მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, 26 ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე სულ ნაკლები დრო რჩება. და რადგან ასეა და საარჩევნო კამპანია მალე ფინიშის ზღვარზე გავა, საუბარი არჩევნებთან დაკავშირებული თემით უნდა დავიწყოთ.
როგორ მიმდინარეობს 2024 წლის საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია? ზოგადად, რა ვითარება გვაქვს წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკაში და წლევანდელი არჩევნები წინა არჩევნებისგან რით განსხვავდება?
- წლევანდელი არჩევნები არა თუ წინა არჩევნებისგან განსხვავდება, არამედ საერთოდ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული არჩევნებია. არა მარტო იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად ორ ბანაკად არის გაყოფილი და უკიდურესად მაღალი პოლარიზაციის ხარისხია, არამედ არასდროს ყოფილა ასე მკვეთრად შიდა არჩევნები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული. რეალურად არჩევანის გაკეთება გვიწევს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას და გაურკვეველ მომავალს შორის, რომელიც პოლიტიკური რიტორიკის დონეზე ავტორიტარიზმის მკაფიო ნიშნებსაც შეიცავს.
წლევანდელი არჩევნები არა თუ წინა არჩევნებისგან განსხვავდება, არამედ საერთოდ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული არჩევნებია. არა მარტო იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად ორ ბანაკად არის გაყოფილი და უკიდურესად მაღალი პოლარიზაციის ხარისხია, არამედ არასდროს ყოფილა ასე მკვეთრად შიდა არჩევნები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული
ამასთან ერთად, ისევე როგორც 2012 წელს, წელსაც აბსოლუტურად მეორე პლანზეა გადასული პარტიების საარჩევნო პროგრამები და დაპირებები, რომლებიც ქვეყნისთვის რეალურ საჭირბოროტო საკითხებს ეხება. ყველა კონცენტრირებულია მმართველი ძალის დამარცხებაზე. თავისთავად ასეთი მდგომარეობა ფუნდამენტურად არა ჯანსაღია და მიანიშნებს ქართული პოლიტიკური სპექტრის სრულ მორალურ და შინაარსობრივ ჩამორჩენილობაზე.
დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის ორიენტირებული მოსახლეობის ნამდვილი პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებისკენ. თითქოს არის პროგრამები სხვადასხვა თემატური მიმართულებით, თუმცა დისკუსია და დებატები აღნიშნულ თემებზე გამქრალია საჯარო სივრციდან და მთავარი მიზანია მმართველი პარტიის დამარცხება. თავის მხრივ ის ფაქტი რომ, „ქართული ოცნების“ მიზანი დღეს, 2024 წელს, ისევ ე.წ. „ნაცების“ დამარცხებაა, ძალიან მძიმე სიმპტომატური ნიშანია.
მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ მმართველი გუნდი ვერ სთავაზობს მოსახლეობას რეალურ შინაარს და მთელი საარჩევნო სტრატეგია აგებულია ადამიანის ფუნდამენტურ ინსტინქტებზე თამაშზე, როგორებიც არის ომის შიში, უსაფრთხოება და აშ. ბრძოლა მითური გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ სწორედ ამგვარი საარჩევნო სტრატეგიით არის განპირობებული, აუცილებელი გახდა უხილავი მტრის ხატის შექმნა.
საქართველოს ისტორიაში პირველად არის იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდი ზედიზედ მეოთხედ არჩევის შედეგად დარჩეს ძალაუფლებაში, რაც ფაქტობრივად ერთპარტიული რეალობის დადგომას მოასწავებს და გამორიცხავს ხელისუფლებების პერიოდულ ცვლილებას, რაც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. არსებობს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველების დამყარების საფრთხე
ამ ძალებთან ხდება არა სასურველი პოლიტიკური ოპონენტების და რაც მთავარია ლამის მთელი სამოქალაქო საზოგადოების გაიგივება, ვისაც ბრალდება ქვეყანაში არსებული ყველა უბედურება და პრობლემა. ამოქმედებულია ნეგატიური პროპაგანდის მანქანა, რაც ჩვენი საზოგადოებრივი გონის გადაღლას და მაქსიმალურ დაძაბვას უწყობს ხელს.
ამასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში პირველად არის იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდი ზედიზედ მეოთხედ არჩევის შედეგად დარჩეს ძალაუფლებაში, რაც ფაქტობრივად ერთპარტიული რეალობის დადგომას მოასწავებს და გამორიცხავს ხელისუფლებების პერიოდულ ცვლილებას, რაც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. არსებობს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველების დამყარების საფრთხე.
- მმართველი „ქართული ოცნების“ უმთავრეს სააგიტაციო ბანერზე წერია - „მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით, ევროკავშირისკენ“. არადა, ევროპამ კარგა ხანია გვითხრა, რომ ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი არ გაუქმდება, ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება.
მეტიც, ბრიუსელი თბილისისაგან იმ 9 პუნქტის შესრულებას მოითხოვს, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა ისეთი ანტიდასავლური და ანტიამერიკულია, რომ ასეთი ქართულ რეალობაში გახსენებაც ძნელია. ბევრი ამბობს, რომ ამ ტიპის განცხადებებით ივანიშვილი რუსეთს ამშვიდებს. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება სახელისუფლებო გუნდის ევროპული მისწრაფებები? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, საით მიჰყავს ქვეყანა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“?
- გახსენება ძნელია, იმიტომ რომ შეუძლებელია. არასდროს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ასეთი ანტიდასავლური განწყობები და რიტორიკა არ ყოფილა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, პირველ რიგში კი მმართველი გუნდის მხრიდან. პარადოქსია, რომ ის რეიტინგებით თუ მიღწევები, რითაც ასე ხშირად თავს იწონებს მმართველი გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, სწორედ დასავლეთის უზარმაზარი დახმარების და თანადგომის შედეგია. დასავლეთის თანადგომის გარეშე, პირველ რიგში კი აშშ-ის, წარმოუდგენელი იქნებოდა ეფექტური არ აღიარების პოლიტიკის წარმოება მაგალითად, განსაკუთრებით მსოფლიოს ისეთ რეგიონებში სადაც თბილისი ახლო კავშირებით ვერ დაიკვეხნის.
პარადოქსია, რომ ის რეიტინგებით თუ მიღწევები, რითაც ასე ხშირად თავს იწონებს მმართველი გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, სწორედ დასავლეთის უზარმაზარი დახმარების და თანადგომის შედეგია. დასავლეთის თანადგომის გარეშე, პირველ რიგში კი აშშ-ის, წარმოუდგენელი იქნებოდა ეფექტური არ აღიარების პოლიტიკის წარმოება მაგალითად, განსაკუთრებით მსოფლიოს ისეთ რეგიონებში სადაც თბილისი ახლო კავშირებით ვერ დაიკვეხნის
აღარაფერს ვამბობ იმ უზარმაზარ ინვესტიციასა და ძალისხმევაზე რომელიც დასავლეთმა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში ჩადო.
„ქართული ოცნების“ ამგვარი მიდგომის და რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს ქვეყნის სრული საგარეო პოლიტიკური იზოლაცია დასავლეთისა და ზოგადად დემოკრატიული სამყაროსგან, რაც ბუნებრივია ვერ აისახება ქვეყნის მომავალზე კარგად, პირიქით, პირდაპირი საფრთხეების შემცველია.
მცირე სახელმწიფოები რომელთაც არ ყავთ მეგობრები და პარტნიორები, არ აქვთ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძლიერი სისტემა, უკიდურესად მოწყვლადები არიან საგარეო საფრთხეების მიმართ. აი ამ ყველაფრის არჩევნებში გამარჯვებისათვის ასე სასწორზე შეგდება, არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ჟონგლიორობა, რაც არა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსების, არამედ პოლიტიკური ჯამბაზების თვისებაა.
ასეთ დროს წინა პლანზე არა ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, მაღალი სამოქალაქო შეგნება, არამედ პოლიტიკური ანგარება გამოდის წინა პლანზე. ყოველივეს შედეგად კი ზარალდება ქვეყანა და მისი ინტერესები. ამასთან ერთად, ისტორია ამტკიცებს, რომ რუსეთი პირველ რიგში სუსტებსა და მარტო მყოფ ქვეყნებს ესხმის თავს, ასე იყო მუდამ და ეს ჩვენს საკუთარ ტყავზეც ვიწვნიეთ არა ერთხელ.
მმართველი გუნდის მხრიდან საუბრები ევროპულ მისწრაფებებზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ჩანს. მკაფიოდ გვეუბნებიან ყველა დონეზე, რომ ასეთი პოლიტიკით და ე.წ. „რუსული კანონით“ ევროკავშირში ვერ შევალთ. „ქართული ოცნება“ ჭირვეულ ბავშვს დაემსგავსა, რომელიც დაჟინებით ცდილობს ტალახიანი ფეხებით სახლში შესვლას
მხოლოდ რიტორიკა და განცხადებები ვერ იქნება შეკავების ფაქტორი. რუსეთი მხოლოდ ძალასა და ძალთა ბალანსს სცემს პატივს. ამიტომ, თუ ვინმე საქართველოში ფიქრობს რომ რუსეთის შეჩერება თაფლა კვერით შეიძლება მხოლოდ, ძალიან მწარედ სცდება, ან უბრალოდ არაფერი იცის მსოფლიო ისტორიისა.
ყველაფრის გათვალისწინებით მმართველი გუნდის მხრიდან საუბრები ევროპულ მისწრაფებებზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ჩანს. მკაფიოდ გვეუბნებიან ყველა დონეზე, რომ ასეთი პოლიტიკით და ე.წ. „რუსული კანონით“ ევროკავშირში ვერ შევალთ. „ქართული ოცნება“ ჭირვეულ ბავშვს დაემსგავსა, რომელიც დაჟინებით ცდილობს ტალახიანი ფეხებით სახლში შესვლას.
- მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი მიიღო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს თავისუფლების მოედანზე აშკარად ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებზე კრიტიკული განცხადებები ბრიუსელში, ვაშინგტონში საკმაო ბევრი გაკეთდა. ამ თემაზე აშშ-ს სენატში და კონგრესშიც, უკვე მეორედ გაკეთდა საკმაოდ კრიტიკული შეფასებები.
12 სექტემბერს აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა - "ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი“.
ორი დღით ადრე, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ “Financial Tims”-მა საქართველოზე დაწერა - „დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს - თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსკენ დრეიფობს“. თუ რეალურად ისეა, როგორც ბრიტანული “Financial Tims”-ი შენიშნავს, ამას თავად ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რატომ არ ამბობს და რატომ ჰპირდება ამომრჩეველს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას?
- ჰპირდება იმიტომ, რომ კარგად იცის ყველამ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამ რეალობის შესაცვლელად ყველაფერი კეთდება, ამოქმედებულია პროპაგანდის მთელი მანქანა. არის თუ არა ეს მხოლოდ დროებითი? საარჩევნოდ? ამას არ აქვს მნიშვნელობა. ქვეყნის ინტერესები და ურთიერთობები უკვე დაზარალდა. თბილისმა მოახერხა და ევროპული ქვეყნების თითქმის ყველა დედა ქალაქთან გაიფუჭა ურთიერთობები. ასეთ რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ სათანადო მხარდაჭერის მიღება გაწევრიანებისათვის?
იმის იმედზე ყოფნა, რომ არჩევნების მერე რადიკალურად შეცვლის „ქართული ოცნება“ რიტორიკას და ძალისხმევის ვექტორს ძნელად წარმოსადგენია. მათ ამიერიდან აღარავინ დაუჯერებს დასავლეთში. ამასთან ერთად არავის უნდა კიდევ ერთი ავტორიტარული ქვეყნის ხილვა ევროკავშირის ფარგლებში. სამყარო აღარ არის ის რაც 5 წლის წინ იყო თუნდაც.
ერთ შემთხვევაში, თუ გეოგრაფიული აუცილებლობები იყო ფაქტორი ევროკავშირს რაღაცები მოეთმინა, იგივე უნგრეთის და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნისგან, საქართველოს შემთხვევაში ეს აუცილებლობა არ დგას. თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევას ამაზე თვალს აღარავინ დახუჭავს.
იმის იმედზე ყოფნა, რომ არჩევნების მერე რადიკალურად შეცვლის „ქართული ოცნება“ რიტორიკას და ძალისხმევის ვექტორს ძნელად წარმოსადგენია. მათ ამიერიდან აღარავინ დაუჯერებს დასავლეთში. ამასთან ერთად არავის უნდა კიდევ ერთი ავტორიტარული ქვეყნის ხილვა ევროკავშირის ფარგლებში... თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევას ამაზე თვალს აღარავინ დახუჭავს
დღეს სამყარო ფაქტობრივად ორ ძირითად ბანაკად იყოფა - დემოკრატიულ და არა დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებებად. მეორეს სათავეში ის ქვეყნები უდგანან, ვისთანაც ბოლო პერიოდში ოფიციალური თბილისი განსაკუთრებულად დაახლოებას ცდილობს - ესენია ჩინეთი, ირანი და მათი მოკავშირე რუსეთი. ტიპოლოგიურად და იდეოლოგიურად ამ ბანაკის მომხარე, ან პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიღებს, განსაკუთრებით ახალ რეალობაში რომელიც უკრაინის ომი დასრულების მერე დადგება. მკაფიო საზღვრები ამ ორ სამყაროს შორის სწორედ ომის დასრულების მერე ჩამოყალიბდება და თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა ძნელი სათქმელი არ იქნება საზღვრის რომელ მხარეს იქნება თბილისი.
ის, რომ ჩვენ პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის წარმართვა გვმართებს რეგიონული ძალათა ბალანსის გათვალისწინებით, ეს უდავოა. უდავოა, ისიც რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესია ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. რუსეთის ინტერესების და მისი პოზიციის ცოდნა და გათვალისწინება საგარეო პოლიტიკის წარმართვისას, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა დაემსგავსოს კაპიტულაციას საკუთარი ეროვნული ინტერესების და ეროვნული ღირსების წინაშე.
ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ტრადიციული პარტნიორების, მეგობრების ურთიერთობების ხარჯზე. თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდა, საქართველო იქნება კვაზი დემოკრატიული, ან უფრო ავტორიტარული იზოლირებული ქვეყანა, რომელიც მოკლებული იქნება შესაძლებლობებს რამენაირად ეფექტური საგარეო პოლიტიკა წარმართოს, ვინაიდან ასეთ პოლიტიკას ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებიც ჭირდება, რომელთა დეგრადაციას და პარტიულ დღის წესრიგზე მორგებას უკვე ვუყურებთ.
ისე განვითარდა პოლიტიკური მოვლენები ე.წ. „რუსული კანონის“ ირგვლივ, რომ დიდი მანევრის საშუალება დღეს დარჩენილი არაა. ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილისთვის დღეს მნიშვნელოვანია ხმის მიცემა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ გარკვეული საგზაო რუკა პრეზიდენტის მიერ არის განსაზღვრული, ვერ ხედავს კონკრეტულ შინაარს უახლოეს მომავალთან დაკავშირებით
- რადგან საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. ხელისუფლების ოპონენტები მრავლად მონაწილეობენ 2024 წლის არჩევნებში. მათ შორის ისეთი ტიპის ოპოზიციაც, რომლის ელექტორატი, ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ ელექტორატიცაა. ყოველ შემთხვევაში, მმართველმა ძალამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ამომრჩეველიც მისი ელექტორალურ ბაზაში აღმოჩენილიყო.
რადგან ასეა, როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე მოგვიწევს საუბარი, რომლებიც ხელისუფლებასთან ღიად არიან დაპირისპირებული. მხედველობაში მაქვს, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გვარამია-მელია-ხოშტარია- „გირჩი“ მეტი თავისუფლება და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“. პოლიტიკურ ველზე რომ ყველა აქტიურობს, ვხედავთ.
ოპოზიციის ამომრჩეველი რომ ძირითადად პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველია, ფაქტია. თქვენ როგორ შეაფასებდით, ამ პოლიტიკური ჯგუფების წინასაარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიას?
- ზოგადად თუ ვიტყვით, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოებრივი მოჭიდება საკუთარ ამომრჩეველთან სერიოზულად აკლია და ეს ბევრჯერ დამტკიცდა. მას მუდმივად უჭირს რეალური პრობლემების ირგვლივ იმდაგვარი დღის წესრიგის შექმნა, რაც გაზრდიდა ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერას და ეფექტურ საარჩევნო შედეგებში ასახავდა ამას.
არა ერთი უმწვავესი სოციალური-ეკონომიკური საკითხი მთლიანად გამქრალია ოპოზიციური პოლიტიკური რიტორიკიდან. მოსახლეობის არა ერთი მოწყვლადი ჯგუფი ყურადღების მიღმაა დატოვებული. ეს ხალხი ვერ გრძნობს თანადგომას ვერც ხელისუფლების მხრიდან და ვერც მნიშვნელოვან ინტერესს ხედავს ოპოზიციიდან. ამასთან ერთად, ისე განვითარდა პოლიტიკური მოვლენები ე.წ. „რუსული კანონის“ ირგვლივ, რომ დიდი მანევრის საშუალება დღეს დარჩენილი არაა. ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილისთვის დღეს მნიშვნელოვანია ხმის მიცემა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ გარკვეული საგზაო რუკა პრეზიდენტის მიერ არის განსაზღვრული, ვერ ხედავს კონკრეტულ შინაარს უახლოეს მომავალთან დაკავშირებით.
საერთო საქმისათვის და საჯარო ინტერესისთვის საკუთარი ეგოს გადალახვა კვლავინდებურად დიდი პრობლემაა მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში. ამას ხალხი ხედავს და გრძნობს. მომავალში ეს უნდა შეიცვალოს. თუ ოპოზიციას რეალური ცვლილებები უნდა, ეს ცვლილებები პოლიტიკური კულტურის, გნებავთ საკუთარი პოლიტიკური საქციელის ცვლილებით უნდა დაიწყონ
წლების მანძილზე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური კაპიტალის განიავება ხდებოდა რამაც მათ მიმართ ნდობა უკიდურესად შეამცირა. ამ მხრივ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია ახალი ძალებისა და სახეების გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, რომელთაც ახალი და სუფთა ენერგია შეუძლიათ შემოიტანონ. საერთო საქმისათვის და საჯარო ინტერესისთვის საკუთარი ეგოს გადალახვა კვლავინდებურად დიდი პრობლემაა მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში. ამას ხალხი ხედავს და გრძნობს. მომავალში ეს უნდა შეიცვალოს. თუ ოპოზიციას რეალური ცვლილებები უნდა, ეს ცვლილებები პოლიტიკური კულტურის, გნებავთ საკუთარი პოლიტიკური საქციელის ცვლილებით უნდა დაიწყონ.
რეალურად დიდ ქალაქებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სადღაც 20-25%-ის ფარგლებშია. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 35-40% იქნება. ის რომ ბიძინა ივანაშვილი ასე აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში სწორედ ამ სურათის გამოა. მათ კარგად იციან რომ „ოცნების“ მხარდაჭერა დღეს ისტორიულ მინიმუმზეა დიდ ქალაქებში
- „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია, მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ, არჩევნებზე მათ შანსებია მთავარი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ დღეისათვის 60%-მდე აქვთ მხარდაჭერა. თუმცა, თუ მათ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, გაუგებარია რა იყო იმის მიზეზი, რომ ამჯერად მოხდა ის, რაც 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა.
მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ 20-ში პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელება. აღარაფერ ვამბობ, ოლიმპიურ ჩემპიონებზე. რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის პირველ ნომრად ივანიშვილის ხილვა? რა შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“? - ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და კარგად ვხედავთ რეალურ განწყობებს, საუბარი 60-%იან მხარდაჭერაზე აბსოლუტური აბსურდია. რეალურად დიდ ქალაქებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სადღაც 20-25%-ის ფარგლებშია. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 35-40% იქნება. ის რომ ბიძინა ივანაშვილი ასე აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში სწორედ ამ სურათის გამოა. მათ კარგად იციან რომ „ოცნების“ მხარდაჭერა დღეს ისტორიულ მინიმუმზეა დიდ ქალაქებში.
ჯამში „ქართული ოცნების“ პოზიციები ჩემს აღქმაში ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ. მის მხარეზეა დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ტელევიზიები და ყველა სხვა რესურსი რის გამოყენების შედეგად მას აქვს მოლოდინი იფიქროს მაღალ პროცენტებზე
რეგიონებში სურათი განსხვავებულია და ბევრგან მხარდაჭერა კვლავინდებურად მაღალია და იქ ბერკეტებიც მეტია მოსახლეობაზე გავლენის. თუმცა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უმრავლესობა თუ აქტიურად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არ მოხდება ტოტალური გაყალბება და ემიგრაციასაც ექნება საშუალება აქტიურად იყოს პროცესის ნაწილი, ვფიქრობ მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი კოალიციურ მთავრობაზე და ოპოზიციის წარმატებაზე.
ჯამში „ქართული ოცნების“ პოზიციები ჩემს აღქმაში ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ. მის მხარეზეა დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ტელევიზიები და ყველა სხვა რესურსი რის გამოყენების შედეგად მას აქვს მოლოდინი იფიქროს მაღალ პროცენტებზე.
ყველაზე რეალისტურ სცენარში მოსალოდნელი იქნებოდა ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ შორის თითქმის თანაბარი პარიტეტის მიღწევა, რაც აუცილებელს გახდიდა პოლიტიკურ კომპრომისებს. პროცესების ასე განვითარება ერთი-ორად გაზრდიდა პოლიტიკურ კულტურასაც ასე მგონია. თუმცა, ვფიქრობ მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი რეალობა არ დადგეს, მორალურად ეს მათ დამარცხებას ნიშნავს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება ივანიშვილის ძალაუფლების დაკარგვას უდრიდეს
თუ არჩევნები გაყალბდა მაშინ ლეგიტიმაციის საკითხი შემოდის უკვე და ეს მთლიანად ცვლის სურათს. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის უნარებსა და სტრატეგიაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული.
- იმის ფონზე თუ რა ხერხებს მიმართავს ცესკო, მხედველობაში მაქვს საოლქო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების შერჩევა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიებს შორის მოვალეობების განაწილება და ასე შემდეგ, რა შანსები აქვს არჩევნებში მთელ პროდასავლურ სპექტრს?
- ყველაზე რეალისტურ სცენარში მოსალოდნელი იქნებოდა ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ შორის თითქმის თანაბარი პარიტეტის მიღწევა, რაც აუცილებელს გახდიდა პოლიტიკურ კომპრომისებს. პროცესების ასე განვითარება ერთი-ორად გაზრდიდა პოლიტიკურ კულტურასაც ასე მგონია. თუმცა, ვფიქრობ მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი რეალობა არ დადგეს, მორალურად ეს მათ დამარცხებას ნიშნავს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება ივანიშვილის ძალაუფლების დაკარგვას უდრიდეს.
ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება, ასეთი გამწარებული და აგრესიული რიტორიკა ოპონენტების წინააღმდეგ, ანტიდასავლური პროპაგანდა, უკვე სერიოზულ საფრთხეს აჩენს იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ და ერთ პარტიული მმართველობისკენ სრული სვლით წავიდეს
ამიტომ ვფიქრობ ამ არჩევნებში ფსონები „ოცნების“ მხრიდან ძალიან დიდია. სამწუხაროდ არ მგონია, რომ ჯამში ეს არჩევნები მხოლოდ საარჩევნო ყუთებთან დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი, ალბათ გადამწყვეტიც კი და მნიშვნელოვანია ამ მხრივ კითხვები არ არსებობდეს. შესაძლოა ქუჩის აქციები ისევ დაბრუნდეს შემოდგომაზე.
- 2024 წლის არჩევნები იმით განსხვავდება წინა არჩევნებისაგან, რომ არ გვახსენდება წინა არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკურ ძალას ეთქვას, თუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მათთან არ ვითანამშრომლებთო.თუმცა, არც ის გვახსენდება, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს.
მხედველობაში მაქვს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილე იმ ძალებსაც აუკრძალავენ საქმიანობას, ვისი წარმომადგენლები პარლამენტში მოხვდებიან. აღარაფერს ვამბობ დაპირებაზე „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ამ ლოზუნგითა და დაპირებით იღებს მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში.
ამგვარი რიტორიკით ერთი მხრივ მმართველი ძალის, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიების პოზიციებმა რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას პოლიტიკურ პროცესს და ქვეყანას?
- არ ჭირდება დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში რომ მიხვდე იმას, თუ რა შინაარს ატარებს ამდაგვარი რიტორიკა. ყოვლად შეუთავსებელია დემოკრატიასთან ამდაგვარი არა თუ ნაბიჯები, არამედ რიტორიკაც კი.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ელექტორატის ემოციებზე საარჩევნოდ თამაშის მორიგი მცდელობაა, რასაც ასე ეფექტურად იყენებდა „ქართული ოცნება“ ყოველთვის. მუდმივი საშინაო მტრის ხატის ფუნქციას რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ასრულებდა სწორედ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ თუ ჩვენს არ მოგვცემ ხმას, ისინი დაბრუნდებიან. თან იმის ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ რიგებში არა ერთი პორტირებული „ნაცია“.ახლა უკვე ლამის მთელი ოპოზიცია გახდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა „ქართული ოცნებისთვის“.
თავისთავად ამგვარ რიტორიკაში არაფერი მაღალი პოლიტიკური სტანდარტი არაა და ზოგადად დღეს მთელ მსოფლიოში პოპულიზმი პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა, მაგრამ აქამდე ასეთ რიტორიკას მასიურად რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია. ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება, ასეთი გამწარებული და აგრესიული რიტორიკა ოპონენტების წინააღმდეგ, ანტიდასავლური პროპაგანდა, უკვე სერიოზულ საფრთხეს აჩენს იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ და ერთ პარტიული მმართველობისკენ სრული სვლით წავიდეს.
დღეს, საქართველოს შინაარსობრივად განახლებული პოლიტიკური ენერგია ჭირდება, იმისთვის რომ ხალხს ხვალინდელი დღის იმედი დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ დაიცლება მისი საუკეთესო ნაწილისგან
ანუ რიტორიკას, ამჯერად დამაზიანებელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებიც შესაძლოა მოჰყვეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ვერ მოხდება ასეთი მიდგომების რაღაც განახლებული ვითომ იდეოლოგიებით, პრაგმატიზმით და კვაზი ღირსებით გამართლება. ტიპოლოგიურად „ქართული ოცნება“ ამიერიდან ვეღარაფერს თვისობრივად ახალს ვეღარ შემოგვთავაზებს, რაც სიახლისა და მომავლის იმედს გააჩენდა საზოგადოებაში. ამაში ჩვენ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენამ დაგვარწმუნა. არავის უნახავს მსოფლიოში სპორტსმენების და ხელოვანების აშენებული ქვეყანა. მითუმეტეს როდესაც ამ ადამიანებს არანაირი საზოგადოებრივი საქმიანობით თავი არ გამოუჩენიათ. არადა დღეს, საქართველოს შინაარსობრივად განახლებული პოლიტიკური ენერგია ჭირდება, იმისთვის რომ ხალხს ხვალინდელი დღის იმედი დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ დაიცლება მისი საუკეთესო ნაწილისგან.
არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი უმნიშვნელოვანესი იქნება. ყველას უნდა ესმოდეს რომ უპირველესი საქართველოს ინტერესებია. აუცილებელია ეს გვახსოვდეს. არ შეიძლება პოლიტიკურ ამბიციებს გადაყვეს ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი დღე
გაჭირვებასთან ერთად, საზოგადოებაში გამეფებული უიმედობა წარმოადგენს უმთავრესს მიზეზს იმისა, თუ რატომ ტოვებს მასიურად მოსახლეობა ქვეყანას და მიდის ემიგრაციაში. ეს ხელისუფლების დამსახურებაა პირველ რიგში.
- სულ ცოტა ხნის წინ ამ აქტუალურ თემაზე პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ“.
ამის მსგავს კი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერაფერს ვხედავთ. ამის მიზეზიც ცხადად ჩანს, - ხელისუფლება ღიად ამბობს, ოპოზიციურ სპექტრს გავანადგურებო, ოპოზიციის პასუხმაც არ დააყოვნა და ახლა დაიწყეს იმაზე ხელმოწერების შეგროვება, რომ ბარიერის გადალახვის შემდეგ, პარტიები არ დაეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტებაში.
მოკლედ, ისეთი ვითარებაა, როცა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს ის უნდა ადარდებდეთ, რა იქნება არა მხოლოდ 26 ოქტომბერს, არამედ, რა იქნება და რა პროცესი შეიძლება დაიწყოს 27 ოქტომბრის შემდეგ.
ხელისუფლებისთვის პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია „რადიკალური ოპოზიციაა“, მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის ამომრჩევლებიც ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.
რატომ ამბობს უარს „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან დიალოგსა და დებატებზე?
- ვეთანხმები ბატონი ლევანის მოსაზრებებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ხარისხი გაზრდილიყო ქვეყანაში. ეს მისი საარჩევნო სტრატეგიისთვის აუცილებელიც კია, იმის და მიუხედავად რომ ეს ქვეყანას აზარალებს. სწორედ ამიტომ ის დიდი ხანია გაურბის დებატებსა და დიალოგს.
რადიკალურად არის დაყოფილი სატელევიზიო სივრცეც შესაბამისად. ამაში თავის წვლილი ოპოზიციასაც მიუძღვის ბუნებრივია. შესაბამისად თუ შეიქმნა ვითარება სადაც კომპრომისი წარმოუდგენელია, სადაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მწვავე ურთიერთდაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება, ასეთ ვითარებაში დიალოგი ერთადერთი გამოსავალი უნდა იყოს. შეუძლებელია ჩვენს თავს უფლება მივცეთ რომ წარსულის შეცდომები კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
თუმცა, არც იმის უფლება უნდა ჰქონდეს ვინმეს, რომ ხალხს არჩევანის უფლება წაართვას და არჩევნები გააყალბოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი უმნიშვნელოვანესი იქნება. ყველას უნდა ესმოდეს რომ უპირველესი საქართველოს ინტერესებია. აუცილებელია ეს გვახსოვდეს. არ შეიძლება პოლიტიკურ ამბიციებს გადაყვეს ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი დღე.
ფაქტობრივად, დღეს „ქართული ოცნების“ რიტორიკა კლასიკური რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს პირდაპირ. ასე რომ ამ მხრივ რუსეთი უკვე ჩარეულია ჩვენს არჩევნებში. თუმცა, მეც ვფიქრობ რომ პრემიერი პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნებს და მათ ინსტიტუტებს გულისხმობს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს
ამ პროცესებში კვლავინდებურად განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მესახება პრეზიდენტის როლი. ამიტომ თუ მოვლენები ქვეყნისათვის დამაზიანებელი სცენარის განვითარდა, აქ დიალოგს ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს, სადაც პოლიტიკური პროცესების ყველა მთავარი მხარე უნდა მონაწილეობდეს აუცილებლად.
- საქართველოზე აშშ-ს სენატში გამართული მოსმენის კომენტირებისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, თუმცა სხვა ძალებს აქვთ - ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე“.
როგორც ჩანს, „სხვა ძალებში“ პრემიერმა საქართველოს დასავლელი პარტნიორები იგულისხმა. გასაგებია, რომ რუსეთს ახლა თავისი გასჭირვებია, რადგან უკრაინასთან ომშია ჩართული და რის გამოც ლამის მთელ დასავლეთთან არის დაპირისპირებული. კრემლის უცვლელი საგარეო პოლიტიკისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთს არც რესურსები აქვს და არც ინტერესი, ჩვენში 26 ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნების მიმართ.
რამდენად სარწმუნოა პრემიერი მტკიცება, რომ რუსებს ჩვენში ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით რესურსების გამოყენების საშუალება არ აქვთ და წლევანდელი არჩევნები „გარე ჩარევისგან“ თავისუფალი იქნება?
- ბუნებრივია აბსოლუტურად არასწორია ამის მტკიცება. იქ სადაც ფაქტებით და გამოძიებით არის დამტკიცებული, რომ მოსკოვს უნარი აქვს ჩაერიოს აშშ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესებში, რა თქმა უნდა მას აქვს უნარი ჩაერიოს საქართველოშიც, უფრო მეტსაც ვიტყვი, დარწმუნებული ვარ მას შესაბამისი ინფრასტრუქტურაც აქვს მოწყობილი ქვეყანაში, რომ გაცილებით რადიკალური ნაბიჯები გადადგას სურვილის შემთხვევაში.
ათასობით აქ მაცხოვრებელი რუსი ყველა რეჟიმს გამოქცეული ადამიანი არ არის, ამაში გარწმუნებთ. იმედი მაქვს რომ პრემიერი ინფორმირებულია ამის შესახებ სათანადოდ. თუმცა, არც ის გამიკვირდება რომ დღევანდელი ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების მდგომარეობის გათვალისწინებით, მან ეს საერთოდ არც კი იცოდეს.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფაქტობრივად დღეს „ქართული ოცნების“ რიტორიკა კლასიკური რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს პირდაპირ. ასე რომ ამ მხრივ რუსეთი უკვე ჩარეულია ჩვენს არჩევნებში. თუმცა, მეც ვფიქრობ რომ პრემიერი პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნებს და მათ ინსტიტუტებს გულისხმობს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
დღეს ყველა ვინც დემოკრატიის სადარაჯოზეა საქართველოში „ქართული ოცნების“ ოპონენტია, რაც თავის მხრივ სამწუხარო რეალობაა. ვფიქრობ ეს თემა აქტუალური გახდება, თუ „ოცნება“ მარცხის წინაშე აღმოჩნდება, ან არჩევნების გაყალბებას ეცდება, რომ შემდგომი პროცესები გარე ძალების ჩარევას დააბრალოს. ეს კინო ნანახი გვაქვს არა ერთხელ და არა მარტო საქართველოში.
იმედი მაქვს პროცესები აქეთკენ არ წავა. საქართველოს არაფერში ჭირდება კუდიანებზე ნადირობა. ეს არსად დამთავრებულა კარგად. ე.წ. „რუსული კანონი“ სწორედ ამდაგვარ წინაპირობას ქმნის. ამიტომ, თუ საქართველოს განვითარება უწერია, დემოკრატიული დღის წესრიგი ქვეყანაში უნდა გადარჩეს.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი