შალვა პაპუაშვილი - ცდილობენ, სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდო-იდეოლოგიებით, ტრადიცია - ტრენდით, სამშობლო - ტერიტორიით, სუვერენიტეტი - მორჩილებით, ეროვნული ინტერესი - სხვების მაამებლობით

პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ - რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი - იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის „იდეალი დააბრუნა, რომლის ჩანაცვლებასაც, წლებია ცდილობენ“.

მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

„დავაბრუნეთ ყველა ის იდეალი, რის ჩანაცვლებასაც წლებია ცდილობენ. ცდილობენ, რომ სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდო-იდეოლოგიებით, ტრადიცია - ტრენდით, სამშობლო - ტერიტორიით, სუვერენიტეტი - მორჩილებით, ეროვნული ინტერესი - სხვების მაამებლობით.

გვრჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა, იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგვხედოს ისე, თითქოს საქმე სახვეწრად და დასამადლებლად გვქონოდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე