ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელი - ვინ როგორ გაიგო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
კონსულტაციების მესამე დღე - რა შედეგი ექნება ოპოზიცია-პრეზიდენტის მოლაპარაკებებს
რატომ სურს ლუკაშენკოს საქართველოს “ძველ ოჯახში” დაბრუნება - არსებობს თუ არა დსთ-ს გაფართოების შანსი
* * *
ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელი - ვინ როგორ გაიგო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა “გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, რომლიც ოპოზიიცის მხრიდან ე.წ. რუსულ კანონად არის შეფასებული, გადაწყვეტილება მიიღო. ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილებით სარჩენილი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. მოსამართლეეების გადაწყვეტილებით კანონის შეჩერება არ მოხდება, თუმცა, ის წარმოებაში მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციასა და მესამე სექტორში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელი - ვინ როგორ გაიგო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს” - ვკითხულობთ არასამთავრობო ოერგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. მათი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონს არანაირი ის საფრთხე არ მოუტანია, რასაც ტირაჟირებდნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანის თქმით, “არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, მეორე დღესვე დაგვხურავენო, ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ის, რომ ჩელიაბინსკში უნდა გაგვეღვიძა, გავიდა 5 თუ 6 თვე და ყველამ გავიღვიძეთ ისევ საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ელოდა. მას მიაჩნია, რომ ის სრულიად პოლიტიზირებულ ორგანოდ გადაიქცა, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. თუმცა, მიაჩნია, რომ მოსამართლეებმა მაინც თავი დაიზღვიეს და არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, ნაწილობრივ კი არა. ხოლო ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია თუ არა ეს იურისტებმა უნდა შეაფასონ. საყვარელიძის თქმით, ამ ეტაპზე “ოცნებას” და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც ვინც აკრიტიკებს, ყველა მათგანი პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელთაც “ოცნების” ხელისუფლებიდან მოშორება უნდათ”, - განაგრძობს გამოცემა.
“მაგალითად, სხვა მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოსგან არ მქონდა, რადგან ის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა. ზოგიერთი მოსამართლე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობას ვერ ხედავდა. ასეთი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, რომლიც პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ასევე, ქალბატონი მანანა კობახიძე, რომელიც “ოცნების” წევრი იყო და მისი დამოკიდებულებაც ამ ხელისუფლების მიმართ ყველასთვის კარგად ნაცნობია. ამიტომ მგონია მაინც ეს პერიოდი კი არ ფიქრობდნენ რა ექნათ, არამედ “ოცნებისგან” გარკვეულ დირექტივებს ელოდნენ. ამ გადაწყვეტილების მიღებას ამხელა ფიქრი რაში სჭირდებოდა. დასავლეთიდან ყველა მოუწოდებდა “ოცნებას”, რომ ეს კანონი შეეჩერებინა და სიტუცია განმუხტვისკენ წაეყვანა, მაგრამ, ეს შანსიც არ გამოიყენეს. წარმოებაში კი მიიღეს, მაგრამ კანონის შეჩერება არ მოხდა. ალბათ ახლა არჩევნებს დაელოდებიან. ამით გარკვეულწილად მოსამართლეებმაც თავი დაიზღვიეს, რომ რამე იყოს და “ოცნება” ვეღარ მოვიდეს ხელისუფლებაში, მაშინ მერე ამ კანონს შეაჩერებენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“როცა იგივე კანონი ამერიკაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედებს, მაინცდამაინც “ოცნებას” აუხტნენ ამ კანონის მიღებაზე. სწორედ იგივე კანონი მოქმედებს ამერიკაში და კაციშვილს არასდროს მოსვლია აზრად, რომ ის გაეკრიტიკებინა. რაღაცა პრინციპის საკითხად იქცა “ოცნებისთვისაც” და ამ დასავლელი პარტნიორებისთვისაც ამ კანონის მიღების საკითხი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბია და აქ სრულიად სხვა პოლიტიკური მიზნები დევს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის. ერთის მხრივ ის არ შეაჩერა და მეორეს მხრივ წარმოებაში მიიღო. ამით აჩვენა, რომ ის არ არის მიკერძოვებული და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება მოხდა. მე “ოცნების” გავლენას მოსამართლეებზე ვერ ვხედავ. საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი შეჩერებულიყო და იქნება “ოცნებას” დასავლეთთან რაღაცა სიტუაცია დაელაგებინა, აბსურდია, რადგან ახლა მათ ინტერესშია, რომ ისინი ხელისუფლებაში უკან აღარ დაბრუნდნენ. ამიტომ კანონი საერთოდ არაფერ შუაშია და ამ საკითხით მხოლოდ ადგილი სპეკულაციებს აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
კონსულტაციების მესამე დღე - რა შედეგი ექნება ოპოზიცია-პრეზიდენტის მოლაპარაკებებს
“უკვე ზედიზედ სამი დღეა, რაც ოპოზიციური პლატფორმების წარმომადგენლები კონსულტაციებს აწარმოებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ერთ-ერთი ბოლო აუდიენცია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებთან გამართა და ეს შეხვედრაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსულტაციების შედეგი უფრო არჩევნების შემდეგ დადგება, ნაწილი კი ამბობს, რომ “ქართული ქარტია” ჩაშლის პირასაა. პრეზიდენტს ერთ-ერთი პირველები “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლები შეხვდნენ - 7 ოქტომბერს. 8-ში ორბელიანების სასახლეს ეწვივნენ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” და ძლიერი საქართველო”. 9 ოქტომბერს კი გახარიას გუნდი. შეხვედრის შემდეგ ყველამ განაცხადა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა, კონცენტრირება კი ჯერ არჩევნებში მოგებაზე უნდა გაკეთდეს და ამის მიხედვით განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კონსულტაციების მესამე დღე - რა შედეგი ექნება ოპოზიცია-პრეზიდენტის მოლაპარაკებებს.
“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ კონსულტაციების საბოლოო შედეგი არჩევნების შემდეგ დადგება. “შედეგი ალბათ არჩევნების შემდეგ დადგება, მანამდე შეუძლებელია, რომ მინისტრთა კაბინეტის მთლიანი შემადგენლობა განსაზღვრონ. პრემიერი ალბათ ნეიტრალური უნდა იყოს და ამავე დროს, ყველა პარტიისთვის მისაღები. პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მას ჰყავს შერჩეული კანდიდატი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პარტიებს არ მოეწონათ მისი კანდიდატურა, ან თავად ჰყავთ შერჩეული”, - ამბობს ჩიტაძე. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უადგილოა, როცა მისი თქმით ოპოზიციას “პულსი არ ესინჯება”. “დათვი ჯერ არ მოუკლავთ და მის ტყავს ინაწილებენო - ვინ უნდა დააყენონ კანდიდატად - გახარია, ხაბეიშვილი, გვარამია თუ მელია? ისეთ აბსურდებზე ლაპარაკობენ, რომ ამით საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს”, - ამბობს გვენეტაძე. პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ კი იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა, რაც წინა სხვა წარმომადგენლებმა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მისი თქმით, პრეზიდენტის ნათქვამი, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას არ აპირებს მისასალმებელია, რადგან თავისუფალი სააკაშვილი რადიკალიზაციის უფრო მეტი წყაროა. “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია - ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ “ოცნება” ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენს პოზიციას. ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთავარი მიზანია ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა: ეს არის ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალური რევანშისტული იდეები”, - ამბობს გახარია, რომლის მტკიცებით ერთიც დამაზიანებელია და მეორეც ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად”, - განაგრძობს გამოცემა.
გახარიას თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს ჩამოშლილი “ოცნება” უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. “ამიტომ მე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ და ვეუბნები, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვის “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე სახის რევანში კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ვფიქრობ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება “ოცნების” მიერ და საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ... ჩვენ ვხედავთ სად არის ბრძოლის მთავარი ხაზი, ეს გადის დემოკრატიზაციის დაცვასა და ქვეყნის ევროპაში დაბრუნებაზე, - თვლის გახარია და განმარტავს, რომ “ამიტომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა”, - დასძენს გამოცემა.
“ქარტიაში ვადები დასახელებული არაა. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით, იმიტომ, რომ დავამარცხოთ და ხელისუფლებიდან გავუშვათ “ოცნება” ისე, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შანსი არ ჰქონდეს. შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა “ოცნება” მარცხდება და “ნაციონალური მოძრაობაც” მარცხდება. მე ამისთვის ყველანაირ თანამშრომლობაზე ვარ მზად ქართველ ხალხთან, საქართველოს მოქალაქეებთან და მათ შორის, პრეზიდენტთანაც იმიტომ, რომ ვიცი, ისიც იზიარებს ჩვენს ამ პოზიციას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.
რატომ სურს ლუკაშენკოს საქართველოს “ძველ ოჯახში” დაბრუნება - არსებობს თუ არა დსთ-ს გაფართოების შანსი
“ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მოსკოვში გამართულ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მას “დსთ-ს ოჯახის” ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს. ანალიტიკოსები დსთ-ს გაფართოებას გამორიცხავენ, ლუკაშენკოს ამ განცახდებას კი, სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ. “აქ ორი ვარიანტია: ან ლუკაშენკოს თვითშემოქმედება და იდიოტობა, ან რუსეთის აბსოლუტური უკონტროლო, თავდავიწყებული მცდელობა იმისა, რომ რუსული სამყაროდან რაღაც გადაარჩინოს, რადგან უკრაინას კარგავს, პანიკაში არიან და იქნებ მობილიზაციისთვის საქართველოში შემორჩათ ძალები იმისათვის, რომ ხალხს დააჯერონ დსთ კარგია, რაც კატასროფობაა”, - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი, ლუკაშენკოს ამ განცხადებას საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ სურს ლუკაშენკოს საქართველოს “ძველ ოჯახში” დაბრუნება - არსებობს თუ არა დსთ-ს გაფართოების შანსი.
“რასაკვირველია, საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ჩვენი მეგობარი და არამეგობარი აქტიურობს. ეს ნამვდილად გასაკვირი არაა. რას იტყვის ლუკაშენკო, ლავროვი თუ კრემლის სხვა წარმომადგენელი, ქართველი ხალხის თავისუფალ ნებაზე ამას არანაირი აზრი არ აქვს”, - ამბობს გია აბაშიძე. “ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია.”, - თქვა ლუკაშენკომ. პაატა ზაქარეიშილის აზრით, შესაძლოა რუსეთს ამით უნდა გააძლიეროს და გაამყაროს საქართველოში პრორუსული განწყობილებები, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოს ამ განცხადებას სავარაუდოდ, ქართული ოპოზიციური ძალები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ, მაგრამ, ხალხის საერთო განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სიმართლე გითხრათ ლუკაშენკოს განცხადებებზე ზოგჯერ ძალიან ვიბნევი. სრული იდიოტიზმი და აბსურდია. მგონი, ის არავის ეკითხება და რაც თავში მოუვა იმას ამბობს. დღეს “ქართულ ოცნებას” არანაირად არ აწყობს რუსეთის იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც მათ პირდაპირ გავლენის ქვეშ არიან, ამ ტიპის შეტყობინებები მოდიოდეს, რადგან საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩვენთან ეს ძალიან არაპოპულალურია. პრინციპში, ეს კარგი განცხადებაა იმისთვის, რომ მივხვდეთ “ოცნება” რას გვიპირებს. მე არ მესმის ეს ბელაურსს რაში სჭირდება? ლუკაშენკო რატომ უწევს რუსეთს დათვურ სამსახურს? ეს აშკარად ის განცხადებაა, რომელიც კიდევ მეტად მიუღებელი იქნება ქართველი ამომრჩეველისთვის და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვისაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმჯობესია ხმა მათ მივცეთო. თუ ეს რუსეთის ჩაწვეთებულია, ესე იგი საკუთარ თავზე კონტროლი მართლა დაკარგული აქვს, საერთოდ არ იცის რას აკეთებს და მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს. აშკარად რეგიონს (კავკასიას) კარგავს და ყველას ავალებს, რომ გააძლიერონ და გაამყარონ მისი აზრით, საქართველოში პრორუსული განწყობილებები, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“გასაგებია, ზოგს რაღაც ოცნებები აქვს, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდეს, აღდგეს საბჭოთა კავშირი, ძველი რუსული იმპერია და.შ. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მით უმეტეს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ქართველი ხალხის ნება ურყევია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღგდეს, არანაირი დათმობებით, არანაირი კუდის ქიცინით არც ევროპასთან, არც რუსეთთან და არც სხვა ძალებთან. ამიტომ, ეს ადრე თუ გვიან შესრულდება, უბრალოდ ამას დრო სჭირდება. ჩვენ ევროპაში გვინახავს 100-წლიანი ომი, რომელიც ასევე, დაზავებითა და მშვიდობით დასრულებულა. თუმცაღა, გარკვეული მანიპულაციები, რასაც განსაკუთრებით აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში ეძლევა, არაფერს ნიშნავს. ეს შეიძლება ზოგიერთმა ქართულმა ოპოზიციურმა ძალამ გამოიყენოს, მაგრამ, საერთო სახალხო განწყობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"