„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის SOLO „ლაუნჯში“ ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის „ვორკშოპი“ გაიმართება.

მათივე ცნობით, ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის - „გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და კვლევის მიგნებებს მიმოიხილავს.

მეორე ნაწილში კი „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი ისაუბრებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.

„ინსტრუმენტები, რომლებსაც გიორგი კინწურაშვილი მიმოიხილავს, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის პერიოდში მეტ მომხმარებელს გააცნოს საკუთარი პროდუქცია, გაზარდოს გაყიდვები და შექმნას უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება.

რაც მთავარია, დაინტერესებული ბიზნესები ღონისძიების განმავლობაში მიიღებენ დეტალურად ინსტრუქციას, თუ როგორ შექმნან შეთავაზება „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით, რომელიც ბიზნესს საქართველოს ბანკის 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან აკავშირებს, „მობილბანკის“, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლები უნდა ესტუმრონ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე