გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ნება არ აქვს - ფაქტობრივად, არჩევნები კი არ მოგვპარა, ევროპული მომავალიც მოგვპარა

ბიძინა ივანიშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ნება არ აქვს იმიტომ, რომ ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხის ხვალინდელი დღე და მათი არჩევანი. ურჩევნია ძალაუფლებაში დარჩეს და კიდევ ერთი ორი მილიარდი იშოვოს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „ევროპული მომავალიც მოგვპარა“.

„[არჩევნებზე დარღვევების] გამოძიება არის პოლიტიკური ნება. თქვენ რა გგონიათ, „ქართულ ოცნებას“ ან ბიძინა ივანიშვილის იმის რესურსი არ ჰქონდა, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაეტარებინა? რა თქმა უნდა, ჰქონდათ. თქვენ რა გგონიათ, მათ არ შეეძლოთ, არ ეძალადათ ხალხის ნებაზე? რა თქმა უნდა, შეეძლოთ. შეეძლოთ ჩაეტარებინა ძალიან კარგი არჩევნები. თქვენ რა გგონიათ, ივანიშვილს იმის რესურსი არ აქვს, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? აქვს. ნება არ აქვს. იმიტომ არ აქვს, რომ ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხის ხვალინდელი დღე და მათი არჩევანი. ურჩევნია ძალაუფლებაში დარჩეს და კიდევ ერთი ორი მილიარდი იშოვოს. ეს არის, მეტი არაფერი - სიხარბე! რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკეთებენ, მოუწოდებენ გონიერებისკენ, ბოლომდე მოუწოდებენ და სწორსაც აკეთებენ. მათი მკაფიო პოზიცია ამ არჩევნების არაღიარების, მარტო „ოცნების“ პრობლემა არ იქნება, ქვეყნის პრობლემაც იქნება. ეს პოლიტიკურ ჩიხს ნიშნავს და ამ ჩიხში არ უნდა შევიდეს და არ უნდა შეგვეყვანა ეს ქვეყანა. ამიტომ ვამბობდი, რომ არჩევნები იდეალური გამოსავალია ამ ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“, რომ გადავლახოთ ეს კრიზისული მომენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გახსნილია და არავინ ჩვენ იქ ორი წელი არ დაგველოდება.ამიტომ არის ემოციები ძალიან მძაფრი. ფაქტობრივად, არჩევნები კი არ მოგვპარა, ევროპული მომავალიც მოგვპარა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ ხალხის უნდობლობაა“.

„ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ის კი არ არის, ვინმე აღიარებს თუ არა მის არჩევნებს, ქართველი ხალხი არ აღიარებს, არ ენდობა. მარტივად უყურებენ, რომ გვაქვს მილიონზე მეტი ხმა. ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ილუზიაა. ასე რომ იცავენ ამ ილუზიას, სასაცილოა. ამიტომ, თუ ნდობა უნდათ.. მაგრამ რას აღადგენენ, ვერაფერსაც ვეღარ აღადგენენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის