სერგო ჩიხლაძე ერთიანობის დეკლარაციაზე - ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როცა პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი - ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას

ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციას, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე, საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.

მისივე თქმით, სწორი ფორმატის წარდგენა მოხდება 8 ივლისამდე.

„ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციას, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება.

ამისთვის საჭიროა ერთიანობა. სწორი ფორმატის წარდგენა მოხდება 8 ივლისამდე, რათა დამაჯერებლად მოხდეს რეჟიმზე გამარჯვება. ამისთვის საჭიროა ერთიანი კოალიციური ხედვა და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ამ რეფორმებს სწრაფად ჩაატარებს და იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს, რეფორმები სწრაფად შესრულდეს, ქარტია სწრაფად შესრულდეს და ვინტეგრირდეთ ევროკავშირში.

ამისთვის საჭიროა ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამისთვის საჭიროა მოქალაქეების მობილიზება არჩევნებზე მისვლისთვის და ამას ემსახურება ეს ინტერპარტიული დოკუმენტი”, - წერს სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

„დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე