ირაკლი ფავლენიშვილი - პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად

არჩევნებზე ყველა მეთოდით ხდებოდა ქართველი ხალხის ნების შეცვლა, რაც ამ არჩევნებს ხდის არალეგიტიმურს. შეუძლებელია პოლიტიკური ძალა ჩავთვალოთ მმართველ პარტიად, რომელმაც ყველაფერი უკანონო გააკეთა არჩევნებში გასამარჯვებლად, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ხმების სრული უმრავლესობა უკანონო გზით მიიღო.

„მას აქვს შექმნილი სისტემა, რომელიც ახდენს არჩევნებზე არა ხმების მობილიზაციას, არამედ, უბრალოდ, იპარავს ხმებს და აიძულებს მოქალაქეებს ხმის მიცემას. პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად. კრიმინალური სინდიკატი არის უკვე ის ორგანიზაცია, რომელიც ასე ფუნქციონირებს, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა