ევროპულ მომავალზე ეროვნული თანხმობის განაცხადს ხელი მოეწერა

26 ივნისს გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC, ქართულ - ევროპული ინსტიტუტის, „ჯეოქეისის“ და „ევროპულ - დემოკრატიული ერთობის“ პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა და ევროპულ მომავალზე ეროვნული თანხმობის განაცხადის ხელმოწერა. „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, განცხადის ხელმომწერმა მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობაზე დოკუმენტში ასახული მიზნების განხორციელებაში.

„საქართველოს აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვთანხმდებით შემდეგზე:

ევროკავშირსა და ნატო - ში საქართველოს გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს და უცვლელ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს;

საქართველომ უნდა მტკიცედ განაგრძოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც დაცულია მოქალაქეთა უფლებები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და უზრუნველყოფილია განვითარების პერსპექტივები. ჩამოყალიბების ეს პროცესი დაფუძნებული უნდა იყოს მაღალ ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით აღებულ ვალდებულებებზე. ამ გზაზე გამორიცხულ უნდა იქნეს ბოლო დროს წარმოჩენილი გადახრები, რომლებიც გამომდინარეობს არა ეროვნული, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ვიწრო ინტერესებიდან;

აუცილებელია, ფართო საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული, ქვეყნის დეოკუპაციისა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირების სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება;

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ეფექტიანი გამოყენება ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამისათვის აუცილებელია იმ რეფორმების განუხრელი და პატიოსანი განხორციელება, რომლებიც ევროკავშირისა და თავად ქართველი ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს;

მსოფლიოში და რეგიონში აღმოცენებული ახალი უმძიმესი საფრთხეებიდან გამომდინარე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის თითქმის სამნახევარი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე საშინაო და საგარეო პროცესების შედეგად საქართველო მიადგა საკუთარი ისტორიის საკვანძო მომენტს, როცა მას აქვს შანსი ხანგრძლივი პერსპექტივით დაიმკვიდროს მტკიცე სუვერენიტეტი, უზრუნველყოს მყარი უსაფრთხოება და დაადგეს სტაბილური, მდგრადი განვითარების გზას. ამ ისტორიულ შანსს საქართველოს უქმნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად დღეს შექმნილი უნიკალური საერთაშორისო პირობები და ათწლეულების მანძილზე ნაგროვები თავად საქართველოს საზოგადოების მზადყოფნა. ამავე დროს, საქართველოში არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას ამ უნიკალური შანსის გამოყენებაში. ამ პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც გასულია ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ფარგლებიდან და აშკარად ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს. მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნებისა, საქართველოს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებობს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია მთელ რიგ საკვანძო პრიორიტეტზე, რომელთაგან მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპად ჩამოყალიბებული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება წარმოადგენს. ეს გარემოება ქმნის რეალური დეპოლარიზაციისა და საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების შესაძლებლობას. დღეს ძნელად წარმოსადგენია პოლარიზაციის დასრულება წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისის საფუძველზე. შესაბამისად, ამ პროცესში აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან როლს ალტერნატივა არ გააჩნია და ამ საზოგადოების კონსოლიდაციამ და თანამშრომლობამ მაგალითი უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს და მთელს ქვეყანას" - ნათქვამია „ევროპულ - დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ განცხადში ასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მზაობას საექსპერტო მხარდაჭერით.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე" ხელმომწერები:

ნოდარ ხარშილაძე

ვიქტორ ყიფიანი

გიორგი მელაშვილი

პაატა დავითაია

ვალერი ჩეჩელაშვილი

ნიკოლოზ ვაშაკიძე

მამუკა გამყრელიძე

გიორგი თავდგირიძე

აკია ბარბაქაძე

კახა გოგიძე

ლაშა ბრეგვაძე

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა