პეტრე ცისკარიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ წალენჯიხაში 6000-მდე ოჯახში წყალი შევიდა, რაც ევროკავშირის და დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა

წალენჯიხაში, საკრებულოს დარბაზში, წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა წყალმომარაგების პროექტებზე პრეზენტაცია გამართეს და მოსახლეობას ადგილზე მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, გია ხარჩილავას მერობის პირობებში, წალენჯიხაში, ევროკავშირის დაფინანსებით, 6 000-მდე ოჯახში წყალი შევიდა.

„გია ხარჩილავა და მისი გუნდი ხალხის მიერ არიან არჩეულები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. წინა წლებში ჩვენ მოვისმინეთ პრეზენტაციები, რომ იხარჯებოდა თანხა, მაგრამ შედეგი არ დგებოდა, მოსახლეობას წყალი არ ჰქონდა და ახლა ცენტრალური მთავრობის მიერ დასმული მერი კი არ გვყავს წალენჯიხაში, არამედ ხალხის მიერ არის რეალურად არჩეული და ამიტომაც ის ცდილობს საქმე მიიყვანოს ბოლომდე, სანამ შედეგი არ დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 6000-მდე ოჯახში წყალი შევიდა, არის ევროკავშირის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურება, მათგან მოდის დაფინანსება, მათგან მოდის გრანტები, რაიმეს დათმობის გარეშე, რასაც ცდილობს „ოცნების“ პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოს სუვერენიტეტს ართმევენ. ეს ადამიანები დაზოგავენ დროს, მოახმარენ საკუთარ შვილებს, კეთილდღეობას, ეკონომიკას და დრო არ დახარჯავენ იმაში და კილომეტრები არ იარონ, რომ წყაროზე ჩავიდნენ და წყალი ზიდონ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის მომავალზე, კეთილდღეობაზე, დისკომფორტების მოხსნაზე, როგორიც არის უწყლობა, დასავლეთიც კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება და უფრო მეტ პროექტს განახორციელებს. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ ასეთი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს. წალენჯიხის რეალობაში რომ დავინახოთ, როდესაც მუნიციპალიტეტს ჰყავს მერი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ცდილობს, რომ ხალხისთვის შედეგიანი პროექტები განხორციელდეს, მას მხარდაჭერა აქვს ხალხისგანაც. მაგალითად მას მხარდაჭერა ჰქონდა რამდენიმე პროექტზე ქალაქ ჯვარზე გუბერნიის მხრიდანაც, რადგან იმ ადამიანებმაც დაინახეს, რომ რესურსი მოიძია გია ხარჩილავამ და მისმა გუნდმა. ცდილობს ხალხს ყოფა შეუმსუბუქოს, დისკომფორტი მოუხსნას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლება შეიცვალოს ოქტომბერში იმისათვის, რომ საქართველო არა მხოლოდ ლოკალური, მუნიციპალური პროექტებით, არამედ მთლიანად შემობრუნდეს და ევროპულ ცივილიზაციას დაუახლოვდეს ეკონომიკით, კეთილდღეობით, დემოკრატიით, უზენაესობით, თავისუფალი კონკურენციით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად, გაანულა,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს