კახა კალაძე - კონფედერაციაზე ხელის მოწერა თავის დროზე თავად ოპოზიციას უნდოდა, ახლა კი ამ თემით სპეკულირებენ

კონფედერაციაზე ხელის მოწერა თავის დროზე თავად ოპოზიციას უნდოდა, ახლა კი ამ თემით სპეკულირებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის ბრალდებების შესახებ ისაუბრა, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება.

„ეს არის სპეკულაციები, სიცრუის კამპანია. როგორ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის თემით სპეკულირება? თუმცა ეს არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, რომ კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა. მაშინ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი. ენგურჰესის გადაცემა ჰქონდათ დაგეგმილი. ამხელა ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია, უნდა გადაეცათ მათთვის. საბედნიეროდ, ეს თემა რომ აიწია, ხალხის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ბოლომდე მიყვანა ვერ მოხდა. გამზადებული წერილი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. არქივში შეიძლება ახლაც ინახება აღნიშნული წერილები.

ამ ადამიანებმა თავიანთი მოღალატეობრივი და ბოროტული ქმედებებით ტერიტორიები დაკარგეს. დღეს, ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. დაინგრა ინფრასტრუქტურა, განადგურდა სოფლები, ქალაქები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ სწორი პოლიტიკით მოხდება და არანაირ კონფედერაციაზე საუბარი არ არის.

„დღეს, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკით, ქმედებებით, განვითარებით, მშვიდობით, წინსვლით მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინვე გადაირივნენ. გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. არანაირ კონფედერაციაზე და აღიარებაზე არ არის საუბარი. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მსგავსი გადაწყვეტილება მივიღოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ურთიერთ პატიებით, ურთიერთ პატივისცემით, ნდობის აღდგენით უნდა მოვახდინოთ თანაცხოვრება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა