რომან გოცირიძე - თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს - მას სანქციები სანატრელი გაუხდება

თუ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს - მას სანქციები სანატრელი გაუხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, ცივილიზებული სამყაროსთვის "ქართული ოცნების" ხელისუფლება კეთროვანი, მოკვეთილი ხელისუფლებაა.

"სახელისუფლო გუნდი არის ბიძინა ივანიშვილის კლანი, რომელიც მთელს მსოფლიოს სძულს - ეს არის ადამიანთა ხროვა, რომელთაც მეგობარი არა ჰყავთ! ეძებენ მეგობარს! საქართველოს პრემიერ მინისტრი დადგა ტერორისტის გვერდით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში ააფეთქეს, ხოლო ცივილიზებული სამყაროდან არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრობს.

ამიტომ, რაც არ უნდა ილუღლუღოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, მას არც საქართველოს მოქალაქეები დაუჯერებენ და დასავლეთსაც ვერდიქტი აქვს გამოტანილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია