ჯო ბაიდენი - კამალა ჰარისის ისტორია წარმოადგენს ამერიკის ისტორიაში საუკეთესო ისტორიას და ეჭვი არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ისტორიის წერას

ის, რაც დღეს ამერიკამ დაინახა, იყო კამალა ჰარისი, რომელსაც ვიცნობ და ღრმად აღფრთოვანებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, კამალა ჰარისი არის დიდი პარტნიორი და საჯარო მოხელე, სავსე კეთილსინდისიერებით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. მან საგანგებო გარემოებებში გააძლიერა და ხელმძღვანელობდა ისტორიულ კამპანიას.

„კამალას არჩევა იყო პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, როდესაც 2020 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდი. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. მისი ისტორია წარმოადგენს ამერიკის ისტორიაში საუკეთესო ისტორიას და როგორც მან დღეს ცხადყო, ეჭვი არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ისტორიის წერას. ის გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულად, მონდომებით და სიხარულით. ის გააგრძელებს ჩემპიონობას ყველა ამერიკელისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე