სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს

გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის მიერ ოქროს მედლის დაუფლებას.

„საქართველოს სამი ოქროს მედალი და მეტის მოლოდინში! გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს. საქართველოს ვულოცავ! მადლობა ჩვენ მედალოსნებს!“- წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ამ დროისთვის საქართველოს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოუპოვა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე