შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაში პანიკა აქვთ ატეხილი - აფხაზეთსა და ცხინვალსაც დათმობენ, ოღონდ კარგი დაპირებები მიიღონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს

ისინი აფხაზეთსა და ცხინვალსაც დათმობენ, ოღონდ კარგი დაპირებები მიიღონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაში პანიკა აქვთ ატეხილი თითოეულ ნაბიჯზე და განცხადებაზე, სადაც შეიძლება საუბარი იყოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებაზე, დათბობაზე და ტერიტორიების გაერთიანებაზე.

„როდესაც ვსაუბრობდით, გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ამ ცვალებად გარემოში თუ შეიქმნა ისეთი პირობა, რომელიც შესაბამის გახდის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესაბამისი საკონსტიტუციო უმრავლესობით, შესაბამისი სისტემური მოწყობა უზრუნველყოთ და რომ ვთქვით, ამას ოპოზიცია ყველა შემთხვევაში შეეწინააღმდეგებოდა, ერთი ამბავი ატყდა, როგორ იკადრებს ოპოზიცია, რომ ქვეყნის გამთლიანებაზე იდგეს საქმე და ამას შეეწინააღმდეგოსო. არ გასულა რამდენიმე დღე და ყველამ დავინახეთ, რომ პანიკა აქვთ ატეხილი თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც კარგ პერსპექტივას აჩენს, თითოეულ განცხადებაზე, სადაც შეიძლება საუბარი იყოს შერიგებაზე, დათბობაზე, გაერთიანებაზე. ყველა ამ განცხადებას პანიკით ხვდებიან. სინამდვილეში, ამით ერთ რამეს ავლენენ, როგორც ჩანს, ისინი იმ გეგმის მონაწილე არიან, რომ საქართველომ თავის ტერიტორიების გარეშე იმოძრაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ იდეებს აპარებენ უკვე უკრაინას, რომელსაც სხვადასხვა ექსპერტები თუ კომენტატორები ურჩევენ, რომ უარი თქვას ყირიმზე, დონბასზე და სამაგიეროდ, ევროატლანტიკური მიმართულებით ფართო პერსპექტივები გაიხსნება. ზუსტად ამ ნარატივის ნაწილშია ოპოზიცია. ისინი აფხაზეთსა და ცხინვალსაც დათმობენ, ოღონდ კარგი დაპირებები მიიღონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს. ეს არ არის ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის ქვეყნის გაერთიანებისა და ერთიანი საქართველოს ევროკავშირში შევლის გზა. სინამდვილეში, მათ გაამხილეს, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიის დათმობის ხარჯზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადგომის მომხრეები არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს