შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, უნდათ, რომ მათი რჩეულები იყვნენ, მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ

ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, უნდათ, რომ მათი რჩეულები იყვნენ, მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონგრესში დაგეგმილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებულია ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ეს ზნეობრივად არასწორი საქციელია.

„ზედმეტია რაიმე კომენტარის გაკეთება. მარტივ რაიმეზე მივაპყრობდი ამერიკელი კოლეგების ყურადღებას. წარმოიდგინონ, რომ ამერიკის მოქალაქე ჩადიოდეს სხვა ქვეყანაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტში მოდიოდეს და ამერიკის წინააღმდეგ აძლევდეს ჩვენება.

როდესაც ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებულია ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ეს ზნეობრივად არასწორი საქციელია. რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და მისი ხელმძღვანელის ქცევას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ისინი საზღვარგარეთ ატარებენ, რათა ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, მათ რჩეულები უნდა იყვნენ, მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ. კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან ჰელსინკის კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰელსინკის კომისია ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდეს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, არამედ თუ სურთ, რომ დამაჯერებლები იყვნენ, უნდა გამოიძიონ რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში.

„ყველა აკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში დღე არ გადის, რომ რაღაც განცხადებები არ კეთდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით. კითხვებს ბადებს, რამდენად ჯანსაღია ეს ინტერესი წინასაარჩევნო პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას და კონგრესს, ვხედავთ, რომ რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების, თუ ყურადღების ობიექტი მაშინ, როდესაც არის საკითხები, რომელიც ტვირთად აწევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს ეხება 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის ყალბი შედგების გავრცელებას „ისფედის“ მიერაც. როდესაც ჰელსინკის კომისიაზე ვსაუბრობთ, ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდეს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, არამედ, თუ უნდათ, დამაჯერებლები იყვნენ, პირველ რიგში უნდა გამოიძიონ რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში. 4 წლის თავზეც, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არაერთხელ დამიყენებია დახურულ კარს მიღმა, დამაჯერებელი პასუხი არ არის. თუ უნდა ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის თვალში მის სიტყვას დამაჯერებლობა ჰქონდეს, უნდა დაიწყონ კონგრესში გამოძიება, რა როლი ჰქონდა შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პროცესში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია