ბიძინა ივანიშვილი -  ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამეთუ არსებობს განსხვავებული აზრი -  27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, არაფერი პრობლემა არ იქნება

საქართველოში, დღეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია, ისეთი დემოკრატიაა, რის საფუძველზეც, ევროპა გახდა ასეთი მომხიბვლელი, რაც სამწუხაროდ, მე მგონი, დღეს ევროპას აკლია. აი, ასეთი განცხადებები გვესმის მათ რიცხვში ევროპიდან, ამერიკიდან, საერთოდ დასავლეთიდან, მაგრამ, ავიწყდებათ მთავარი - ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამეთუ არსებობს განსხვავებული აზრი, არსებობს განსხვავებული მედია და უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გასული 12 წლის მანძილზე, არაერთი მცდელობა ნახა, შესაბამისად, ვირტუალური რეალობა არ იმუშავებს და „27-ში ყველამ წყნარად უნდა დაიძინოს“, მაგრამ, ივანიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამო, უახლოესი მომავალი დაძაბული იქნება, რასაც სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს.

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ ამ 12 წლის განმავლობაში, მათი ათასნაირი ტიპის მცდელობები - არ იმუშავებს, ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ, უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაძაბული. ძალიან მძიმე გეოპოლიტიკა არსებობს დღეს და მძიმე რეალობაა მთელ რეგიონში და ამას აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს