ჩვენს რეიტინგებზე ზრუნვას, სჯობს სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწეროს ამნისტიას, ხალხი ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი დაკავებულია ხაზარაძე-გახარიასთან შეხვედრებით, იმ საკითხებით, რომელიც მის კომპეტენციას სცდება.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ჩვენს რეიტინგებზე ზრუნვას, სჯობს ხელი მოაწეროს ამნისტიას, ხალხი ელოდება. ათასი ადამიანი ელოდება მის ხელმოწერას. დაკავებულია ხაზარაძე-გახარიასთან შეხვედრებით, იმ საკითხებით რომელიც მის კომპეტენციას სცდება, სჯობს ხელი მოაწეროს ამნისტიას. კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია. რაც შეეხება იმას, თუ რა რაოდენობით შევალთ, განაცხადი გავაკეთოთ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ.
რა კარგია, NDI რომ აღარ აქვეყნებს კვლევებს. ამით დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ. შეჩვეული ვიყავით NDI-ის კვლევა უნდა გამოქვეყნებულიყო, შიგნით 12% უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნება“. აღნიშნულზე უნდა ენერვიულა მთელ ოპოზიციას, თუ არა ოპოზიციას, ყიჟინი ჰქონოდათ, არჩევნების დღეს კი „ქართული ოცნება“ იგებდა.
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ვაფასებთ საარჩევნო მიზნებს, მართლდება. კობახიძემ წინასწარ განჭვრიტა რამდენი მანდატი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პარლამენტში. თქვა 90 მანდატი რომ გვექნებოდა და 90 ავიღეთ. საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სულ რაღაც 2 დღეში გახდება ცნობილი საპარლამენტო სია.
„გარწმუნებთ, რომ თქვენთვის საყვარელ სახეებს კვლავ იხილავთ პარლამენტში, ვინაიდან გარდა იმისა, რომ პარლამენტში მეათე მოწვევის პარლამენტის უდიდესი ნაწილი გვეყოლება, ასევე ახალი სახეები იქნებიან საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ, პრეზიდენტმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს.