სალომე ზურაბიშვილი - ძნელი სათქმელია მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსებს ასიამოვნოს

ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს.

„ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არ შეიძლება იყოს, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოა დამნაშავე 2008 წლის ომში და ბოდიში უნდა მოიხადოს, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:

„ეს ერთი განცხადება არაა, ეს ბოლოდროინდელი განცხადებების და რიტორიკის ნაკრებია, რომელიც ერთი მიმართულებით მიდის. როგორც ვთქვი, რუსეთის სასიამოვნოდ და ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ესაა ზოგადი სურათი, რომელიც საქართველოში ძალიან აწუხებთ და რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს და არ ესმის და დარწმუნებული ვარ, არ იზიარებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს