ჯაბა სამუშიამ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის XVI საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

თსუ-ს ცნობით, ქართველი და უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, 5 დღის განმავლობაში წაიკითხავენ მოხსენებებს ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის შესახებ და იმსჯელებენ ენათა კვლევის თანამედროვე ტენდენციებზე.

მათივე ინფორმაციით, ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერენცია (ICHoLS) 1978 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აერთიანებს მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიაზე. საერთაშორისო ფორუმი პირველად იმართება საქართველოში.

ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დარეჯან თვალთვაძე, კონფერენციის მონაწილეები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, საერთაშორისო ფორუმი მნიშვნელოვანი მოვლენაა ენების შემსწავლელი მეცნიერების ისტორიებზე მომუშავე მკვლევრებისთვის.

მისი თქმით, ენათმეცნიერებას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს უნივერსიტეტში. სწორედ თსუ-ში დაიბეჭდა კავკასიაში პირველი სახელმძღვანელო - ენათმეცნიერების შესავალი. ქართველ ენათმეცნიერთა საზოგადოება დაარსდა, ასევე, კავკასიოლოგიის კათედრა და ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

„მიხარია, რომ მილანის შემდეგ, საქართველო, სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობს ამ საერთაშორისო კონფერენციას. მინდა, ეს საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ენობრივი პრობლემები“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, დარეჯან თვალთვაძის თქმით, ენის შემსწავლელი მეცნიერების ისტორია სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და სწრაფად ვითარდება. ამას მოწმობს ახალგაზრდა მეცნიერთა რიცხვის ზრდა, რომლებიც დაინტერესებული არიან ენის სხვადასხვა კუთხით შესწავლის ისტორიით. ამ ინტერესის ზრდის მაჩვენებელია საუნივერსიტეტო კურიკულუმებში სასწავლო კურსებისა და სემინარების შეტანა, რომლებიც ლინგვისტიკის ისტორიის საკითხებს მოიცავს.

„კონფერენცია გამოირჩევა თემების მრავალფეროვნებით. სესიებზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული მასალა, მოხსენებები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს თვალსაჩინო გავხადოთ როგორც ქართული ლინგვისტიკის ისტორია, ისე საქართველოში ქართველურ ენათა კვლევის ტენდენციები და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები“, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

როგორც კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, თსუ პროფესორმა, თინათინ ბოლქვაძემ აღნიშნა, კონფერენცია არის საუკეთესო პლატფორმა ენის შემსწავლელი მეცნიერების სფეროში სიახლეების გაცნობის, ახალი კვლევების წარდგენის, გამოცდილების გაზიარების, სამომავლო პერსპექტივების დასახვის და ახლი აკადემიური კონტაქტების დამყარებისთვის.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე