ანა დოლიძე - რაჟდენ კუპრაშვილმა „ქართული ოცნების“ გამილიონერებულ დეპუტატებს, მთავრობის წევრებს შორის ვერცერთი კაცი ვერ ნახა, რომ მათ შემოსავლებზე კითხვა დაესვა და შუკა-შუკა ოპოზიციონერებს და არასამთავრობოების წარმომადგენლებს დასდევს

მას შემდეგ, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ასეულობით გამილიონერებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მთავრობის წევრებს, ჩინოვნიკებს შორის ვერცერთი კაცი ვერ ნახა, რომ მათ შემოსავლებზე კითხვა დაესვა და შუკა-შუკა, შარა-შარა, გზა-გზა ოპოზიციონერებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასდევს, - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ უნდა იქნენ ცნობილნი და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის დამოუკიდებლობის მიმართ არსებობს კითხვები.

„პატივცემულმა რაჟდენმა აქამდე ვერ მონახა საქართველოს მთავრობის ვერც ერთი წარმომადგენელი, ჩინოვნიკი, უმრავლესობის დეპუტატი, რომ მათ შემოსავლებზე ერთი კითხვა მაინც დაესვა. მას გაებედა და ერთი კითხვა მაინც დაესვა “ქართული ოცნების” გამილიონერებულ დეპუტატებზე, მთავრობის წევრებზე, ჩინოვნიკებზე, აქამდე არცერთი კითხვა არ დაუსვამს და კუთხე-კუთხე, შუკა-შუკა, შარა-შარა ოპოზიციონერებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასდევს. ნამდვილად არის კითხვები დასასმელი, რაჟდენის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში