ნიკა გვარამია - მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ამით პროცესი არ იკეტება

მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“ - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამია, პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, პარტიები დღეიდან ერთიან კამპანიას დაიწყებენ.

„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის. დღევანდელი განაცხადის შემდეგ ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ. მინდა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ გაერთიანებაში არის და არ არის ერთიან საქმეში, ვუსურვო წარმატება. ეს ჩვენთვის ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთობა ემყარება პრინციპებს: საქართველოს დასავლური საზოგადოების წევრობა, არ თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და ოპოზიციური კოორდინაცია, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, როგორც „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, პარტიებს შორის მოლაპარაკებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც ხელმოწერაში სალომე ზურაბიშვილის ქარტიის და ასევე, ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის გამოიხატა, რომელიც საერთო მიზნებისთვის ბრძოლას ეხება და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, დასავლურ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში და ასევე, საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ, თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და ამ ტიპის გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში იცხოვრონ. მინდა ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მოლაპარაკებები ხანგრძლივი იყო, ასევე რთული. მანამდეც წინაპირობები უძღოდა ამას, არაც თუ ისე სასიამოვნო ზოგჯერ, თუმცა თანამოაზრეები ჩვენ ვიყავით ყოველთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება და ჩვენი წარსულიც და მომავალიც, ჩვენგან ითხოვს, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ“, - განაცხადა გვარამიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია