ერევანში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

„ბიბლუსისა“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული წიგნის მორიგი კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე წერს.

„ბიბლუსის“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” ინიციატივით.კუთხე Yerevan State University - ს ახლადგახსნილ ქართველოლოგიის ცენტრში მოეწყო.

„ჩვენს მოძრაობას სომხეთში ახალი ელჩები ჰყავს: ცენტრის ხელმძღვანელი - ედუარდ ზოჰრაბიანი, ქართული ლიტერატურის ლექტორი - ასია დარბინიანი, სტუდენტი - არევიკ ბალასანიანი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი: ნინო სპანდერაშვილი.

საგანგებო მადლობა არევიკს დიდი სამუშაოს შესრულებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს გენერალურ პარტნიორს Gulf Georgia - ს", - წერს გიორგი კეკელიძე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა