პრეზიდენტი - მზად ვარ, სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს

მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არმომხდარი უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ - მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სწორი იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას.

„მადლობელი უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც არის, რომ ემსახუროს საზოგადოებას და რომელიც მას დავიწყებული ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღირსია ასეთი საზოგადოების.

მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ. მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონი ეს სწორიც იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შედგა კომუნიკაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს, ან ოთხშაბათს. ინტერვიუ შედება ორბელიანების სასახლეში და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე