GM PHARMA  ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრი გახდა

GM PHARMA ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრი გახდა. საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაცია 2017 წელს დაარსდა. ამჟამად EBA საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს-პლატფორმა გახლავთ, რომელიც 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან (საბანკო-საფინანსო, დაზღვევა, ტურიზმი, სამართალი, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, წარმოება, სამედიცინო და ა.შ.), ასევე მცირე და საშუალო ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. ასოციაციის მთავარ მიზანს ევროპასა და საქართველოს შორის კავშირების, ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენს. ორგანიზაცია იცავს ასოციაციის წევრების ინტერესებს და მათზეა ორიენტირებული, ცდილობს მათი ბიზნესის დახმარებას პრობლემური, აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებითა და გადაჭრის გზების მოძიებით – აწყობს მრგვალ მაგიდებს, სამუშაო შეხვედრებს და სემინარებს, რეაქტიულად და პროაქტიულად ჩართულია ასოციაციის წევრების საქმიანობის სფეროში ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციებისა და საინვესტიციო პირობების გაუმჯობესებაში, ასევე უზრუნველყოფს ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას. გარდა ამისა, EBA ასოციაციის წევრებს, მათი საჭიროებებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: ბიზნეს-კონსულტაცია, მედიაცია, არბიტრაჟი და ა.შ.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია, სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი.

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: Gerteis, L.B. Bohle, IMA, Korsch, Fette, Uhlmann, Huttlin, Servolift, Erweka, Agilent, Waters, Stilmas, Milipore და სხვ.

კომპანიას აქვს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელი ყველა ნაციონალური თუ საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო), GMP PIC/S (საერთაშორისო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018.

კომპანია >140 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით. კომპანია გლობალურად ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

კომპანიაში წარმატებით ფუნქციონირებს კვლევისა და განვითარების (R&D) განყოფილება, სადაც მიმდინარეობს ახალ ჯენერიკულ პრეპარატებზე, სამკურნალო საშუალებების ახალ დოზირებულ ფორმებზე, ასევე ინოვაციურ კომბინაციებსა და პოლიპილებზე მუშაობა. კომპანიის R&D განყოფილებაში ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 16 ახალი პროდუქტი.

GM PHARMA ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში – ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება, მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა და ახალი ფარმაცევტული ბაზრების ათვისება, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოსა და GM PHARMA-ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.

EBA-ში გაწევრიანება, აღნიშნული ბიზნეს პლატფორმის მნიშვნელოვანი რესურსები, კონტაქტების ფართო ქსელი და მაღალი რეპუტაცია, დამატებითი შესაძლებლობაა GM PHARMA-ს სტრატეგიული გეგმების, მათ შორის კომპანიის საექსპორტო მიზნების განხორციელებისთვის – როგორიცაა გლობალურ ბაზრებზე შესვლა და ოპერირების დაწყება ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. EBA-ს წევრობა GM PHARMA-ს საშუალებას მისცემს, მეტი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფარმაცევტული, ჯანდაცვის სექტორისა და ზოგადად, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებაში, ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის გაძლიერებაში.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა