ირაკლი ქადაგიშვილი - გარკვეული პირები ცდილობენ პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცეს - ყველაფერი გაკეთდება საარჩევნო კომისიების მხრიდან, რომ ექსცესები არ დაიშვას

„ქართული ოცნების“ დელეგატი კახეთში (ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, როგორც კახეთის რეგიონში ასევე ქვეყნის მასშტაბით აქტივობა მაღალია საარჩევნო პროცესი კი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება მარნეულში მომხდარს, ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ გარკვეული პირებისგან სპეციალურად მართული პროვოკაციაა.

„დავიწყოთ კახეთით, სადაც ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, უბნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ გარკვეული პირები ცდილობენ გარკვეული პროვოკაციული ქმედებებით ყველანაირად ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს. მიზანი ამ პროვოკაციული ქმედებებისა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, რამენაირად იქნებ უცხოელ დამკვირვებლებს ათქმევინონ, რომ ექსცესებს ჰქონდა ადგილი და არჩევნებს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. სხვა მხრივ, ალბათ, ყველაფერი გაკეთდება საარჩევნო კომისიების მხრიდან, რომ რეალურად არანაირი ექსცესი არ იქნას დაშვებული, რომელიც შეაფერხებს ხმის მიცემის პროცესს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე