ხათუნა ლაგაზიძე - როგორც ამ შემთხვევაში მოუწია ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება

როგორც ამ შემთხვევაში მოუწია ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება, - ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროსადმი პრემიერ-მინისტრის მოწოდება შეაფასა იმის თაობაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან" დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ.

„მთავარი არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ როგორც ახლა მოუწია საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ საქართველოს საზოგადოების აზრის, განწყობების და ნების შესაბამისად,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.

პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს ასევე მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში