ჯანდაცვის სამინისტროსთან, Evolution Georgia-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროფკავშირი „ლაბორი“ გაფიცულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, Evolution Georgia-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროფკავშირი „ლაბორი“ გაფიცულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

სამინისტროსთან 10-მდე გაფიცული თანამშრომელია შეკრებილი და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარმოდგენილი.

პროფკავშირი „ლაბორის" დირექტორის გიორგი დიასამიძის თქმით, ისინი ყველა ბერკეტს იყენებენ მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასასრულებლად.

„აქციები გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ჯანდაცვის სამინისტროს 3 თვის განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და კომპანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. კომპანია ძალისმიერი მეთოდებით გაფიცულებზე ზემოქმედებას ცდილობს. გვინდა შევახსენოთ ჯანდაცვის მინისტრს, რომ მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ მოქალაქეებზე და შესაბამისად, უნდა იმოქმედონ ქვეყნისა და დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე.

კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებებზე მზაობა არ ყოფილა, პირიქით სიტუაციის ესკალაციას ახდენს და გაფიცულების მარგინალურ დაჯგუფებად გამოყვანას ცდილობს. მოლოდინი არ გაგვაჩნია, პოზიციის დაფიქსირება გვსურს, რომ ვინმემ არ თქვას, რომ ჩვენ რაიმე მექანიზმი არ გამოვიყენეთ მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასრულებისთვის”, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ინფორმაციისთვის, “ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 აგვისტოდან მიმართეს. ისინი ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე