია.

- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ო ბრაიენი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, ამას წინათ ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით თქვა, რომ აშშ დასანქცირებულ ქართველ პოლიტიკოსების გვარებს არ დაასახელებს.

არადა, ვხედავთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში დიდია იმის მოლოდინი, რომ ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო კანონის მიღების შემდეგ აშშ ქართველ პოლიტიკოსებს დაასანქცირებს.

თქვენი დაკვირვებით საქართველოსთან ურთიერთობის რა გზას აირჩევს ვაშინგტონი, ბრიუსელი?

- ჯერჯერობით, ამ კანონის თემაზე მსჯელობა დასრულებული არ არის. ასეა, რადგან მიღებულ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა.

არაა გამორიცხული საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება შეაჩეროს. რაც შეეხება ამერიკულ სანქციებს, დარწმუნებული ვარ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აშშ წერტილოვან და დოზირებულ სანქციებს ეტაპობრივად დააწესებს. დააწესებენ გარკვეულ სანქციებს და დააკვირდებიან რეაქციას.

დარწმუნებული ვარ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აშშ წერტილოვან და დოზირებულ სანქციებს ეტაპობრივად დააწესებს. დააწესებენ გარკვეულ სანქციებს და დააკვირდებიან რეაქციას

საერთოდ, ის სიტუაცია, რაც ახლა საქართველოში ვითარდება დროებითია და ტაქტიკური მანევრების ნაწილია. საქართველოს სტრატეგიული არჩევანი გაკეთებული აქ აქვს. საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული არჩევანი დამოკიდებულია იმაზე თუ რით დასრულდება დიდი ქვეყნებს შორის დაპირისპირება. ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო უკვეა გამხდარი რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება დროებითი და მერყევია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს.

აქართველოს სტრატეგიული არჩევანი გაკეთებული აქ აქვს. საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული არჩევანი დამოკიდებულია იმაზე თუ რით დასრულდება დიდი ქვეყნებს შორის დაპირისპირება. ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო უკვეა გამხდარი რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება დროებითი და მერყევია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს

საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა „კარნეგი-ევროპის“ ფონდის წამყვანი ექსპერტის თომას დე ვაალის სტატია. ამ გამოცემაში ნახავთ მსჯელობას პუტინის თამაშებზე სამხრეთ კავკასიაში, აქცენტები კეთდება საქართველოს გავლით ტრანზიტის საკითხებზე.

ამ სტატიაში გამოთქმულია აზრი რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება ცვალებადია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილურია იმის გამო რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება, მაგრამ ამავე დროს დასავლეთის პოზიციების გაძლიერების ნიშნები ჯერ არ ჩანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო