ბიძინა ივანიშვილი - „გლობალური ომის პარტია“ პირველად მე ვთქვი - „გლობალური ომის პარტია“ იმიტომ დავარქვი, რომ ომის პარტია აგერ გვყავს - „ნაციონალური მოძრაობა“

სხვათა შორის, „გლობალური ომის პარტია“ პირველად მე ვთქვი და ძალიან არ მოეწონათ - „გლობალური ომის პარტია“ იმიტომ დავარქვი, რომ ომის პარტია აგერ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“, მათში რომ არ არეოდათ და რომ გაეგოთ კიდევ არიან დიდი ძალები, ამიტომ მოვიფიქრეთ ეს ტერმინი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, „გლობალური ომის“ პარტია დიდი ძალაა, დიდი რესურსის მქონე, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ბევრ ბიუროკრატზე სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში.

როგორც ივანიშვილი ამბობს, „გლობალური ომის პარტიის“ მიზანია, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს.

„რატომ უნდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში? რა თავში იხლიან ამ „ნაციონალურ მოძრაობას“? ამაზე ყველას აქვს პასუხი. იმიტომ უნდათ, რომ სასწრაფოდ ჩაერთოს ომში, სანამ დასრულებულა. გლობალური ძალები თუ გლობალური ომის პარტია ათას სახელს უწოდებენ. სხვათა შორის, გლობალური ომის პარტია შეიძლება პირველად მე ვთქვი და ძალიან არ მოეწონათ. გლობალური ომის პარტია იმიტომ დავარქვი, რომ ომის პარტია აგერ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“, მათში რომ არ არეოდათ და რომ გაეგოთ, კიდევ არიან დიდი ძალები, ამიტომ მოვიფიქრეთ ეს ტერმინი. რომ არ მოგვეფიქრებინა, ომის პარტიად ყველა „ნაციონალურ მოძრაობს“ იფიქრებდა. ამისთვის უნდათ, იმიტომ გვეუბნებიან იგივე ძალები: ევრობიუროკრატები თუ ამერიკელები. ეს ძალა (გლობალური ომის პარტია) ძალიან დიდი ძალაა, დიდი რესურსის მქონე, მათ მიუწვდებათ ხელი ძალიან ბევრ ბიუროკრატზე სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში და აქ უნდათ, რომ დააბრუნონ ეს ძალა (ნაციონალური მოძრაობა), საკუთარი ძალა, ვისაც მართავდნენ. მეორე დღესვე გაჩაღდება ომი. არ იფიქროთ, რომ რაღაცას გაივლიან, ამის დრო არ არის, ძალიან გახურებულია ეს თემა. ომის დროს ყველას უჭირს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენგან აგრესია გამძაფრდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება