„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე - საკმარისად ძლიერები ვართ და ისრაელელებს გავაგიჟებთ, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს მიაღწიონ, დაარტყან და დააზარალონ

„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილის, ნაიმ ქასემის განცხადებით, ისრაელი ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას აშშ-ს სრული მხარდაჭერით ახორციელებს და „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელთან და გაიმარჯვებს.

„ისრაელი სჩადის დანაშაულს და ახორციელებს ხოცვა-ჟლეტას ლიბანის ყველა კუთხეში. ისრაელმა აირჩია კონკრეტული სოფლები და ქალაქები და სახლები და ყველა სახლს ამჩნევია ისრაელის აგრესიის კვალი. ისრაელი უტევს მშვიდობიან მოსახლეობას, მედიკოსებს. ისრაელი უტევს ყველას, ვინც ქუჩაში დადის და ყველას, ვინც სახლებში რჩება. ისინი მებრძოლები არ არიან. ისრაელის ძალები კლავენ, სჩადიან ხოცვა-ჟლეტას და დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს უჭერს ისრაელს და ამერიკა არის ისრაელის პარტნიორი ყველაფერში, შეუზღუდავი სამხედრო მხარდაჭერით“, - აღნიშნა “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, მსხვერპლის მიუხედავად, „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

„ტკივილი არის, მსხვერპლი არის. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვიყვარს მოწამეობა. ჩვენ დიდი მსხვერპლი გვქონდა პეიჯერის ოპერაციების და ლიდერების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ. ეს რომ სხვაგან მომხდარიყო, ნებისმიერი ორგანიზაცია დაიშლებოდა, ჩვენ არ დავიშალეთ. ვაგრძელებთ ტანჯვისა და მსხვერპლის მიუხედავად. ჩვენ გავაგრძელებთ ისლამურ წინააღმდეგობას. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან დაპირისპირებას პალესტინისა და ღაზას მხარდასაჭერად და ჩვენი ლიბანელი ხალხის დასაცავად“, - აღნიშნა “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ ამჟამად მინიმალურ ძალისხმევას იყენებს.

„ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ და ისრაელელებს გავაგიჟებთ, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს მიაღწიონ, დაარტყან და დააზარალონ“, - აღნიშნა ნაიმ ქასემმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა