კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ავლაბარი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილის“  რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით კი ჩამორჩენაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური "ავლაბარი" რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით კი ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენაა.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამუშაოები როგორ არ მიმდინარეობს?! აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გავხსნით, რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ძალიან მალე იქნება დამთავრებული, უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე