შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ქვეყნის შსს-თან მზად არის ჩვენი შსს, დაჯდეს და დეტალურად განიხილოს ის ტაქტიკა, რომლითაც ქართული პოლიცია მოქმედებს - ვნახოთ, თუნდაც საჯაროდ განვიხილოთ, ვინ მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლისას ქართულმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტით იმუშავა, მათ შორის ევროპულ და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციების დროს პოლიცია მხოლოდ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.

„ნებისმიერი ქვეყნის შსს-თან მზად არის ჩვენი შსს, დაჯდეს და დეტალურად განიხილოს ის ტაქტიკა, რომლითაც ქართული პოლიცია მოქმედებს. ვნახოთ, თუნდაც საჯაროდ განვიხილოთ, ვინ მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. ამ მასობრივი ძალადობრივი აქციების დროს ქართული პოლიცია იყენებდა მხოლოდ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს, მხოლოდ ამ ორ საშუალებას. „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დაშლის, თუნდაც კაპიტოლიუმის წინ გამართული აქციის დაშლისას გამოიყენებოდა რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ზოგ შემთხვევაში, ძაღლები და სხვა საშუალებები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამაში გასაკვირი არაფერია.

„საქართველოს, როგორც მათ შორის, საპარლამენტო რესპუბლიკას, ჰყავს პოლიტიკური ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლებაში არის პოლიტიკური გუნდი. ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მას სთხოვა კომუნიკაცია საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად ინიციატივას, როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყო, რომ ქალბატონი სალომესგან თუ ოპოზიციისგან განსხვავებული წყაროსგან ჰქონოდა საუბარი. მან შესაბამისი განმარტებები მიიღო. კარგია, როცა საუბარზე გადადიან და არა იმ შეფასებებზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გესმოდა, მათ შორის საფრანგეთის წარმომადგენლების მხრიდან. შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პოლიციისთვის ცეცხლის გახსნა, პარლამენტის შენობის დაზიანება, პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებული იყო, როგორც მშვიდობიანი აქცია, რაც სამწუხაროა. არ ვიცი, რა ინფორმაციას აწვდის საფრანგეთის საელჩო თავის ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უწოდო მასობრივ ძალადობას მშვიდობიანი აქცია, თან საფრანგეთმა, რომელსაც ამის სამწუხარო გამოცდილება აქვს თავად, მათ შორის მოქმედ ხელისუფლებას. ვიცით, რომ „ყვითელი ჟილეტების“ ძალადობრივი აქციების დროს როგორ მოქმედებდა პოლიცია. ვიცით, რომ 11-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იმის გამო, რომ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, ხელკეტები, სხვა საშუალებები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში