იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ეს ვიზიტებიც „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი გადაზღვევაა, თორემ ვერასოდეს დავიჯერებ, რომ პრეზიდენტი პირწავარდნილი „ქოცი“ არ არის

ვფიქრობ, რომ მისი ეს ვიზიტებიც „ქართული ოცნების" რაღაცნაირი გადაზღვევაა, თორემ ვერასოდეს დავიჯერებ, რომ პრეზიდენტი პირწავარდნილი „ქოცი“ არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მაშინაც „გასული“ იყო, როცა აირჩიეს.

„მგონია, რომ მისი დღევანდელი „გასულობა“ 2018 წლის „გასულობისგან“ არაფრით განსხვავდება, ის მაშინაც ასეთი შეარჩიეს. ვფიქრობ, რომ მისი ეს ვიზიტებიც „ქართული ოცნების" რაღაცნაირი გადაზღვევაა, თორემ, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ პრეზიდენტი პირწავარდნილი „ქოცი“ არ არის. რადგან რაც მას „ქოცებმა" და ბიძინა ივანიშვილმა სიკეთე გაუკეთეს, წარმოუდგენელი მგონია, ამხელა მადლს გადააბიჯოს და ღალატით უპასუხოს მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, თავიანთი "გასული" პრეზიდენტი რამენაირად ახლა ოპოზიციას "შემოგვტენონ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში