ბექა ოდიშარია - ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა აქედან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ - თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს “ნაციონალური მოძრაობა” იყო

ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა აქედან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ - თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ააცილა ის ბრალდებები ქართულ ჯარს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მემკვიდრეობით დატოვა”.

„თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოს და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა” და შეგახსენებთ ასევე, რომ ეს იყო ამ პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ამ განცხადებით გახსნა მისი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება “ქართული ოცნების” განცხადებას, ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰაიდი ტალიავინის დასკვნას და იმ ინტერვიუს, რომელშიც “რადიო თავისუფლებას” ცდა ჰქონდა, რომ გამოჰქომაგებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და რაიმე გამოეტყუებინა ამ გამოცდილი დიპლომატისთვის, რომელიც წაადგებოდა ამ წყალწაღებული, ხავსმოკიდებული ძალის გადარჩენას იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად ჩამოებანა ის უდიდესი დანაშაულებრივი სირცხვილი და ქმედება.

სწორედ, რომ ჩვენ ავაცილეთ ის ბრალდებები, რომლებიც დაგვიტოვა მემკვიდრეობად “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული ჯარის და სახელმწიფოს მიმართ. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მყარი ჯავშანი ჩვენმა ქვეყანამ და ჯარმა მოირგო ერთხელ და სამუდამოდ.

რაც შეეხება, აი ამ უბადრუკ ცდას პარტიების და მათი ტელევიზიების, ეს არის მხოლოდ თემის შემობრუნების [ცდა]. ვინც არ უნდა განაცხადოს, “ქართული ოცნება” არ ადანაშაულებს საქართველოს, არც მის ჯარს. ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა იქიდან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ აი ამ სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ოდიშარიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს