შალვა პაპუაშვილი - ოლაფ შოლცის ციტატა გერმანიის ელჩის მხრიდან მანიპულაციურად გავრცელდა და ხელი შეუწყო დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა კონტექსტის გარეშე მოიყვანა კანცლერ ოლაფ შოლცის ციტატა, რაც შემდეგ დეზინფორმაციის საფუძვლად იქცა და ოპოზიციის კუთვნილმა მედიამ გაშუქა ეს, როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ელჩმა გერმანიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კანცლერის ციტატა გაავრცელა მანიპულაციურად და ხელი შეუწყო დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. ფაქტია, რომ იყო გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, ხუთი წლის წინ კონკრეტული ადამიანის, ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობას და ხუთი წლის თავზე ამას ეძღვნებოდა გერმანიის კანცლერის მიმართვა. მიმართვა შეეხებოდა გერმანიაში დღეს არსებულ სიტუაციას, რომელიც ასევე ძალადობასთან არის დაკავშირებული. 60 ათასზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული იქნა ჩადენილი შარშან გერმანიაში და ეს ეხებოდა იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც ამ მხრივ აქვს გერმანიას. სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა კონტექსტის გარეშე მოიყვანა ეს ციტატა, რაც შემდეგ იქცა დეზინფორმაციის საფუძვლად და ვნახეთ ჩვენ, რომ ოპოზიციის კუთვნილმა მედიამ გაშუქა ეს, როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია. ეს გერმანიის საელჩომ ნახა, მათ შორის გერმანიის ელჩიც იყო მონიშნული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში და ძალიან ვწუხვარ, რომ ამაზე რეაგირება არ ჰქონია. თავისი წაყრუებით ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ცხრა პუნქტის სულისკვეთებას, როდესაც მოლოდინი არის, რომ დეზინფორმაცია იყოს შეზღუდული. სამწუხაროდ, კანცლერის ეს ციტატა ელჩის მხრიდან გავრცელდა მანიპულაციურად, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო და არ იყო ნახსენები კონტექსტი. ამასთან, ვფიქრობ, რომ საელჩო აუცილებლად დაინახავდა, რომ ეს მანიპულაციური ციტატა შემდეგ უკვე დეზინფორმაციულად გადაკეთდა ოპოზიციური მედიის მხრიდან და ფაქტობრივად, შექმნეს თემა იმისგან, რაც არ არსებობდა. ამაზე ნული რეაგირება აქვს გერმანიის საელჩოს, რაც სამწუხაროა, ვინაიდან, ეს ახალისებს, ხელს უწყობს და ამ შემთხვევაში დეზინფორმაციის წყარო იყო, რომელიც გავრცელდა თითქოსდა საქართველოს შესახებ. საჯარო ინფორმაცია არის საჯარო ინფორმაცია, როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ამის დახურულ კარს მიღმა და ყურში ჩურჩულით უარყოფა არ არის საკმარისი, თუკი ეს დეზინფორმაცია გავრცელდა და მისი წყარო იყო გერმანიის ელჩის პოსტი, მნიშვნელოვანია, საჯაროდვე მოხდეს ამის დაფიქსირება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში