ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყანა მიართვას რუსეთს - არ გვაქვს სხვა ვალდებულება გარდა იმისა, რომ არ გამოვგლიჯოთ ქვეყანა ამ ადამიანებს

დღეს არის ყველაზე დრამატული მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ გვაკარგვინებენ აწმყოს, წარსულს და დაგვაკარგვინებენ მომავალს, თუ არ მოვიქცევით ისე, როგორც შეეფერება თითოეულ მოქალაქეს , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ყველა უნდა მიხვდეს ვითარების სიმძიმეს და ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში.

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა მიართვას რუსეთს. არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს სხვა ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარდა იმისა, რომ არ გამოვგლიჯოთ ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანებს, ან ახლა ან, შეიძლება, ხვალ საერთოდ აღარ იყოს. იყოს ისეთი ხვალ, როგორიც უნდა ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, რაც არ უნდა გააკეთონ, რაც არ უნდა თავდაყირა დადგნენ, მე, სიმართლე გითხრათ, მესმის რეჟიმი რაზე დგას, აი, ამათზე დგას - ნიღბიან ადამიანებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ადამიანებს ვინც ცემს, ასხამს ჭავლს ჟურნალისტებს, წარმოუდგენელი რუსობაა ეს ყველაფერი. ყველა ამ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს, რომ ან დღეს ან არასოდეს და ყველა უნდა მიხვდეს ამას, ყველა უნდა გამოვიდეს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დავკარგავთ საქართველოს. ან საქართველო ან რუსეთი, მეტი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს.

დღეს არის ყველაზე დრამატული მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ გვაკარგვინებენ აწმყოს, წარსულს და დაგვაკარგვინებენ მომავალს, თუ არ მოვიქცევით ისე, როგორც შეეფერება თითოეულ მოქალაქეს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყწნებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე რჩებიან. ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს