შალვა პაპუაშვილი - იგივე სპექტაკლიდან არის ბაჩიაშვილის საქციელიც, რომელიც ადამიანურ ზღვარს სცდება და უმადურობისკენ მიჰყავს ადამიანი - უბრალოდ სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას

რაც შეეხება ბაჩიაშვილს, იგივე სპექტაკლიდან არის მისი საქციელიც, რომელიც სინამდვილეში არის იდეოლოგია, რომელიც ადამიანურ ზღვარს სცდება და უმადურობისკენ მიჰყავს ადამიანი - უბრალოდ სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით იგი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხაზარაძე ახლა ამ თემების გარშემო ტრიალებს და ბაჩიაშვილთან ამ მხრივ აქვს „სულიერი კავშირი.“

„რაც შეეხება ბაჩიაშვილს, იგივე სპექტაკლიდან არის მისი საქციელიც, რომელიც სინამდვილეში არის იდეოლოგია, რომელიც ადამიანურ ზღვარს სცდება და უმადურობისკენ მიჰყავს ადამიანი. უბრალოდ სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას.

მიზანი არის ერთი - მამუკა ხაზარაძეს, როგორც „ტვ პირველის“ მფლობელს ერთადერთი თემა, რომელიც თავში უტრიალებს, არის ფული. ამიტომ, იგი ახლა ამ თემების გარშემო ტრიალებს და ბაჩიაშვილთან ამ მხრივ აქვს სულიერი კავშირი. ამიტომ, რა უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო „ტვ პირველის“ და სხვების პოპულარული რესპონდენტი, რომელიც საერთოდ სასწაულ ამბებს ჰყვებოდა და შემდეგ ვნახეთ, როგორ არ ჩამოჰქონდა კატერები თუ გემები და ტყუილს ამბობდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არჩევნების წინა დღეს სათქმელი და არაფერი შესადავებელი „ქართულ ოცნებასთან“, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან არ აქვთ გარდა იმისა, რომ ბაჩიაშვილი დადგეს და „ტვ პირველის“ ეთერში იჭორაოს ისეთი ამბით, რომელსაც იციან, რომ არავინ დაიჯერებს.

„საერთო ჯამში, ვაკვირდებით რა არის მედიაში, რას „ასკანდალებენ“ ან ა.შ. წარმოგიდგენიათ, არჩევნების წინა დღეს სათქმელი და არაფერი შესადავებელი „ქართულ ოცნებასთან“, ხელისუფლებასთან, ბიძინა ივანიშვილთან არ აქვთ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი დადგეს და „ტვ პირველის“ ეთერში იჭორაოს ისეთი ამბით, რომელსაც იციან, რომ არავინ დაიჯერებს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესობა საქართველოს უანგაროდ მოახმარა. დღემდე არ მომისმენია მადლობა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანასთან დაკავშირებით. ]ბიძინა ივანიშვილს] ვინმე აძალებდა და ექაჩებოდა, რომ თავისი ქონების უმეტესობა დაეხარჯა საქართველოზე? წარმოგიდგენიათ, რა აბსურდია რომ მას რაღაც მითვისება დააბრალო. თუ საქართველოში რამე გასაჭირის ან სიხარულის თემაა, ყველას - „ოცნების“ მხარდამჭერსაც, არამხარდამჭერსაც და ოპოზიციასაც ახსენდება ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადამიანი, რომელიც ქვეყანას გვერდში დაუდგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია