აფხაზეთში განვითარებული პროცესების მიზეზებსა და მიზნებზე, ასევე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, გასულ დღეებში აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ განხილვას წინააღმდეგობა გაუწია აფხაზური პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა.
ეს დაემთხვა ოპოზიციის მზადებას მობილიზება გაუკეთონ ხალხს გუდაუთაში, ვინც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება და ჩამოიყვანონ სოხუმში. დეპუტატთა დაკავება სწორედ იმ დროს მოხდა, როცა წარმოშობით ოჩამჩირის რაიონელი დეპუტატები გუდაუთაში ხალხთან გამართული შეხვედრების შემდეგ სოხუმში ბრუნდებოდნენ.
ამას მოჰყვა ხალხის ქუჩაში გამოსვლა და საპროტესტო აქციები, რასაც მოჰყვა დაკავებული დეპუტატების გათავისუფლება, მაგრამ 15 ნოემბრისათვის დაგეგმილი აქციისთვის მზადება გრძელდება.
ფაქტია, რომ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკონომიკაზე სრული კონტროლის დამყარების და დემოგრაფიული ვითარების მკვეთრად შეცვლის სურვილი.
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს რუსი ინვესტორებისათვის შეღავათიანი რეჟიმის დაწესებას. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლას სჭირდა დე-ფაქტო პარლამენტში მისი რატიფიცირება. პარლამენტში მიმდინარეობს „აპარტამენტების შესახებ“ კანონის განხილვა, რომელიც ეგრეთ წოდებული აპარტამენტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსული კომპანიებისათვის უძრავი ქონების შეძენისა და მშენებლობის უფლების მინიჭებას.
ფაქტია, რომ აფხაზები მაქსიმალურად ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას. მოსკოვმა სოხუმს ვერც აგენტების კანონი მიაღებინა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას რაც, ახლა აფხაზეთში ხდება?
- აფხაზეთში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, უკავშირდება რუსეთის სურვილს და განზრახვას, თავისთვის სასარგებლო რეალობის, მათ შორის ე. წ. „ლეგალური/საკანონმდებლო“ სფეროში სასურველი პირობების შესაქმნელად. დღეს არსებული ვითარება აფხაზეთის პოლიტიკურ ველზე ძალზედ დაძაბულია. ოპოზიციური ძალები, რომლებიც ნაციონალური იდეის მიმდევრებად ასაღებენ თავს, ცდილობენ პატრიოტული მოტივებით ხალხის პროტესტს კონსოლიდირებულად ჩაუდგნენ სათავეში. აფხაზეთის უკანონო ხელისუფლება კი ხისტი მეთოდებით ცდილობს ამ პროტესტის ჩახშობას.
აფხაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს გახლავთ საკმაოდ პატარა საზოგადოება, ხსენებული ხისტი მეთოდები უკუეფექტს იძლევა. გარდა ამისა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად აძლევს უპრეცედენტო პრეფერენციებს რუსეთის ბიზნეს სუბიექტებს. ასეთი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, აფხაზეთი ძალიან სწრაფად აღმოჩნდება რუსული კაპიტალის ტყვეობაში. იქ დარჩენილი მოსახლეობა კი დაკარგავს ქართველების ეთნო-წმენდისა და გენოციდის შედეგად მიღებულ დოვლათზე წვდომასა და განკარგვის უფლებას.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად აძლევს უპრეცედენტო პრეფერენციებს რუსეთის ბიზნეს სუბიექტებს. ასეთი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, აფხაზეთი ძალიან სწრაფად აღმოჩნდება რუსული კაპიტალის ტყვეობაში. იქ დარჩენილი მოსახლეობა კი დაკარგავს ქართველების ეთნო-წმენდისა და გენოციდის შედეგად მიღებულ დოვლათზე წვდომასა და განკარგვის უფლებას
ამიტომ აფხაზურ საზოგადოებაში, მოვლენების ასეთი განვითარება აღიქმება ქართველებზე „გამარჯვების“ რევიზიად. მათ რა თქმა უნდა ესმით, რომ ხსენებული პროცესები გამოიწვევს აფხაზეთში ომის შედეგად დარჩენილი მოსახლეობის მკვეთრ გაღარიბებას და ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიის შთანთქავს. ამას სავარაუდოდ მოჰყვება არა მარტო ეკონომიკური, არა მედ კულტურული, და პოლიტიკური ასიმილაცია, რაც არსებული მოცემულობით, სავარაუდოდ მხოლოდ დროის საკითხია.
ამგვარად, აფხაზური ეთნოსის დიდი ნაწილისთვის მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი საგანგაშოა, და შესაბამისად საპროტესტო მუხტიც ძლიერდება.
აფხაზური ეთნოსის დიდი ნაწილისთვის მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი საგანგაშოა, და შესაბამისად საპროტესტო მუხტიც ძლიერდება
- რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი ჩქარობს, რადგან გაზაფხულზე აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია. ბჟანია რომ არჩევნებს წააგებს მოსკოვშიც იციან და აფხაზეთშიც და ცდილობენ რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებები ბჟანია „პრეზიდენტობისას“ იქნას მიღებული.
რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, ახლა რაც ხდება აფხაზეთში სწორედ ამის გამო ხდება?
- ჩემი აზრით, ყოველივე ეს არის განპირობებული რუსეთის სურვილით, რომ მოახდინოს მეტ-ნაკლები ლეგალიზაცია თავისი გავლენის აფხაზეთში. რატომ ჩქარობს რუსეთი? სავარაუდოდ, გლობალური დაპირისპირება და უკრაინაში მიმდინარე ომი შედის ისეთ ფაზაში, როდესაც მხარეები ადრე თუ გვიან დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამიტომ, რუსეთისთვის ურიგო არ იქნება სავაჭროდ რაც შეიძლება მეტი არგუმენტი ჰქონდეს. დიდი ალბათობით გარდა თვით უკრაინის ტერიტორიების მითვისების ლეგალიზებისა, რუსეთი დააყენებს სხვა ტერიტორიების, მაგალითად აფხაზეთის, ამა თუ იმ ფორმით, მიერთების საკითხს.
რატომ ჩქარობს რუსეთი? სავარაუდოდ, გლობალური დაპირისპირება და უკრაინაში მიმდინარე ომი შედის ისეთ ფაზაში, როდესაც მხარეები ადრე თუ გვიან დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამიტომ, რუსეთისთვის ურიგო არ იქნება სავაჭროდ რაც შეიძლება მეტი არგუმენტი ჰქონდეს. დიდი ალბათობით გარდა თვით უკრაინის ტერიტორიების მითვისების ლეგალიზებისა, რუსეთი დააყენებს სხვა ტერიტორიების, მაგალითად აფხაზეთის, ამა თუ იმ ფორმით, მიერთების საკითხს
ამის საფუძვლად სწორედ ასეთი ხელშეკრულებები, ან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ერთიანი ჯარი და სხვა ფაქტორები დასახელდება. გარდა ამისა რუსეთისთვის უდიდეს მოტივაციას წარმოადგენს 213 კილომეტრიანი შავი ზღვის სანაპირო ზოლი. ამ რესურსის ათვისება შესაძლებლობას მისცემს მას სამხედრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და რა თქმა უნდა რეკრეაციული ინდუსტრიის რეაბილიტაცია/აშენების. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რუსეთიდან ახალი მოსახლეობის მოზიდვას, რაც ამ ტერიტორიის 1993 წლის შემდეგ ეთნიკური სურათის ძალადობრივი შეცვლის კიდევ ერთი მაგალითია, რაც თავის მხრივ საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა და დანაშაულია.
ყოველივე ეს უზარმაზარი საფრთხის შემცველია საქართველოს სახელმწიფოსთვის. ამიტომ ამას საქართველოში საგანგებოდ და განსაკუთრებულად ყურადღება უნდა მიექცეს ყველა დონეზე.
- დეპუტატები კი გაათავისუფლეს, მაგრამ იმ ინფორმაციებით, რაც ჩვენამდე აღწევს, იმაზე მეტყველებს, რომ სოხუმის ხელისუფლებას კიდევ მოუწევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სოხუმში შესავლელი გზების გუდაუთიდან, ანუ გუმისთაზე ეშერის ქვედა და აჩადარაში ზედა ხიდებისა და ოჩამჩირის მხრიდან კოდორის ხიდის გადაკეტვა.
სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში 15 ნოემბერს, როცა აფხაზური პარლამენტი კვლავ უნდა დაუბრუნდეს იმ კანონების მიღებას, რაც ადგილობრივი ოპოზიციონერების შეფასებით ცალსახად რუსეთის სასარგებლოდაა?
- ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მე სრულიად ვეთანხმები აფხაზური ოპოზიციის აზრს. დიახ, ეს ყოველივე არის რუსული ინტერესი და არანაირად არ წარმოადგენს აფხაზი ეთნოსის ინტერესს. მეტიც, აშკარაა საფრთხეები რაც შეიძლება მოჰყვეს ამ, საქართველოს თვალსაზრისით უკანონო, ხელშეკრულების ე.წ. რატიფიკაციას.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მე სრულიად ვეთანხმები აფხაზური ოპოზიციის აზრს
ერთი სიტყვით და მარტივად რომ ავსახოთ აღნიშნული პროცესი - ქაოსი. სავარაუდოდ, ხალხი და ოპოზიციური ლიდერები მოახერხებენ მობილიზაციას და „რატიფიკაციის“ დღეს გამართავენ მასშტაბურ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ ბჟანიას ხელისუფლება მიმართავს ძალადობრივ მეთოდებს და რუსეთი გადაწყვეტს მისი უკანონო რეჟიმის ფიზიკურ მხარდაჭერას, მაგალითად გვარდიის ნაწილების გადმოსროლით აფხაზეთში, ან სხვა აფხაზეთში განთავსებული რუსული შეიარაღებული კონტინგენტის ჩართვას ამ პროტესტის აღსაკვეთად, ბუნებრივია, ეს შეიძლება გადაიზარდოს აჯანყებაში.
ასეთ ვითარებაში მოვლენების განვითარება არაპროგნოზირებადი გახდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სავარაუდოდ, ხალხი და ოპოზიციური ლიდერები მოახერხებენ მობილიზაციას და „რატიფიკაციის“ დღეს გამართავენ მასშტაბურ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ ბჟანიას ხელისუფლება მიმართავს ძალადობრივ მეთოდებს და რუსეთი გადაწყვეტს მისი უკანონო რეჟიმის ფიზიკურ მხარდაჭერას, რუსული შეიარაღებული კონტინგენტის ჩართვას ამ პროტესტის აღსაკვეთად, ბუნებრივია ეს ყოველივე შეიძლება აჯანყებაში გადაიზარდოს
- გვახსოვს, თუ როგორ "გაპრეზიდენტდა" ასლან ბჟანია. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ ხაჯინბას წინააღმდეგ რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქცია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ 4-5 თვეა დარჩენილი, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არძინბა-ანქვაბის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლაში „ძალის დემონსტრირების“ ტრადიცია გაგრძელდეს და „პრეზიდენტი“ ბჟანია დემონსტრანტებმა აიძულონ გადადგეს?
- სავსებით რეალისტურია მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობა. როგორც ჩანს, ბჟანიას ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალიან არაპოპულარულია აფხაზეთში დარჩენილ საზოგადოებისთვის. ასეთი მკვეთრი მიუღებლობა ჩემი დაკვირვებით არც ერთი ე.წ. ხელისუფლის მიერ არ ყოფილა 1993 წლის შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ ბჟანიას „პოლიტიკური მომავალი“ არც ისე პოზიტიურია.
როგორც ჩანს, ბჟანიას ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალიან არაპოპულარულია აფხაზეთში დარჩენილ საზოგადოებისთვის. ასეთი მკვეთრი მიუღებლობა ჩემი დაკვირვებით არც ერთი ე.წ. ხელისუფლის მიერ არ ყოფილა 1993 წლის შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ ბჟანიას „პოლიტიკური მომავალი“ არც ისე პოზიტიურია
ასეთი შედეგის მიღწევა მოხერხდა რუსეთთან აქტიური ფლირთით, სადაც მოსკოვის მკაცრმა მოთხოვნებმა პრაქტიკულად გამოაჩინა რეალური დამოკიდებულება აფხაზეთისა და აფხაზების მიმართ.
ამიტომ ძალადობრივი ჩანაცვლება შესაძლებელია, მაგრამ რა შედეგის მომტანია ასეთი ნაბიჯი? ამ კითხვას ვსვამ იმის გამო, რომ აფხაზეთის ელიტამ წლების განმავლობაში, ქართველების მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივებითა და მოსკოვთან ჩახუტებით, შექმნეს პირობები იმისათვის რომ აფხაზეთის და აფხაზი ეთნოსი შეეწირათ რუსეთის ინტერესებს.
ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში, და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“ ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის დამოკლეს მახვილი არსად გაქრება.
რაც შეეხება გალის რაიონის და ზოგადად ქართული მოსახლეობის მდგომარეობას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვითარება ნამდვილად საგანგაშოა
- სოხუმში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ნებისმიერ დაპირისპირებას ჩვენში უმეტეს წილად ჩვენთვის სასარგებლო პროცესად განიხილავენ. არადა, აფხაზეთში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც როგორც აფხაზეთში იციან თქმა „სწორება თბილისზე“ ჰქონდეს.
ბჟანიას მმართველობისას კარგა ხანია აფხაზეთის პრემიერის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი იკავებს, რომელმაც სერგეი ბაღაფშის „პრეზიდენტობისას“ გალის რაიონის მოსახლეობისთვის აფხაზური მოქალაქეობისა და პასპორტების გაცემის გამო თავის დროზე საყვედურობდნენ და ამის გამო იგი იძულებული იყო მომიტინგეებს გარიდებოდა და გადამდგარიყო.
ხელისუფლებაში მობრუნებულმა ანქვაბის გუნდმა და „პრეზიდენტმა“ ბჟანიამ ვერ გაბედეს გალის რაიონში მცხოვრებთათვის აფხაზური პასპორტების დაბრუნება. ამ წლებში სრულად მოხდა გალის სკოლების რუსულ სექტორზე გადაყვანა. ახლა ამ სკოლებში ქართული ენა კვირაში მხოლოდ ერთხელ ისწავლება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ბჟანიას ხელისუფლების დამოკიდებულებას და გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისა და საქართველოსთან მიმართებაში?
- რაც შეეხება გალის რაიონის და ზოგადად ქართული მოსახლეობის მდგომარეობას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვითარება ნამდვილად საგანგაშოა.
ქართველების მიმართ ტარდება ყველანაირი ძალადობრივი და ადამიანის ღირსების და უფლებების დარღვევით პოლიტიკა. ეს ყველანაირი თვალსაზრისით დანაშაულია. აქ პირდაპირ უნდა ითქვას რომ აღნიშნული ვითარება წარმოადგენს ადამიანის ყველა არსებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ისეთებიც როგორიცაა სიცოცხლის უფლება, ქონებრივი უფლებები, დაბრუნების უფლება, კულტურული თვითმყოფადობის უფლება, რელიგიური უფლებები, საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება, სამართალთან წვდომისა, ჯანდაცვის, სოციალური სერვისებით სარგებლობის უფლებები და მრავალი სხვა.
რაც შეეხება ბჟანიას და მის „პოლიტიკას“ საქართველოს მიმართ - ესეთი არ არსებობს. ერთადერთი რაზეც მეტ-ნაკლებად შეიძლება საუბარი ამ კონტექსტში არის კომენტარები ქართულ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესებზე, და სურვილები ლოჯისტიკური თუ სხვა პროექტების რეალიზაციაში მონაწილეობის შესაძლებლობებზე
ამიტომ ეს საგანგაშო მდგომარეობა უნდა იყოს მუდმივად საქართველოს სახელმწიფოს და ზოგადად ქვეყნის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, და მუდმივად ხდებოდეს სათანადო რეაგირება ყველაფერზე, რაც ეხება გალისა და აფხაზეთის სხვა რაიონებში დარჩენილ ქართული მოსახლეობის ჩაგვრას.
რაც შეეხება ბჟანიას და მის „პოლიტიკას“ საქართველოს მიმართ - ასეთი არ არსებობს.
ერთადერთი რაზეც მეტ-ნაკლებად შეიძლება საუბარი ამ კონტექსტში არის კომენტარები ქართულ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესებზე, და სურვილები ლოჯისტიკური თუ სხვა პროექტების რეალიზაციაში მონაწილეობის შესაძლებლობებზე. მაგრამ, ეს ყოველივე ზედაპირული მსჯელობებია, რადგან, როგორც ჩანს, აფხაზეთში ვერ ან არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებზე, რადგან მათი შეხედულებები მთლიანად ეყრდნობა მოსკოვიდან დანახულ რეალობას და მთლიანად ასახავს ჩრდილოეთიდან მომდინარე ვექტორს.
ჩემთვის ერთი ცხადია, ნებისმიერი „ხელისუფალი“ რომელიც ნებისმიერი ფორმით გაბატონდება აფხაზეთში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის უკანონო
ეკონომიკურ პროექტებს რაც შეეხება, აღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა თეორიას ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დალაგებას, რაც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ილუზორულად გამოიყურება.
- იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციამ შეძლო ბჟანიას გადაყენება, სავარაუდოდ, როგორი იქნება მათ პოლიტიკა ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მიმართ?
- ძნელია ახლა ასეთი სცენარის რეალიზაციაზე და მით უმეტეს მის შედეგებზე მსჯელობა. ჩემთვის ერთი ცხადია, ნებისმიერი „ხელისუფალი“ რომელიც ნებისმიერი ფორმით გაბატონდება აფხაზეთში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის უკანონო. რაც შეეხება ურთიერთობებს, მოსკოვის შემთხვევაში ძნელად წარმოსადგენია ამ მიმართულებით ანტი-რუსული ხელისუფლების მოსვლა. გაგახსენებთ რომ ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები რეალურად ლამის ეჯიბრებიან ერთმანეთს რუსეთის მიმართ სიყვარულის, პატივისცემის და მადლიერების გამოხატვაში. ამიტომ მოსკოვის გავლენაზე უარის მთქმელი აფხაზეთში არავინაა.
აფხაზეთის საკითხის მიმართ ზოგადად არასისტემური მიდგომა. ამ ინტერესს ხშირად აქვს კამპანიური ხასიათი... ძირითადად ცალმხრივი მიდგომაა არასამთავრობო სექტორში, რომელიც კონფლიქტოლოგიურ თეორიებს ხშირად არ ცდება. ამავდროულად დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები პრაქტიკულად გათიშულები ან მეტიც მარგინალიზირებულები არიან ამ პროცესებიდან... გარდა ამისა ექსპერტიზა ამ საკითხთან მიმართებაში ძალზედ ზედაპირული და არადამაკმაყოფილებელია
უბრალოდ ოპოზიციას იმედი აქვს რომ შესაძლებელია ამ გავლენის კორექტირება, აფხაზების სასარგებლოდ. ძალზედ მიამიტური მიდგომაა ჩემი აზრით. საქართველოზე კი აფხაზეთში დღეს არავინ ფიქრობს, ორი უმთავრესი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზეზის/ფაქტორის გამო - არ სურთ ქართველი დევნილების დაბრუნება, რადგან დევნილების დაბრუნებით უნდა მოხდეს დაბრუნებული მოსახლეობის ქონებრივი უფლებების აღდგენა, რაც იქ დარჩენილი მოსახლეობის მიერ არის უხეშად დარღვეული. არ დაგვავიწყდეს, ყველანაირი პოლიტიკა პირადი ინტერესებითაა ნაკარნახევი.
- ფაქტია, რომ ახლა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებმა „მომავალი პრეზიდენტის“ ვინაობაც უნდა გამოავლინოს. თქვენი ვარაუდები ამ თემაზე როგორია?
- შესაძლებელია, თუმცა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარს თავს შევიკავებდი, რადგან მოვლენები სწრაფად ვითარდება და არავინ იცის ამ პროცესების შედეგად რა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ.
- პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აფხაზეთში ვითარების ნებისმიერ გართულებაზე ქართულ საზოგადოებას ამ მწირი ინფორმაცია აქვს, ან იმ ტიპის ილუზიებშია, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი არის აფხაზეთის საკითხის მიმართ ზოგადად არასისტემური მიდგომა. ამ ინტერესს ხშირად აქვს კამპანიური ხასიათი.
მაგალითად, მედიაში ჟღერდება აფხაზეთის თემატიკა მხოლოდ მაშინ როდესაც რაღაც მოვლენებს აქვს ადგილი. ძირითადად ცალმხრივი მიდგომაა არასამთავრობო სექტორში, რომელიც კონფლიქტოლოგიურ თეორიებს ხშირად არ ცდება. ამავდროულად დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები პრაქტიკულად გათიშულები ან მეტიც მარგინალიზირებულები არიან ამ პროცესებიდან. გარდა ამისა ექსპერტიზა ამ საკითხთან მიმართებაში ძალზედ ზედაპირული და არადამაკმაყოფილებელია.
ყოველივე ეს იწვევს საქართველოს საზოგადოების არასათანადო ინფორმირებას და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. არა და, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევა. ასეთ გამოწვევას სათანადო ყურადღება სჭირდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი