შალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ - თავიდან გაგვეცინა და მერე მივხვდით, რომ შეიძლება გულისხმობთ UFC-ის ბრძოლას, რომელიც იქ იმართება

არც ბილეთი მაქვს და არც ინფორმაცია - ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ფრენის ბილეთებს ყიდულობენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს UFC-ის ბრძოლას, რომელიც სავარაუდოდ, დუბაიში იმართება.

„თავიდან გაგვეცინა საერთოდ რა იყო და მერე მივხვდით, რომ შეიძლება გულისხმობთ UFC-ის ბრძოლას. აქედან დაიწყო, ალბათ, საუბარი. საერთოდ ვერ მივხვდით საიდან მოდიოდა - რა შუაშია დუბაი და რა შუაშია 27. მერე ბოლოს მივხვდით, რომ UFC-ის ბრძოლაზეა, ალბათ, საუბარი და აქედან გაქვთ ეჭვები, თუ არ ვიცი რა არის. ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად იმისთვის, რომ ეს გამარჯვება აღვნიშნოთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე