საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას რომ ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ, ქართულ საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა.
აფხაზებისა და ოსების მიმართ „ბოდიშის მოხდის“ თემა ახალი არაა. ქართული არასამთავრობო ორგანიოზაცა ატარებდა აქციას „მშიბზია“, რაც ბოდიშს ნიშნავს. ვითარებაში, როცა ვიცით თუ დამოკიდებულება აქვს მმართველი პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ახლა ჭირს იმაში გარკვევა ეს ორგანიზაციები არიან „გავლენის აგენტები“ თუ ჩვენი მმართველი გუნდი. მაგრამ, ერთია, როცა ბოდიშის მოხდას არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, ხოლო მეორე მხრივ მმართველი პარტიის ლიდერი.
ივანიშვილის ამ განცხადებას რომ დიდი აჟიოტაჟი და ხმაური მოჰყვა, ფაქტია. ჩვენი კონფლიქტების ეთნოგენეზი და ის, თუ რატომ გვაქვს ის შედეგი, რაც დღეისთვის რუსეთის მონაწილეობით გვაქვს, ვიცით, მაგრამ, გაუგებარი ისაა, ყველა ამ უბედურებაში რატომ ვიდანაშაულებთ თავს. გაუგებარია, ასე რატომ ვიქცევით, როცა ვიცით, რომ აფხაზი და ოსი სეპარატისტების უკან ყოველთვის რუსეთი იდგა და ისინი მოსკოვის გარეშე არასდროს არ მოქმედებდნენ.
გასაგებია, რომ ქართული მხარე კონფლიქტების მოსაგვარებლად გზებს კარგა ხანია ეძებს, მაგრამ, ხელშესახები შედეგები ჯერ არ ჩანს, ესეც ფაქტია. ამ თემაზე მსჯელობა კიდევ რომ გაგრძელდება, ჩანს. თქვენი აზრით, ივანიშვილის განცხადება სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით რა სურათს გვაძლევს?
- მოდით, ივანიშვილის ამ განცხადების სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე ერთმანეთისგან დროებით გავმიჯნოთ.
მანამდე ვიტყოდი, ის პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული რუსეთის მიერ ორ მიტაცებულ რეგიონთან, ეს პრობლემა ვერასოდეს გადაწყდება თუ მასზე არ იქნა განუწყვეტელი ფიქრი და განუწყვეტელი ძებნა გზებისა ამ პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენთან ამ თემაზე რაიმე საჯარო საუბარი კარგა ხანია არ ყოფილა. ადრე ხშირად იყო. დაახლოებით 20 წლის წინ მეც ვმონაწილეობდი რიგ განხილვებში. მქონდა არა ერთი შეხვედრა აფხაზეთის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ პირებთან, რომლებიც აფხაზეთში საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ. ამ საუბრების დროს ძირითადად მივდიოდით იმ დასკვნამდე, რომ ორივე მხარეს აქვს თავისი წილი დანაშაული მომხდარში. ის ესკალაცია, რაც 1992-93 წლებში მოხდა, იყო შედეგი ობიექტურად არასწორი, მაგრამ მიზანმიმართული და როგორც ახლა ვხედავ რუსეთის რეჟისურით მიმდინარე პროცესის. ვინც ამ კონფლიქტისგან სარგებელი მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია. საქართველომ, როგორც სახელმწიფომ ზიანი მიიღო, ზიანი მიიღეს აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა.
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, გაყინული კონფლიქტის პირობებში რაც აფხაზეთში ხდება, ძნელად ვინმე თუ იტყვის, რომ თავად აფხაზებმა აქედან რამე სერიოზული სარგებელი მიიღეს. დღემდე აფხაზეთის მიმართ რუსეთი ისეთ მოქმედებებს ახორციელებს, რომელიც სასიცოცხლო, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის თავად აფხაზების არსებობას.
სამართლებრივი თვალსაზრისით ივანიშვილის ეს განცხადება ჯერჯერობით არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან ეს არის ერთი პიროვნების განცხადება. მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ განცხადებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვინაიდან განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის არა მხოლოდ ფორმალურმა ლიდერმა, არამედ პირმა, რომელიც მთლიანად მართავს საქართველოში მმართველ პარტიას და მთლიანად ხელისუფლებას
ჩემი აზრით, ეს არის ცხადი, მაგრამ, ცხადია შედარებით ვიწრო წრისთვის, რადგან მთელი ამ 10 წლეულების განმავლობაში მუდმივად ხდებოდა აფხაზეთში ქართველებისაგან მტრის ხატის შექმნა. ასეთი პროპაგანდისტული პოლიტიკა სერიოზულ გავლენას ახდენს აფხაზურ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე.
ამის საწინააღმდეგო, გამანეიტრალებელი მოქმედებები, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაინცადა მაინც არ ჩანს. ახლა ასეთ მოქმედებებს საერთოდ ვერ ვხედავ. ადრე იყო ასეთი მოქმედებები არ საჯაროდაცაა. მხედველობაში მაქვს აფხაზეთიდან გადმოსულთა უფასო სამედიცინო დახმარების გაწევა საქართველოს კლინიკებში. ეს იყოს მათთვის განათლების მიღების ხელშეწყობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. გასაჯაროება არ ხდებოდა იმის გამო, რომ ის აფხაზები, ვინც აქ იღებდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ არ აღმოჩენილიყვნენ მძიმე მდგომარეობაში.
კარგა ხანია სრული სიჩუმეა ამ სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობების საკითხებში. ახლა კი ერთბაშად მოვისმინეთ ის, რაც ბრძანა ბატონმა ივანიშვილმა გორში თქვა.
სამართლებრივი თვალსაზრისით ივანიშვილის ეს განცხადება ჯერჯერობით არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან ეს არის ერთი პიროვნების განცხადება. მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ განცხადებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვინაიდან განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის არა მხოლოდ ფორმალურმა ლიდერმა, არამედ პირმა, რომელიც მთლიანად მართავს საქართველოში მმართველ პარტიას და მთლიანად ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო სავსებით შესაძლებელია ამ პოლიტიკურ განცხადებას მოჰყვეს სამართლებრივი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. თუ ეს ნაბიჯები იქნა გადადგმული ივანიშვილის განცხადების სულისკვეთებით და ამ განცხადების სამართლებრივად განსამტკიცებლად, ეს უაღრესად მძიმე შედეგის მომტანი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის.
თუ ეს ნაბიჯები იქნა გადადგმული ივანიშვილის განცხადების სულისკვეთებით და ამ განცხადების სამართლებრივად განსამტკიცებლად, ეს უაღრესად მძიმე შედეგის მომტანი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის
- უკვე ვიცით თუ რა რეაქცია მოჰყვა ივანიშვილის განცხადებას ცხინვალსა და სოხუმში. ცხინვალი მოითხოვს არა მარტო მათ მიერ მიტაცებული მიწების დაკანონებას, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და საქართველოს მიერ მათთვის კომპენსაციის გადახდას.
კრემლის პროპაგანდისტმა ანა ფრიდრიხსონმა თქვა, - „ივანიშვილის განცხადება „ისტორიულია“ და მას თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადაჰყავს“. არ ვიცი რამდენად გადაჰყავს, მაგრამ ივანიშვილის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტებში მონაწილე მხარე რუსეთი თამაშ გარეთ გაჰყავს. რაც იმასაც ნიშნავს, რომ ის, რაც ამ რეგიონებში მოხდა, სხვა არაფერია თუ არა რუსებისთვის მიერ ჩადენილი დანაშაულობების ჩამორეცხვა.
როცა ვიცით, რომ ამ კონფლიქტებში ლომის წილი რუსეთს აქვს შესრულებული, რამდენად მართებული და გამართლებულია მხოლოდ რუსულ შეცდომებზე საუბარი და ქართული მხარის დადანაშაულება?
- მე მგონი სავსებთ გასაგებია, რომ ივანიშვილმა მხოლოდ გარეგნულად ჩამორეცხა რუსეთს დანაშაულები. რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს. საუბარია იმაზე, თუ რა უკეთებია რუსებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ერების წინააღმდეგ. ჩვენ ახლა ყველაზე მეტად ჩვენს წინააღმდეგ რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულები გვადარდებს. ვერავინ ჩამორეცხავს არა მხოლოდ ისტორიული მახსოვრობის გამო, არამედ იმ არსებული ისტორიული ფაქტების გამო, რომელიც არსებობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ხანძლივი დროის მანძილზე. ასევე იმის გამოც, რომ სამართლებრივად არის დადგენილი რუსეთის დანაშაული ყველაფერ იმაში, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა. მე აქ მხედველობაში მაქვს როგორც ჰააგის სასამართლო, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები.
სამართლებრივად არის დადგენილი რუსეთის დანაშაული ყველაფერ იმაში, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა. მე აქ მხედველობაში მაქვს როგორც ჰააგის სასამართლო, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები
თუმცა, ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადებას, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ თავისი რეჟისორი ჰყავს, რომელიც კრემლშია, ზედაპირულად აღიქმება როგორც რუსეთის გათავისუფლება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია. არც სეპარატისტი აფხაზები და ოსები არაფერ შუაში არიან. მეტიც, ყველაფერში დამნაშავე საქართველო, როგორც სახელმწიფოა.
სახელმწიფო, იმის და მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იყო საქართველოში ხელისუფლება.იყო ეს გამსახურდია და მისი „მრგვალი მაგიდა,“ შემდგომ შევარდნაძე და მისი „მოქალაქეთა კავშირი“, თუ სააკაშვილის ერთიანი ნაცმოძრაობა“. არ აქვს მნიშვნელობა, სულ ყველას თავისი წილი დანაშაული ჰქონდა. კი მაგრამ, დანაშაული ვის წინაშე? თუ ივანიშვილის განცხადებას კარგად დავაკვირდებით, ეს იყო დანაშაული აფხაზების წინაშე, დანაშაული ოსების წინაშე, და ეს იყოს დანაშაული თავად ქართველების წინაშე. ანუ, ასეთი ტიპის დანაშაული შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული მშვიდობის წინაშე. დანაშაული ზოგადად, ყველას წინაშე.
ეს ისეთივე რამაა, რომელშიც იქნა დადანაშაულებული 80 წლის წინ ფაშისტური რეჟიმი. აი ეს არის პოლიტიკური საფუძველი ამ განცხადებისა. თუ ხელისუფლებამ ივანიშვილის განცხადების მიმართულებით დაიწყო მოქმედება, არც კი მინდა წარმოვიდგინო ამან რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გაგრძელება ივანიშვილის განცხადებას ვერ ექნება. ვერ ექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მიმართულებით იმოძრავებს, იმოქმედებს საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამის გამო ის დაკარგავს ძალაუფლებას.
თუ ხელისუფლებამ ივანიშვილის განცხადების მიმართულებით დაიწყო მოქმედება, არც კი მინდა წარმოვიდგინო ამან რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გაგრძელება ივანიშვილის განცხადებას ვერ ექნება. ვერ ექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მიმართულებით იმოძრავებს, იმოქმედებს საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამის გამო ის დაკარგავს ძალაუფლებას
- რუსეთის საქართველოსგან 2008 წლის ომის შემდგომ დამდგარი რეალობის აღიარებას კარგა ხანია ითხოვს. ამ ტიპის განცხადებები აქეთკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს?
- ივანიშვილის პოლიტიკური განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ თუ ამას მოჰყვა სამართლებრივი გადაწყვეტილებები, სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯები.
რამდენადაც ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ივანიშვილის განცხადების მინიმალური ზიანი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს მიერ. მაქსიმალური ზიანი იქნება ის, რომ საქართველო თანდათანობით გადაიქცევა რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად.
რამდენადაც ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ივანიშვილის განცხადების მინიმალური ზიანი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს მიერ. მაქსიმალური ზიანი იქნება ის, რომ საქართველო თანდათანობით გადაიქცევა რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად
- ამ თემაზე ცხინვალის გარდა გამოხმაურება იყო სოხუმშიც. ცნობილმა აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა განაცხადა - „ივანიშვილისგან შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა 1992 წლის 14 აგვისტოს ომის დაწყების გამო.“
არადა, ცნობილი ფაქტია, რომ ჯარების აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შეყვანა თბილისს არძინბასთან ჰქონდა შეთანხმებული. არძინბამ თბილისს ამ საკითხებზე მეკავშირედ მისი ცილის ძმა, პროკურორი ანრი ჯერგენია შესთავაზე.
არძინბამ კი, მას შემდეგ რაც ჯარები აფხაზეთში გადაადგილდნენ და აფხაზურმა გვარდიამ მისივე ბრძანებით გალის რაიონის სოფელ ოხურეიში ცეცხლი გაუხსნა. იმავე დღეს არძინბამ განაცხადა - „საქართველომ აფხაზეთში ომი დაიწყო“. ამის შესახებ მან განცხადება ადგილობრივი ტელევიზიით გააკეთა.
ამ თემაზე 2001-2002 წლებში საინტერესო იყო თავად ჯერგენიას გაკეთებული განცხადება, რომ ქართული გვარდიის აფხაზეთში შესვლა არძინბასთან იყო შეთანხმებული და იგი ამ პროცესში თავად მონაწილეობდა.
ამ თემაზე ჯერგენიას განცხადებას სოხუმის პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან აფხაზურმა საზოგადოებამ იკითხა - თუ შეთანხმებული იყო, მაშინ სამამულო ომი რაზე გამოაცხადეთო.
გასაგებია, რომ რუსული და აფხაზური მხარეები ყველაფერში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. თქვენ, ბევრისგან განსხვავებით თუ როგორ მზადდებოდა კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კარგად გახსოვთ. ისიც გემახსოვრებათ, რომ მოსკოვმა „ქართულ პოლიტიკურ პროექტს,“ „აფხაზური პოლიტიკური პროექტი“ და „ოსური პროექტი“ დაუპირისპირა, რომლის არსი ასეთი იყო - თუ თქვენ გინდათ თავისუფლება, აფხაზებსა და ოსებსაც აქვთ „თვითგამორკვევის უფლება“.
ამ განცხადებების შემდეგ რა უნდა ვიფიქროთ - მოსკოვმა უარი თქვა აფხაზურ და ოსურ პროექტებზე და საქართველო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად აღმოჩნდება რუსული გავლენის ქვეშ?
- აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის გავლენიდან არც არასოდეს გამოსულან, ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან რუსეთის გავლენის ქვეშ.
1990 წლიდან მოყოლებული საქართველო ცდილობდა რუსეთის გავლენიდან გამოსვლას. რუსეთის გავლენიდან გამოსვას საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მაგრამ საქართველო ამ გზაზე მაქსიმალურად დგამდა ნაბიჯებს, ზოგჯერ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებდა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გამსახურდიას ხელისუფლებამაც გადადგა, შევარდნაძის ხელისუფლებამ და სააკაშვილის ხელისუფლებამ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში, მხედველობაში მაქვს 2012-2016 წლები, ვერ ვიტყვი რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილი იყო, ასე არ იყო. თუმცა, გარკვეული ნიშნები რუსეთის მიმართ უფრო მეტი ლოიალურობისა უკვე იმ წლებშიც არსებობდა. მაგრამ, ეს ძირითადად იყო განცხადებების დონეზე და არა რაიმე სამართლებრივი აქტების დონეზე.
თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი ახლა ცალსახად ჩანს, რომ მხოლოდ რუსეთზე მიბმა აფხაზებისთვის ზიანის მომტანია. აფხაზები უნდა შეეშვან მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდებას
ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის აშკარა ცვლილება. არა მხოლოდ ლოიალობის ხარისხი გაიზარდა რუსეთის მიმართ, არამედ აშკარად გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი და ახლა უკვე ეს ბოლო განცხადებები რაც გვემის, არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გამართლება. თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი.
- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ახლოვდება, კონფლიქტების თემებზე პოლიტიკური სუბიექტები თავს მაინცადა მაინც არ იწუხებდნენ. ივანიშვილმა გორში გაკეთებული განცხადებით კონფლიქტების თემის აქტუალიზაციას ბიძგი მისცა. ახლა პოლიტიკური სუბიექტები იძულებულიც კი არიან ალტერნატიული მოსაზრებები გააცნონ ამომრჩეველს. გაქვთ მოლოდინი რომ ივანიშვილის განცხადების კრიტიკის გარდა, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩეველს თავის ხედვებსა და გეგმებს გააცნობენ და შესთავაზებენ?
- ნაკლებად. ნაკლებად, რადგან ეს არის უაღრესად ფაქიზი და რთული თემა. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდება მხოლოდ უშუალოდ აფხაზებთან საუბრით. მაგრამ, ამის შესაძლებლობა გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი იმდენად დასუსტდება, რომ იძულებული იქნება თავად აიღოს ხელი აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე.
ანდა, თავად აფხაზებმა დაინახონ, მე ოსებზე ნაკლებად მაქს საუბარი. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი მიენიჭება საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებსა და კონფლიქტის გადაწყვეტის მოდელზე შეთანხმებას. თუ ეს მოხდა, ამას მოჰყვება ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაჭრა. ახლა ცალსახად ჩანს, რომ მხოლოდ რუსეთზე მიბმა აფხაზებისთვის ზიანის მომტანია. აფხაზები უნდა შეეშვან მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი