ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს - ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით წარვდგეთ

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს - ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, დღეს სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება და კოალიციას შესაძლებლობა არ ეძლევა, წარადგინოს მტკიცებულებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს. დღეს, 12 საათზე ლევან მურუსიძის სახელობის სააპელაციო სასამართლოში შედგება სხდომა, რომელიც საჯარო უნდა ყოფილიყო, უნდა გვქონოდა შესაძლებლობა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია წარგვედგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა ჩაატაროს ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ, მხოლოდ და მხოლოდ, მოსამართლეების გარემოცვაში; მიიღოს კიდევ ერთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ეს მოსალოდნელია იქ, სადაც ლევან მურუსიძე და ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან წარმოდგენილები. სასამართლო სისტემა დღეს, სამწუხაროდ, ისე ატარებს სხდომებს, რომ არ არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები ინფორმაციის, მტკიცებულებების მიწოდების და სამართლებრივი არგუმენტაციის. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ყველა ინსტანციაში იბრძოდა, საუბნო კომისიებიდან დაწყებული, საოლქო კომისიებიდან გაგრძელებული. ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს