ნიკა მელია - სიმართლე ივანიშვილის მხარეს არ არის, მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება და ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე ჰგონია - იქნება ძალიან მკვეთრი, გააზრებული გადაწყვეტილებები - ვნახავთ, საზოგადოება რისთვის არის მზად

ბიძინა ივანიშვილი ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საზოგადოებისგან, სიმართლე მის მხარეს არ არის, მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება და ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე მას ჰგონია, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მხოლოდ ემოციური საუბარი და გადაწყვეტილებები არ არის საკმარისი.

მისი თქმით, იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებები, რომელსაც მოჰყვება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და გამოჩნდება, საზოგადოება რისთვის არის მზად.

“ქართველი ხალხის ნება არ არის ასახული საერთოდ. აქ ბევრი საუბრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, არჩევნები გადაიწერა… არჩევნები არ ჩატარებულა, ეს არ იყო არჩევნები. თუ ვინმეს გჯერათ, დედოფლისწყაროდან დაწყებული, ყაზბეგით დამთავრებული, თბილისით დაწყებული, ხულოთი დამთავრებული, რომ “ქართულ ოცნებას” ამ ქვეყანაში 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაეზარდა მხარდაჭერა თითქმის 20%-ით , ასეთ ადამიანთან კამათს აზრი არ აქვს და მადლობა ღმერთს, ასეთი ხალხი ძალიან მძიმე უმცირესობაშია.

მე პირდაპირ გეტყვით ჩემს ემოციებს. “კოალიცია ცვლილებისთვის” გადაწყვეტილება თქვენ მოისმინეთ - პარლამენტში არ იქნება “კოალიცია ცვლილებისთვის” არცერთი წარმომადგენელი იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი, ეს პარლამენტი უნდა გახდეს ერთპარტიული, კომუნისტური ყაიდის პარლამენტი, თავისი ფორმითაც და შინაარსითაც ისედაც ასეთი იყო. მე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციონერებიც ანალოგიურად მოიქცევიან, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საზოგადოებისგან, სიმართლე მის მხარეს არ არის, მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება და ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე მას ჰგონია. ასლან აბაშიძემაც უკანასკნელ პერიოდში, სანამ ის იყო “ასლან აბაშიძე”, არჩევნებზე 60% დაიწერა და რამდენიმე თვეში ის ადამიანი ქვეყანაშიც კი ვერ გაჩერდა, არ გაეჩერებოდა. ივანიშვილი ვერ იქნება გამონაკლისი.

კარგია, რომ საზოგადოება აგრძელებს ბრძოლას და აგრძელებს გასამმაგებული, გაოთხმაგებული ენერგიით, შესაბამისად, ახლა მხოლოდ ემოციური საუბარი და გადაწყვეტილებები არ არის საკმარისი, იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებები, რომელსაც მოჰყვება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ვნახავთ, საზოგადოება რისთვის არის მზად. საზოგადოება ცვლილებებისთვის მზად იყო და არის და ამ ცვლილებებისთვის იქნება ბრძოლაში მანამ, სანამ ეს ცვლილებები დადგება”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს