საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, 26 ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე სულ ნაკლები დრო რჩება. და რადგან ასეა და საარჩევნო კამპანია მალე ფინიშის ზღვარზე გავა, საუბარი არჩევნებთან დაკავშირებული თემით უნდა დავიწყოთ. როგორ მიმდინარეობს 2024 წლის საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია? ზოგადად, რა ვითარება გვაქვს წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკაში და წლევანდელი არჩევნები წინა არჩევნებისგან რით განსხვავდება?
- გააჩნია, რა რაკურსით შევხედავთ შექმნილ ვითარებას, დამოუკიდებლობის სამ ათეულ წელზე ცოტა მეტის პრიზმაში, თუ ჩვენი საუკუნოვანი ეროვნული მისწრაფებების კონტექსტში.
ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ვცდილობთ, - ეს უკვე დიდი მიღწევაა. გიორგი ბრწყინვალის დროინდელი საქართველოს შემდეგ, ასეთი ერთიანი და მყარი სახელმწიფოებრივი არსებობა ჩვენ არ გვღირსებია და მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი საქართველო, ნამონღოლარი და იავარქმნილი, უფრო ვრცელი და დიდი ტერიტორიების მომცველი იყო, შემდეგ ჩვენს ქვეყანას დიდხანს ჰქონდა სანატრელი ერთიანობა, მშვიდობა და სტაბილურობა.
ასე, შორიდანაც უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება, სხვა შემთხვევაში მოვლენათა განვითარების ლოგიკა ქრება და ტერიტორიის ოკუპირებული 22%-ის, ბოლო ათწლეულების ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან გართულებული და დაძაბული ურთიერთობების, ახალი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ძიების გათვალისწინებით, საარჩევნოდ ძნელია შეინარჩუნო ოპტიმიზმი.
ეს არჩევნები იმითაცაა განსაკუთრებული, რომ არც კოჰაბიტაციის მოწოდებები ისმის და არც პოლარიზაციას გვაყვედრიან და გვიკიჟინებენ დასავლეთიდან. საქართველოს ხელისუფლების მიერ წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია, სათქმელი ნათქვამია და მოვლენები მყარი ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდება.
ეს არჩევნები იმითაცაა განსაკუთრებული, რომ არც კოჰაბიტაციის მოწოდებები ისმის და არც პოლარიზაციას გვაყვედრიან და გვიკიჟინებენ დასავლეთიდან. საქართველოს ხელისუფლების მიერ წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია, სათქმელი ნათქვამია და მოვლენები მყარი ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდება
ამ კონტექსტშია მოსააზრებელი არჩევნებიც.
ეს ყველაფერი კი წინა არჩევნების დროს, საპარლამენტო იქნებოდა ეს თუ საპრეზიდენტო, ასე არ იყო.
დღეს უკვე ხელისუფლება და ოპოზიცია საკმაოდ ჭრელი, მაგრამ არსებითად ერთიანი, გახსნილიკარტებით თამაშობენ.
საარჩევნო მარათონის ლიდერი მმართველი ძალა - „ქართული ოცნებაა“, ის იგებს, მას სამჯერ მეტი პოტენციური მხარდამჭერი ჰყავს მინიმუმ, ვიდრე მთავარ ოპონენტს - „ნაციონალურ მოძრაობას“ და სავარაუდოდ „ოცნებას“ იმდენი პროცენტი დაუფიქსირდება, რამდენიც სურს. საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს. მთელი ოპოზიციური სპექტრი კი ჯამში უფრო მეტი ხმის მიღებას ვარაუდობს, კოალიციურ მთავრობაზე ოცნებობს და არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ემზადება. ხელისუფლებას, რომელსაც ამ მომენტისთვის, ჩემი ვარაუდით, ამომრჩევლის 40-45%-ის მობილიზება შეუძლია, ასეთი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილებს. არც ისაა გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გაიფორმოს, რაიმე ჯადოქრობით მოხდება ეს თუ სათანადო ხმების მიმხრობას მოახერხებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული.
თუ ვინმე ჩემს ამ პასუხში წინააღმდეგობებს აღმოაჩენს, ნუ გაუკვირდება. ასეთი არაორდინალური და წინააღმდეგობრივია შექმნილი ვითარება, რომელსაც ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის და ოპოზიციის, ჩვენი დასავლელი, ჩრდილოელი, სამხრეთელი და აღმოსავლელი პოლიტიკური პარტნიორების წინააღმდეგობრივი ნება განაპირობებს.
თვე ნახევარი ცოტა დროა, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ სიტუაციის რადიკალური ცვლილება ან ამოყირავება შეუძლებელი იყოს. ოპოზიციის კოალიციურ მთავრობაზე ოცნება უფრო ზღაპარს ჰგავს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ერთადერთი შანსი მათთვის ისევ ქუჩა, პროტესტი და ამბოხია, რის რესურსსაც მათ მხარდამჭერებში ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობის უმეტესობა პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური კურსის თავგამოდებული მომხრეა, ოპოზიცია ამ მიმართულების იდეის, პრაქტიკის და პერსპექტივის მონოპოლიზებას ვერ ახერხებს. მაშინ, როცა ხელისუფლებას ისევ ევროკავშირისკენ თანმიმდევრული და მტკიცე კურსი აქვს დეკლარირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობის უმეტესობა პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური კურსის თავგამოდებული მომხრეა, ოპოზიცია ამ მიმართულების იდეის, პრაქტიკის და პერსპექტივის მონოპოლიზებას ვერ ახერხებს. მაშინ, როცა ხელისუფლებას ისევ ევროკავშირისკენ თანმიმდევრული და მტკიცე კურსი აქვს დეკლარირებული
სხვა ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: ხდება არა პროგრამების, ხედვების, თვალსაზრისების შეჯერება და ამის საფუძველზე არჩევანის გაკეთება ინფორმირებული ამომრჩევლის მიერ, არამედ პროპაგანდისტული ნარატივების ჯახი და თავსმოხვევა საზოგადოებისთვის. როცა მედია, სოციალურის ჩათვლის, ორი მტრული ბანაკის მიერ არის მონოპოლიზებული და არათუ დებატებს ვერ წააწყდებით ვერსად, განსხვავებული აზრიც კი გამქრალია პრო სახელისუფლო და ოპოზიციური მედიიდან, განსაკუთრებით ეს ეხება ტელემედიას.
აი ესაა, რაც შეიძლება ამ არჩევნებზე ითქვას. აი ესაა, ქართული დემოკრატიის დღევანდელი ავან-ჩავანი და ყველაფერ ამას, ზოგი დასავლური დემოკრატიის პრიზმაში უყურებს, ზოგიც რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და თურქული დემოკრატიების რაკურსის მოშველიებით. იმედია, რეალურად, ეს ყველაფერი ლეგიტიმური არჩევნების წინაპირობად გამოდგება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.
- საქართველომ დამოუკიდებლობა 33 წლის წინ გამოაცხადა და მას შემდეგ ქვეყანა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ჩვენი ახალი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებს ცხოვრებას. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ამ 33 წლის განმავლობაში ბევრი არჩევნები ჩატარებულა, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, არც ერთის ჩატარებისას, არჩევანის თვალსაზრისით, ასე არ მდგარა საკითხი - დასავლეთი თუ რუსეთი.
არადა, ახლა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ვხედავთ, რომ ყველაზე ხშირად გვესმის რომ ამომრჩეველს აქვს ასეთი არჩევანი - დასავლეთი თუ რუსეთი.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი „ქართული ოცნების“ უმთავრეს სააგიტაციო ბანერზე წერია - „მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით, ევროკავშირისკენ“. არადა, ევროპამ კარგა ხანია გვითხრა, რომ ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი არ გაუქმდება, ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება. მეტიც, ბრიუსელი თბილისისაგან იმ 9 პუნქტის შესრულებას მოითხოვს, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა ისეთი ანტიდასავლური და ანტიამერიკულია, რომ ასეთი ქართულ რეალობაში გახსენებაც ძნელია. ბევრი ამბობს, რომ ამ ტიპის განცხადებებით ივანიშვილი რუსეთს ამშვიდებს.
შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ, მე კითხვას ასე დავსვამ - რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება სახელისუფლებო გუნდის ევროპული მისწრაფებები? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, საით მიჰყავს ქვეყანა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“?
- ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს ევროპისკენ, მას ევროპისკენ სვლა ასე ესმის - კონსერვატიული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა, მაქსიმალური ნეიტრალიტეტი საგარეო პოლიტიკაში და ეკონომიკის განვითარებაზე კონცენტრაცია. და განა სხვაგვარად ესმით საერთო ევროპული სახლის წევრობა ორბანს და ფიცოს, უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერებს, ან პოლონეთის ყოფილ ლიდერს კაჩინსკის და სხვა წამყვან პოლონელ პოლიტიკოსებს ტუსკის ჩათვლით.
ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს ევროპისკენ, მას ევროპისკენ სვლა ასე ესმის - კონსერვატიული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა, მაქსიმალური ნეიტრალიტეტი საგარეო პოლიტიკაში და ეკონომიკის განვითარებაზე კონცენტრაცია
ევროკავშირის წევრობა ერთ აზრიანობას არ უნდა ეფუძნებოდეს. თუ დიდმა ბრიტანეთმა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის წევრობა მისთვის და ბრიტანეთის ინტერესებისთვის ხელსაყრელი არ იყო, რასაც „ბრექსიტი“ მოჰყვა, ანუ ევროკავშირიდან გასვლა, რატომ არ შეიძლება ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ევროპული მმართველი პოლიტიკური კლასისთვის ურყევ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული, სხვა ხედვა სხვა მიდგომა ჰქონდეთ. ივანიშვილს და „ოცნებას“, ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ მათი მიდგომების და ხედვების ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა უარყოფა არ იქნება არაფერი სასიკეთოს მომასწავებელი. ბევრი რამ, რა უბედურებაც გვჭირს, ოპოზიციის სისუსტის შედეგია, მათი მთავარი აქტორების ლაბილური ხედვების, ყველაფრის განქიქება-გაბიაბრუების საკმაოდ უღიმღამო მცდელობებით.
როგორც კი „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ რუსული კანონი დაარქვეს, იქვე ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებმა ძალა დაკარგა. ასეთი პრიმიტიული ზედდება და მოწინააღმდეგის თუ მიუღებელი მოვლენის მარგინალიზება საინფორმაციო კამპანიებით, არ ესადაგება ქართულ ხასიათს, რასაც ჩვენი ოპოზიცია არ ითვალისწინებს.
როგორც კი „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ რუსული კანონი დაარქვეს, იქვე ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებმა ძალა დაკარგა. ასეთი პრიმიტიული ზედდება და მოწინააღმდეგის თუ მიუღებელი მოვლენის მარგინალიზება საინფორმაციო კამპანიებით, არ ესადაგება ქართულ ხასიათს, რასაც ჩვენი ოპოზიცია არ ითვალისწინებს
აი, თუნდაც ავიღოთ ახალი პოლიტიკური ძალა „ლელო“ - ყველაფერს სწორად აკეთებენ, თანმიმდევრული და ევროპული, დახვეწილი კამპანია აქვთ, მაგრამ ამომრჩევლის გულამდე და ცნობიერებამდე ვერ მიდიან, შესაბამისად სათანადო მხარდაჭერაც არ აქვთ.
საუბარი აღარ მაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისგან წარმოშობილ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე - ის ყბადაღებული ცხრა წელი ხომ კრიტიკულად დღემდე არ აქვთ შეფასებული, ხოლო საკვანძო ფიგურები ისევ ის პოლიტიკოსები არიან, ვინც იმ „ცხრა წლის“ შეცდომების ავტორი თუ არა თანამონაწილეა. მაგრამ აღლუმი ამ ოპოზიციაში ისევ მათ მიჰყავთ და შესაბამისად, მომხრეებსაც ვერ იმატებენ. მთავარ კითხვაზე კი პასუხი გასაცემია - რა გამოდის, თუ დასავლეთმა მისი დასაყრდენი ფენა საქართველოში წარმოდგენილი არასამთავრობოების სახით არ დააფინანსა, პროდასავლური ძალები ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ? მაშინ არ ყოფილა ეს ქვეყანა მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. რატომ არის მათთან მოთანამშრომლე პოლიტიკოსების თუ არასამთავრობოების წრე უაღრესად ჩაკეტილი და დახშული?
ახლახან თბილისში იმყოფებოდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები და იმ თავყრილობის შესახებ სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ მათი დასაყრდენი ამ ქვეყანაში ისევ ის ერთი მცირე ჯგუფია. და რომ გააფართოონ თავიანთი მოკავშირეების არეალი, არაა?
ახლახანს თბილისში იმყოფებოდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები და იმ თავყრილობის შესახებ სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ მათი დასაყრდენი ამ ქვეყანაში ისევ ის ერთი მცირე ჯგუფია. და რომ გააფართოონ თავიანთი მოკავშირეების არეალი, არაა?
ბატონ კრემერის და სხვათა მიერ ორგანიზებულ თავყრილობაზე, ვიდეო ინფორმაციებიდან გამომდინარე, სერიოზულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ იქ ვერ შევამჩნიე ზაზა ფირალიშვილი, რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი, სანდრო თვალჭრელიძე, ლევან ლორთქიფანიძე, ვახტანგ ძაბირაძე და ბევრი სხვა, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებათმცოდნე პროფესურა. რატომ? ამ ყველაფრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ინდოეთისკენ და ავსტრალიისკენ რომ მიატრიალოს და თქვას, ევროპისკენ მივდივართო, დაუჯერებენ და ეს არავის უნდა გაუკვირდეს.
- მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი მიიღო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს თავისუფლების მოედანზე აშკარად ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებზე კრიტიკული განცხადებები ბრიუსელში, ვაშინგტონში საკმაო ბევრი გაკეთდა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებულ არა ერთ პრობლემაზეც ხშირად გვესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არა მარტო შენიშვნები, არამედ საკმაოდ კრიტიკა.
ამ თემაზე აშშ-ს კონგრესშიც, უკვე მეორედ გაკეთდა საკმაოდ კრიტიკული შეფასებები. ამას წინათ, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ “Financial Tims”-მა საქართველოზე დაწერა - „დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს - თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსკენ დრეიფობს“. თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ „თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსკენ დრეიფობს“? თუ რეალურად ისეა, როგორც ბრიტანული “Financial Tims”-ი შენიშნავს, ამას თავად ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რატომ არ ამბობს და ამომრჩეველს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება?
- კარგი იქნებოდა, საქართველოს პრობლემები ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ის, რაც ჩვენ ანტიდასავლურად გვეჩვენება, მხოლოდ ზედაპირია, რომლის მიღმაც ქვეყნის უახლესი წარსულის მინიმუმ 20 წლიანი პერიპეტიებია. რუსეთში ნაშოვნი ფული, ქონება და აქტივები ივანიშვილმა დიდწილად დასავლურ სივრცეში გადაიტანა, რაც მისი ჟესტი იყო დასავლეთისადმი, მაგრამ გარკვეული ვალდებულებები, ბუნებრივია, იმ ქვეყანასთანაც დარჩა, სადაც მან თავისი დიდი კაპიტალი მოიპოვა. შესაბამისად, დაიწყო გაუგებრობები, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, იყო რთული გზა, კოჰაბიტაციიდან გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ამბოხებული ქართველი ლიდერის სტატუსამდე.
ივანიშვილი რეალისტია და იცის, რას ნიშნავს დაპირისპირება სულ ახლახან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის ყბადაღებული შუშის ჯავშანიც, რომლითაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, სულაც არ არის სიმბოლური დატვირთვის მატარებელი.
ივანიშვილი რეალისტია და იცის, რას ნიშნავს დაპირისპირება სულ ახლახან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის ყბადაღებული შუშის ჯავშანიც, რომლითაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, სულაც არ არის სიმბოლური დატვირთვის მატარებელი
მე არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას. მისი პოზიცია უდაოდ პატივისცემას იმსახურებს და ამ ადამიანის პრინციპულობის, პიროვნული სიმამაცის გამომხატველია, მაგრამ რამდენად არის მისი ხისტი რიტორიკა ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის სახარბიელო? ეს საკითხავი მართლაც არის. საქართველოში კრიზისია მოსალოდნელიო, თქვენს კითხვაში ბრძანეთ, - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგით დამთავრდება საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში, რამდენად დალაგდება იქ სიტუაცია. მანამდე, განსაკუთრებულ ექსცესებს, ან ცვლილებებს, არც საქართველოში და არც რეგიონში, არ უნდა ველოდეთ.
საერთოდ, ბოლო პერიოდში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შტატები გადიოდა რეგიონიდან, - სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ. რუსეთს მყარი ალიანსი ჰქონდა სომხეთთან, ხოლო აზერბაიჯანი პრინციპის - ერთი ერი - ორი სახელმწიფო - ფარგლებში, თურქეთთან ალიანსს აძლიერებდა.
მაგრამ, სომხეთი ევროპისკენ და სომხური დიასპორის გავლენიანი ცენტრებისკენ გადაიხარა, რასაც რუსეთის მხრიდან მყისიერი და მძიმე რეაქცია მოჰყვა ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებით და ყველაფერი უკვე თავიდან იწყება. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის საქართველოსთან ურთიერთობების შინაარსი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს. შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ბიძინა ივანიშვილი? - ვნახოთ.
ბევრი რამაა მთავარი და ისიც კარგადაა გასააზრებელი, რა ხდება, როცა ამა თუ იმ ქვეყნიდან, ან რეგიონიდან შეერთებული შტატები გადის. შესაბამისად, ამ რეგიონის ქვეყნებმაც წინდახედული პოლიტიკა უნდა გაატარონ. მეტად გაუწიონ ანგარიში დიდი მოთამაშეების ზრახვებს და მისწრაფებებს.
ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო, მართალია, არც ლიბიაა და არც ერაყი, მაგრამ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული კვანძის ნაწილია. ჩვენ არც ავღანეთი ვართ, სადაც ამერიკელებმა 20 წლის განმავლობაში 2 ტრილიონი დახარჯეს და საიდანაც ბოლოს, ერთი შეხედვით, ანგარიშმიუცემლად წამოვიდნენ, მაგრამ არა ხელმოცარულები, როგორც მავანს შეიძლება ეგონოს, რადგან მათ თალიბებთან ორი მათთვის ყველაზე საინტერესო საკითხზე, სავარაუდოდ შედეგიანი, კონსულტაციები გამართეს.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო, მართალია, არც ლიბიაა და არც ერაყი, მაგრამ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული კვანძის ნაწილია
ესაა ნარკოტრეფიკი და ფერადი ლითონების უზარმაზარი ბუდობების მომავალი, სადაც ჩინელების გავლენის გაძლიერება ამერიკელებს პრინციპულად არ უნდათ... რაც შეეხება ნეიტრალიტეტსა და რუსული გავლენისკენ საქართველოს დრეიფს, ვფიქრობ, ყველაფერი პირობითია. ნეიტრალიტეტი, ყველა კონკრეტულ მაგალითზე, იმდენი თავისებურების შემცველია, რომ საქართველოს შემთხვევაში მისი რეალური შინაარსით დატვირთვა, წარმოუდგენელი იქნება.
ხოლო, რუსული გავლენა სამწუხაროდ და სავალალოდ, თუ მავანთათვის სასიხარულოდ, ამ ქვეყანაში, ბოლო 20 წლის განმავლობაშიც დომინირებდა. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასე ვთქვათ, პროდასავლური ძალები რუსული გავლენის ორბიტიდან შორს იყვნენ, ცდება.
ისევჩვენდასავალალოდ, პროცესებზერუსეთისერიოზულგავლენასახდენდადაახდენს. ამისსაპირისპიროდკიდასავლეთმავერაფერიგვისაშველა - ტერიტორიულიმთლიანობადღემდედარღვეულია, ჩვენიეკონომიკისმდგომარეობაც, ზრდისმიუხედავად, მყიფეა, ქვეყნისდეპოპულაციაკიისევგრძელდება. ასერომ, რუსულიგავლენაფაქტორიიყოდაფაქტორადრჩება.
- საარჩევნო კამპანიაზე ვსაუბრობთ და ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე.
ხელისუფლების ოპონენტები მრავლად მონაწილეობენ 2024 წლის არჩევნებში. მათ შორის ისეთი ტიპის ოპოზიციაც, რომლის ელექტორატი, ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ ელექტორატიცაა. ყოველ შემთხვევაში, მმართველმა ძალამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ამომრჩეველიც მისი ელექტორალურ ბაზაში აღმოჩენილიყო.
რადგან ასეა, როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე მოგვიწევს საუბარი, რომლებიც ხელისუფლებასთან ღიად არიან დაპირისპირებული. მხედველობაში მაქვს, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გვარამია-მელია-ხოშტარია- „გირჩი“ მეტი თავისუფლება და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“. პოლიტიკურ ველზე რომ ყველა აქტიურობს, ვხედავთ.
მათი ამომრჩეველი რომ ძირითადად პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველია, ფაქტია. თქვენ როგორ შეაფასებდით, ამ პოლიტიკური ჯგუფების წინასაარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიას?
- ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია სუსტი და ხშირ შემთხვევაში, უმისამართოა. მხოლოდ, როგორც აღვნიშნე, „ლელოს“ კამპანიაა მეტ-ნაკლებად საინტერესო, მაგრამ უპირატესად აბსტრაჰირებული და არ არის ორიენტირებული კონკრეტულ ამომრჩეველზე.
ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია სუსტი და ხშირ შემთხვევაში, უმისამართოა. „ლელოს“ კამპანიაა მეტ-ნაკლებად საინტერესო, მაგრამ უპირატესად აბსტრაჰირებული და არ არის ორიენტირებული კონკრეტულ ამომრჩეველზე
გიორგი გახარიამ, პოლიტიკური კაპიტალი რაც ჰქონდა, გაფლანგა. „ნაცმოძრაობის“ სტაგნაცია ისევ გრძელდება. ყველა მათგანს ეტყობა, რომ აქვს ფინანსური პრობლემები, გარდა „ლელოსი“. თუმცა არჩევნების მომავალსაც და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შინაარსსაც ელექტორატის ის ნაწილი განსაზღვრავს, რომელსაც არც „ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ლელო“...
როდესაც ეს აქტორები ერთმანეთს დაასუსტებენ, ან გაანადგურებენ, არენაზე, სავარაუდოდ, ვფიქრობ, სულ სხვა ძალა გამოვა. სწორედ ამ კრიტიკულად განწყობილი და სადღეისოდ მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი.
გიორგი გახარიამ, პოლიტიკური კაპიტალი რაც ჰქონდა, გაფლანგა. „ნაცმოძრაობის“ სტაგნაცია ისევ გრძელდება. ყველა მათგანს ეტყობა, რომ აქვს ფინანსური პრობლემები, გარდა „ლელოსი“. თუმცა არჩევნების მომავალსაც და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შინაარსსაც ელექტორატის ის ნაწილი განსაზღვრავს, რომელსაც არც „ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ლელო“...
მანამდე კი ყველაზე მეტი პერსპექტივა „ალტ ინფოს“ აქვს, რომელიც რეგისტრაციაში არ გაატარეს და იძულებული გახდა „პატრიოტთა ალიანსს“ შეერთებოდა. თუმცა, იქაც მაინც და მაინც არ ჩანან. მათ არ აქვთ სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა და წვდომა საინფორმაციო საშუალებებზე. ივანიშვილმა ისინი „გაწია“ არენიდან. არადა, სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს ერთწლიანი კამპანიის პირობებში, 10-12 %-იანი ელექტორალური ძალაა.
შეგახსენებთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებას ახლახან აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონებში არჩევნებში და მარი ლე პენის „ნაციონალური ფრონტის“ ლამის გამარჯვებას საფრანგეთში, რასაც მხოლოდ მემარცხენე რადიკალებმა შეუშალეს ხელი (მელანშონი და კომპანია).
თუმცა, გერმანიას და საფრანგეთს, დიდ ქვეყნებს დიდი დემოკრატიული ტრადიციებით, აქვთ მექანიზმები თავიანთი პოლიტიკური სისტემების დასაბალანსებლად და მდგრადობის შესანარჩუნებლად, რაც საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებში დიდი ფუფუნებაა.
- მათი წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია, მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ, არჩევნებზე მათ შანსებია მთავარი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ დღეისათვის 60%-მდე აქვთ მხარდაჭერა. თუმცა, თუ მათ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, გაუგებარია რა იყო იმის მიზეზი, რომ ამჯერად მოხდა ის, რაც 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა.
მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ 20-ში პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელება. აღარაფერ ვამბობ, ოლიმპიურ ჩემპიონებზე. თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“?
რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის პირველ ნომრად ივანიშვილის ხილვა? და რა შანსები აქვს მთელ პროდასავლურ სპექტრს?
- ბუნებრივია, მე და თქვენ არ შევუდგებით ბნელ ოთახში შავი კატის ჭერის ძველთუძველი მისტერიის გათამაშებას. თუმცა, კატა აშკარად იქ არის. ჩვენ მხოლოდ პიროვნული და პროფესიული დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რამეთუ სოციოლოგია, როგორც გამოყენებითი მეცნიერება და ბიზნესსაქმიანობა, საქართველოში მოკვდა.
ქვეყანაშია რ არსებობს ავტორიტეტული 2-3 კომპანია, რომელთა მიმართ იქნებოდა ნდობა და შესაბამისი მეთოდიკების გამოყენებით, დასაშვები ცდომილების ფარგლებში, ჩვენ გავიგებდით ხალხის განწყობებს, როგორც ეს ცივილიზებული დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში ხდება.
სკეფსისს კვლევების შედეგების მიმართ NDI -ს და IRI -ის კვლევებმაც შეუწყო ხელი, რასაც ქართული კომპანიების ხშირად იმპრესიონისტული შედეგების გამოქვეყნებაც ახლდა თან.
შესაძლოა, ვიღაც, სადღაც რეალურ შედეგებსაც იგებდა და ფლობდა, მაგრამ საზოგადოებას აშკარად სათანადოდ კორექტირებული, ვიღაცისთვის სასურველი მონაცემები მიეწოდებოდა და ამას დასავლური ფონდები და ამდაგვარი სტრუქტურების დამფინანსებლები ვერ ამჩნევდნენ და დღემდე ვერ ამჩნევენ. როგორც აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა თავიდან მეტი იყო და სადღეისოდ, ჩემი თვალთახედვით 40-45 %-ის ფარგლებში მერყეობს, რაც გარკვეული მიმართულებით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, მიუხედავად დარჩენილი მცირე დროისა, შესაძლოა 55-60%-მდეც კი გაიზარდოს. არც 5-10%-ით დღევანდელი მხარდაჭერის შემცირებას გამოვრიცხავ.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა თავიდან მეტი იყო და სადღეისოდ, ჩემი თვალთახედვით 40-45 %-ის ფარგლებში მერყეობს, რაც გარკვეული მიმართულებით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, მიუხედავად დარჩენილი მცირე დროისა, შესაძლოა 55-60%-მდეც კი გაიზარდოს. არც 5-10%-ით დღევანდელი მხარდაჭერის შემცირებას გამოვრიცხავ
დანარჩენი პარტიებიდან ბარიერს გადალახავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეის მდგომარეობით 10-15%-ის მიერ მხარდაჭერილი, რაც ძირითადად, მიხეილ სააკაშვილისადმი ამ ელექტორატის პირადი სიმპათიიდან გამომდინარეობს. დანარჩენებს ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ, თუმცა „ლელო“, „ახალი“, „გახარია“ და „გირჩი“ ასევე მოიაზრებიან ბარიერის გადამლახავთა შორის.
„პატრიოტთა ალიანსსაც“ უნდა გაეწიოს ანგარიში. თუ ძველი გულშემატკივრების მობილიზაციას მოახერხებენ, შეიძლება ბარიერიც გადალახონ. რაც შეეხება „ოცნების“ სიის სათავეში ივანიშვილის გამოჩენას, „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ ამბოხებული ქართველი მილიარდერი და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბუნებრივია, საჭიროებს მაქსიმალურ ლეგიტიმაციას და ჩემი აზრით, თუ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, იგი შეიძლება პრეზიდენტის თანამდებობაზეც ვიხილოთ.
- მმართველი გუნდის შანსებზე გასაგებია, რას იტყოდით, ოპოზიციური სპექტრის შანსებზე მოახლოებულ არჩევნებზე?
- ოპოზიციურ სპექტრს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არც ცალ-ცალკე და არც ერთად, გამარჯვების შანსი არ აქვს. საარჩევნო კამპანიის ხასიათი გამორიცხავს მათ მიერ ღირებული შედეგის დადებას.
ერთადერთი, რაზეც უნდა ემუშავათ და სათანადოდ ვერ შეძლეს, ესაა საპროტესტო მუხტის გაძლიერება საზოგადოებაში და შესაბამისი პროცესის დაორგანიზება და მართვა. თუმცა, ჯერ-ჯერობით, მე სათანადო მუხტს, ოპოზიციის მხარდამჭერებში, ვერ ვხედავ.
- გასაგებია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა და როგორც წესი, პოლიტიკური ტემპერატურაც მატულობს. ასეთი რამ ჩვენი 33 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებზე ბევრი გვინახავს. მაგრამ, წლევანდელი იმითაც განსხვავდება წინა არჩევნებისაგან, რომ არ გვახსენდება არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკურ ძალას ეთქვას, თუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მათთან არ ვითანამშრომლებთო.
თუმცა, არც ის გვახსენდება, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს. მხედველობაში მაქვს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილე იმ ძალებსაც აუკრძალავენ საქმიანობას, ვისი წარმომადგენლები პარლამენტში მოხვდებიან. აღარაფერს ვამბობ დაპირებაზე „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ამ ლოზუნგითა და დაპირებით იღებს მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში. ამგვარი რიტორიკით ერთი მხრივ მმართველი ძალის, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიების პოზიციებმა რა პრობლემები შეიძლება შექმნას?
- უკვე აღვნიშნე, თქვენს ერთ-ერთ წინა კითხვის პასუხში, რომ ჩვენს თვალწინ ყალიბდება ახალი ფენომენი - „ქართული დემოკრატია“. ბოლო 35 -40 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ქართული დემოკრატიის დრეიფი ოხლოკრატიიდან ავტორიტარიზმამდე. არ გამოვრიცხავ კიდევ ბევრი რამ ვნახოთ საინტერესო უახლოეს პერიოდში.
ბოლო 35 -40 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ქართული დემოკრატიის დრეიფი ოხლოკრატიიდან ავტორიტარიზმამდე. არ გამოვრიცხავ კიდევ ბევრი რამ ვნახოთ საინტერესო უახლოეს პერიოდში
არ ვეთანხმები პარტიების გასამართლება-აკრძალვის ჩანაფიქრს, რადგან რაღაც მოჰყვება ამ ჩანაფიქრს ტოტალიტარიზმის, არადა, საქართველოში, თუ იგი დიდი იმპერიის ნაწილი არ არის, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო, ხელისუფლების ტოტალიტარულ ბუნებას ქართველი ხალხი არ მიიღებს. უფრო საყურადღებოა ოპოზიციის განცხადებები ხელისუფლებასთან თანამშრომლობისგან გამიჯვნის შესახებ და აქ მე შორეული ვენესუელა მახსენდება.
სადაც იყო ჩავესი და არის მადურო და იყო და არის დასავლეთის და მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ აღიარებული და მხარდაჭერილი ვენესუელის სხვა მთავრობა. რაღაც ამდაგვარის სიო ხანდახან ჩვენს რეალობაშიც დაქრის ამ ბოლო დროს.
- ამას წინათ, პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ“. ამის მსგავს კი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერაფერს ვხედავთ.
ამის მიზეზიც ცხადად ჩანს, - ხელისუფლება ღიად ამბობს, ოპოზიციურ სპექტრს გავანადგურებო, ოპოზიციის პასუხმაც არ დააყოვნა და ახლა დაიწყეს იმაზე ხელმოწერების შეგროვება, რომ ბარიერის გადალახვის შემდეგ, პარტიები არ დაეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტებაში.
მოკლედ, ისეთი ვითარებაა, როცა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს ის უნდა ადარდებდეთ, რა იქნება არა მხოლოდ 26 ოქტომბერს, არამედ, რა იქნება და რა პროცესი შეიძლება დაიწყოს 27 ოქტომბრის შემდეგ.
ხელისუფლებისთვის პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია „რადიკალური ოპოზიციაა“, მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის ამომრჩევლებიც ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.
რატომ ამბობს უარს „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან დიალოგსა და დებატებზე?
- რა თქმა უნდა, თვალსაზრისების შეჯერება, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში, აუცილებელია. მაგრამ აქ, მოდით ვიყოთ ობიექტურები, - მხოლოდ „ოცნება“ არაა დამნაშავე.
საზოგადოებისგან არ არის მოთხოვნა ასეთი დებატების, დისკუსიების გამართვის მიმართ. ეტყობა, ჯერ კიდევ მოგვყვება ძველი ინერცია, სადაც ყური მიეჩვია პროპაგანდისტულ მონოლოგებს და უპასუხო მკვახე შეძახილებს. არათუ დებატები და დისკუსია არ არის პოლიტიკოსებს შორის, ჩვენს მედიაში, სოციალურის ჩათვლით, განსხვავებული აზრის მიმართაც კი ავადმყოფური მიუღებლობაა.
საზოგადოებისგან არ არის მოთხოვნა ასეთი დებატების, დისკუსიების გამართვის მიმართ. ეტყობა, ჯერ კიდევ მოგვყვება ძველი ინერცია, სადაც ყური მიეჩვია პროპაგანდისტულ მონოლოგებს და უპასუხო მკვახე შეძახილებს. არათუ დებატები და დისკუსია არ არის პოლიტიკოსებს შორის, ჩვენს მედიაში, სოციალურის ჩათვლით, განსხვავებული აზრის მიმართაც კი ავადმყოფური მიუღებლობაა
შესაბამისად, ასეთი ვითარება უნდა შეიცვალოს. და მაგალითი ამ მხრივ, ასე ვთქვათ, პროდასავლურმა მედიამ უნდა მოგვცეს. თუ დასავლეთში ასეთ დებატებს ბაიდენსა და ტრამპს შორის პრეზიდენტობის კანდიდატის - ბაიდენის შეცვლა მოჰყვა, ეს ნიშნავს, რომ ხალხის აზრი გამოთქმული თვალსაზრისების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ისიც ადასტურებს, რომ კამალა ჰარისის და ტრამპის დებატების შედეგებს ორი დღეა არკვევენ ამერიკაში და ვერ შეთანხმებულან, ეს დებატები ჰარისმა მოიგო თუ ტრმაპმა.
ანუ, ამ დებატების შედეგები უაღრესად მნიშვნელოვანია ამომრჩევლის განწყობის ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენთან კი ტრადიციული სიმშვიდეა მედიაში - მხოლოდ პროპაგანდისტული ნარატივები დომინირებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი