ჯო უილსონი - რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის

ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს.

როგორც უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით“.

"რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ როგორც რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, - წერს უილსონი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა